დავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხზე ისაუბრა.

"ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ.
ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით.

დღევანდელი მოცემულობით, დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება. ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს. შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება", - განაცხადა დავით მუჯირმა.


მკითხველის კომენტარები / 53 /
ასე დაღუპავთ ნაკრებს თუ თქვენ ხელში უკვე დაღუპული არარის
ასევე
27 იანვარი 2021 21:30
4
დაღუპული როგორ უნდა დაღუპო???
ჰაჰა
27 იანვარი 2021 22:41
5
სამწუხაროა ფედერაციაში პროფესიონალი კადრები რომ არაა დასაქმებული, უკან და უკან მიდის ქართული ფეხბურთი. კარგი ფეხბურთელობა, კარგ მენეჯერს არ ნიშნავს! ყველასთვის ცნობილი ფაქტია (მცირე გამონაკლისების გარდა), დიდ შედეგებს რომ მიაღწიო, დროის უმეტესი ნაწილი ვარჯიშს უნდა დაუთმო და განათლებისთვის დრო და ენერგია არ გრჩება, ამიტომ ფედერაციაში გაუნათლებელი ფეხბურთელები კი არ უნდა მუშაობდნენ, არამედ სათანადო უმაღლესი განათლება მიღებული პროფესიონალები!
ირაკლი
27 იანვარი 2021 21:14
3
ბალაგან!
ROMALE
28 იანვარი 2021 01:17
0
ამათ რო ხიზანიშვილი დანიშნოოონ აი მართლა უნდა გაუქმდეს მერე ამ ქვეყანაში ფეხბურთი
wbc
27 იანვარი 2021 21:03
1
ქართველი მწვრთნელი დანიშნეთ, აგიჩემებიათ უცხოელი. უცხოელზე მეტს ყველა შემთხვევაში ქართველი გააკეთებს, თუნდაც ცხადაძე, მაგრამ იგრძნობა რომ მაგრად არ გინდათ კახას დანიშვნა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
27 იანვარი 2021 20:46
11
ვაისზე უარესი ვინ უნდა ნახონ, გინდა ხიზანა იყოს გინდა სხვა. სადაც იმას აცალეს ყველაზე დიდი ხანი, რა პრობლემაა. დანიშნეთ ქართველი მწვრთნელი და აცალეთ მუშაობა შედეგის მიუხედავად. მანამდე ყანებს მიხედეთ იქნებ სტადიონის მინდვრებს დავამსგავსოთ
გიორგი გორგაძე
27 იანვარი 2021 20:34
19
რატომ არ გინდათ ცხადაძის დანიშვნა? რომლის დროსაც ნაკრები გამართულ ფეხბურთს თამაობდა, რომელიც ყველა ნაკრების წევრს კარგად იცნობს და იცის მათი შესაძლებლობები, და რომელიც საქართველოში იცხოვრებს, მაინცდამაინც ისეთი გინდათ ვისაც ენის ბარიერი ექნება და წელიწადში სამჯერ ჩამოვა საქართველოში?!
x.x
27 იანვარი 2021 20:23
10
გეუბნებით, დავნიშნოთ შორენა ბეგაშვილი, თუ ვერ მოვიგებთ, მის სილამაზეს მაინც გულს გადავაყოლებთ..
ქუთაისელი 2
27 იანვარი 2021 20:13
7
დროებითი მწვრთნელი ნიშნავს 100% ჩავარდნილ ციკლს. ის რომ სერიოზულ მწვრთნელს არ უნდა ჩვენი ნაკრების გაწვრთნა, ესეც სირცხვილია, მაგრამ ეს დამივსახურეთ.
ქუთაისელი
27 იანვარი 2021 20:12
1
რას ერჩით ცხადაძეს.... დანიშნეთ და აცალეთ მინიმუმ 3 წელი.
kkk
27 იანვარი 2021 19:51
12
ეხლა ვრწმუნდები ასით რომ ვერ ვარგიხართ ხელმძღვანელობამ უნდა შეიგნოს თქვენს უკან ხალხია და ნუ გადაახტებით თავზე ვინც ეგრე იქცევა ყველანი დაისჯება თქვენ რომ სიყვარული გაქვთ ფეხბურთისადმი ეგ ნულის ტოლფასია ვერ ვარგიხართ და წადით თქვენთან არავის უნდა მუშაობა მწვრთნელი ვერ მოგიყვანიათ სანატრელია ყველაფერი ტფუი თქვენ.
მარგალა
27 იანვარი 2021 19:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული