"სამარცხვინო, დაბეჩავებული, გაუბედურებული" - ნიკა გვარამიამ ქართული ფეხბურთი წლის სირცხვილად დაასახელა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა. 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეციალურ ეთერში დასახელდა.

წლის დამარცხებულის ნომინაციაში გვარამიამ ქართული ფეხბურთი დაასახელა.

"წლის დამარცხებული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის ქართული ფეხბურთი. წლის სამარცხვინო, დაბეჩავებული და გაუბედურებული, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი და ყველასთან და გავუშვით ისტორიული შანსი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სთხოვდეს პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს.

წლის დამარცხებული და დაბეჩავებული ქართული ფეხბურთია", - თქვა გვარამიამ.
მკითხველის კომენტარები / 74 /
ჰო, უკარით ტაში - ვერ ხვდებით, ხო, რატო ამბობს ამას? ქართული ფეხბურთის გულმოკლული ჭირისუფალია, ბებიამისისისამ.
ვვვ
18:01 04-01-2021
9
ნიკა მართალი ხარ 1000% ით.ფეხბურთი შეაზიზღეს ხალხს.
ახალგორსკი.
14:56 04-01-2021
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული