სერხიო ბატისტა: მზად ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.

"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.

58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".






მკითხველის კომენტარები / 82 /
აი შ და წ -ს პონტია რა, და კიდე ძ და ხ-ს , რო ეშლებათ ვიღაცეეებს./// ბატიტუსტა ხო , აბა ბიჭო :D :D
Vasili
17 იანვარი 2021 19:02
1
ესეიგი მოლაპარაკებები მიმდინარეობს მასთან?
ბაჩი
17 იანვარი 2021 14:32
4
ქართულ ფეხბურთს არასდროს არაფერი არ ეშველება,ვისაც უნდა იმან ჩაიბაროს!!!... ამდენი წლები ველოდით და უნდა გაგვეხარა ცოტახნით და ცოტათი მაინც მაგრამ,მალაფეც მაკედონიას....:)) სატირალია სასაცილო რომ არ იყოს
ხვიჩა
19 იანვარი 2021 02:03
2
მსოფლიოში ყველაზე არასასურველი თანამდებობის ტოპ 10 რომ შეადგინონ,საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა სამეულში იქნებოდა ნამდვილად. ყველაზე საშინელი რაც ადამიანმა საკუთარ თავს შეიძლება გაუკეთოს,ეს ნაკრების მწვრთნელობაა,ჭკვიანია შოთი
:-)
17 იანვარი 2021 22:59
1
თუ დააცდის ფედერაცია რაღაც გამოვა. რაც შეეხება ფეხბურთელებს, თუ არსებული ნაკრებით ვიმსჯელებთ კი, მართლები ხართ, არ გვყავს. მაგრამ გვყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდული, მონდომებული და შრომისმოყვარე ახალი თაობა. მაისურაძის ნაკრებს ერთი-ორი ასევე ახალგაზრდა და უკვე საქმეა. გაზულუქებული როგორც ტანით ისე ხასიათით აღარ გვინდა.
ლაშა
17 იანვარი 2021 20:19
0
არ მაწყობს ეს მწვრთნელი
gia
18 იანვარი 2021 14:04
4
gia, არ მაგწონს? რატო ტო?
saqo
18 იანვარი 2021 14:42
0
მაგრა მევასებოდა როგორც ფეხბურთელი ბატიტსუტა და საგინებელი რო გამიხდეს არ მინდა )))
Jur
17 იანვარი 2021 16:31
36
ბატისტუტა კაი ფეხბურთელი იყო მართალი ხარ მაგრამ ამ ბატისტას გამო იმ პატიოსან კაცს ნუ აგინებ არ გინდა :)))
მე კანიჯა მევასებოდა :)))
17 იანვარი 2021 18:22
0
წადი ეხლა და გედების ტბას უყურე
ზალიკო
17 იანვარი 2021 18:17
0
ყველა გამოხმაურება
ლუიშ ფელიპე სკოლარი ან კარლოს დუნგა არ ჯობია?! ჩვენც ხომ კავკასიელ ბრაზილიელებს გვეძახიან (არ ვიცი ვინ გვეძახის, მაგრამ გვეძახიან) და კარგად გავუგებთ ერთმანეთს, თუ ვერ გავუგებთ და კი წავლენ თავის გზით. ისეთები წასულან...
ჟოაო
19 იანვარი 2021 01:19
2
მოდის ბატისტუტა და ჟირესი!
მიდი მოვდივარ
18 იანვარი 2021 16:12
2
წერია სერხიო ბატისტაო და არა გაბრიელ ბატისტუტაო.
თემური
17 იანვარი 2021 22:57
1
ბატისტუტაა ნაღდად!!სერხიო გაბრიელ ბატისტუტა, მეტსახელად ბატიგოლი. მაგარი მეკარე იყო!!
მიდი მოვდივარ
19 იანვარი 2021 01:01
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული