სერხიო ბატისტა: მზად ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.

"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.

58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".






მკითხველის კომენტარები / 82 /
მოუნდა მუშაობა ჯიგარს და მუქთა ფული
!!!!!!!!!
17 იანვარი 2021 16:46
2
ეგ არ ჩამოიყვანოთ, დასაცინად ნუ გავიხდით საქმეს
სტუმარი
17 იანვარი 2021 17:07
2
რაც შორეულიდან იქნება მწვრთვნელი, მით ძლიერი იქნება. ვთქვათ ანტარქტიდიდან, ან უკიდურეს შემთხვევაში ალიასკიდან.
ვეტერანი მწვრთვნელი.
17 იანვარი 2021 23:58
0
40 წლის გულშემატკივარი ვარ და თუ ბატისტა ლეგენდარული იყო ან მწვრთნელი და ან ფეხბურთელი არ მეგონა.. მიუხედავად ამისა შეიძლება ზუსტად ჩვენ გამოგვადგენს, წინასწარ ვერავინ იტყვის... რა უკვე იყო შეთავაზება?.. რატოა ყველაფერი ასე გასაიდუმლებული, მწვრთნელის საკითხზე უშიშროება მუსაობს?? :)
კახაკ
17 იანვარი 2021 15:45
6
დანიშვნამდე, გარიგების პირობები, რომ არ გაიგოს ხალხმა.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
17 იანვარი 2021 23:51
0
კალაძემ თუ 2-ჯერ ლიგა მოიგო და ლეგენდაა, ეს კაცი მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია და რატო არაა ლეგენდა? არგენტინული წონა ჩამოუვარდება ქართულს?
Irakli Apkhaidze
18 იანვარი 2021 14:45
0
არაფრის გამკეთებელი არ არის!!!!!!
buba
17 იანვარი 2021 14:55
3
ქართველი ვცადოთ.
100%
17 იანვარი 2021 19:52
6
სადაა, ცდის დრო.
გიორგი
18 იანვარი 2021 00:05
2
ქართველი ვცადოთ.
100%
17 იანვარი 2021 19:49
6
ფეოლა გვჭირდება... მორიგი წაგების მერე რომ ეტყვიან მწვრთნელს, "წავაგეთ ფეოლა"... გაგიჭირდებოდათ.
*
17 იანვარი 2021 18:18
1
სიომინი იყოს მწვრთნელი თქო რომ ვთქვა მარტო - მაინც დამბლოკავთ?
გადასარევი გიორგი
18 იანვარი 2021 00:08
1
Vachos კი, გეთანხმებით ვახო. ადრეც დამიწერია და მგონი შემიმჩნევია თქვენი, ან სხვისი ნაწერიც. ჩვენ ნაკრებში მთავარია მოტივაცია, დისციპლინა და ხასიათის თვისებების ცოდნა. სიომინმა ეს იცის 100% , ახალგაზრდების სელექცია იცის, ქართველების პლიუსები და ნაკლები, ახალგაზრდების პოვნა შეუძლია და რაც მთავარია ვაისივით შეცვლები არ შეეშლება. უბრალო ქართული კლუბებიდან აიყვანს ბიჭებს და ბიძგს მისცემს გუნდურ თამაშში ინდივიდუალური ოსტატობის სწორად ჩართვას. არც იმდენ ფულს მოითხოვს, როგორც უცხოელი. ნეტა გამოფხიზლდეს ვინმე ფედერაციაში და გულშემატკივრებიც
გადასარევი გიორგი
18 იანვარი 2021 15:15
1
გადასარევ გიორგის. კაი ხანია მაგას ვწერ და ვამბობ. 1 ხართ ვინც მხარს ყჭერთ ამ თემას. სიომინი არის ზუსტად ის ვინც ამ ე.წ. ფეხბურთელებს მოქოქავს.
vaxo
18 იანვარი 2021 09:42
1
ყველა გამოხმაურება
დარწმუნებული ვარ ა.ას საერთოდ არა აქვს ნანახი კი არა გაგონილიც საქართველოს ნაკრები და რა შემტევ და ანგარიშგა.წევ გუნდად აყალიბებს ერთი და რის დავის ხარჯზე.აფერისტია ვიღაცა
კახა ქ.
17 იანვარი 2021 22:36
0
ეგ იქით იყოს მაგრამ ვაისს 1 მოგება დააკლდა საკუთარ ძეგლამდე და ქუჩის საზელის დარქმევამდე, საინტერესოა
ზორბეგი
18 იანვარი 2021 01:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული