"სამარცხვინო, დაბეჩავებული, გაუბედურებული" - ნიკა გვარამიამ ქართული ფეხბურთი წლის სირცხვილად დაასახელა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა. 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეციალურ ეთერში დასახელდა.

წლის დამარცხებულის ნომინაციაში გვარამიამ ქართული ფეხბურთი დაასახელა.

"წლის დამარცხებული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის ქართული ფეხბურთი. წლის სამარცხვინო, დაბეჩავებული და გაუბედურებული, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი და ყველასთან და გავუშვით ისტორიული შანსი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სთხოვდეს პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს.

წლის დამარცხებული და დაბეჩავებული ქართული ფეხბურთია", - თქვა გვარამიამ.
მკითხველის კომენტარები / 74 /
სანამ უფასო საფეხბურთო სკოლები არ გაიხსნება მასიურად, არაფერი არ ეშველება ფეხბურთს
ioseb martiashvili
01 იანვარი 2021 20:17
5
არ მევასება ეს ტიპი მაგრამ ვეთანხმები
თემო
01 იანვარი 2021 19:27
12
სამწუხაროდ 100 პროცენტიანია.
ახალ წელს გილოცავ ჩემო საქართველო!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
01 იანვარი 2021 14:19
11
ქართული ფეხბურთი რა დღეშია ვიცით მარა ესენი ვინც არიან ისიც ვიცით როდიდან ადარდებს საქართველო ამას და ამის სატანისტურ სექტას?
სიმართლე.new
01 იანვარი 2021 14:15
27
უდიდესი სირცხვილი თავად გვარამიაა და ეგ ტელევიზია საიდანაც იგინება.
ზურაბ
01 იანვარი 2021 14:46
33
საუკუნის სირცხვილი წლის სირცხვილს ასახელებს.
w
01 იანვარი 2021 14:30
25
ჩვენი ფეხბურთი რა დღეშია, ამას ეს სტატიაც მოწმობს. იმდენად არაფერი არ ხდება ქართულ ფეხბურთში, რომ ხან გვარამიას კომენტარებს უძღვნით სტატიას და ხან გუბაზ სანიკიძეს.

კომენტარის გარეშე....
ფეხბურთი
02 იანვარი 2021 17:46
6
რაღა კომენტარის გარეშე, კი დაწერე უკვე და...
გოჩა
04 იანვარი 2021 01:30
0
...ბოლო, ორი ათეული წლის ყველაზე სამარცხვინო ადამიანი!!!
დათო
02 იანვარი 2021 13:16
11
ამაში ჯი ნამდვილად ვეთანხმები
თემო
02 იანვარი 2021 12:11
16
არ მომისმენია, არც ვუყურებ, მაგრამ ალბათ ერთადერთი სიმართლე თქვა ბოლო ერთ წელიწადში. საოცარი შანსი ჰქონდა დინამოსაც და ნაკრებსაც, პლეი ოფის გარდა, ც ლიგაშიც ძალიან გაუხარდა და თუკი სადმე შეგვეძლო, ყველგან ჩავფლავდით. ასეთი სამარცხვინო წელი ალბათ სხვა არც ერთ სფეროში არ გვქონია.
Lasha
02 იანვარი 2021 22:28
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული