Wikipedia-ზე საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა გამოჩნდა, ცოტა ხნის წინ გაქრა

AutoSharing Option
გუშინ, 20 იანვარს, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონისა (ფეხბურთელის რანგში) და ოლიმპიადის გამარჯვებულის (მწვრთნელობისას), სერხიო ბატისტას ინფორმაციაში Wikipedia-ზე გაჩნდა ახალი გრაფა - საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.


Sportall.Ge
Sportall.Ge


ბატისტა რომ კანდიდატად წარდგენილი იყო ფეხბურთის ფედერაციაში, ამაზე აქამდეც ვწერდით. მისი კანდიდატურა ქართულ ფეხბურთს არგენტინის სახლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა შესთავაზა.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, ჯერ ნაკრებს ახალი მწვრთნელიც არ ჰყავს.


თუმცა, ცხადია, "ვიკიპედიის" სისტემა კარგად ვიცით, ინფორმაციის შეცვლა ადამიანებს შეუძლიათ, თუმცა ცვლილება ვერიფიცირებულმა წევრებმა უნდა დაადასტურონ. ვინ და რატომ გააკეთა ეს,
უცნობია, თუმცა თავად ფაქტი საინტერესოა.


ის იყო, ამბავი ფეხბურთის ფედერაციაში უნდა გადაგვემოწმებინა, რომ ზუსტად რამდენიმე წუთის წინ "ვიკიპედიიდან" აღნიშნული ინფორმაცია გაქრა და საქართველოს ნაკრები კვლავ უმწვრთნელოდ "დარჩა".


მკითხველის კომენტარები / 31 /
მასიმო ოდოს ნიშნავენ ფორუმ.გეზე წერია
გოგიტა
21 იანვარი 2021 16:39
0
ყველაზე მოკლევადიანი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში :დ
Nika
21 იანვარი 2021 15:29
0
ბატ ი სტა და არა ბატისტუტა. უგ ქართველი ასისტენტები ვინ არიან?
რატი
21 იანვარი 2021 15:23
2
ესაა ფედერაციის მენეჯმენტი და გუნდი. დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. 10 დან 9 თვლის რომ ეს ორგანიზაცია სარეფორმოა. ვერცერთმა ვერ იმუშავა შესაძლებლობების ზღვარზე.
vasil
21 იანვარი 2021 15:11
1
დასანანია, რა მალე მოუწია წასვლა, არადა რა კარგად დაიწყო, შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობდა.
ხავიერი
21 იანვარი 2021 15:04
1
კი, გადაწყვეტილია. ბატისტუტა მოდის მთავარ მწვრთნელად . თანაშემწეებად გია ავლოხაშვილი და გელა გნოლიძე ინიშნებიან. ერთი თანაშემწეც არგენტინიდან მოჰყავს, ვინმე სერხიო სულხინო პურჭო. მოკლედ, ეს თემა დალაგდა როგორც იქნა.
გენა
21 იანვარი 2021 14:59
9
მ.მ.-ს
ხოდა თუ მოგწყინდა აქ რაღას შემოდიხარ, ტელეკომპანია "კავკასიის" პოლიტიკური ტოკ შოუ ჩართე და გირჩის იაგოს უსმინე რას ღაღადებს.
გენა
22 იანვარი 2021 12:22
1
მოგვწყინდა ეს შენი მახვილგონივრული იუმორი
მ.მ
21 იანვარი 2021 18:52
4
ეს თუ დაიშნენ, მაშინ ფედერაციის პრეზიდენტად პატარქალიშვილი უნდა მოვითხოვოთ.D
hhh
21 იანვარი 2021 14:54
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული