დავით მუჯირი: ნაკრებში დროებითი მწვრთნელის დანიშვნა გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საკითხზე ისაუბრა.

"ოფიციალურ მატჩებამდე ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ასევე ორი თვე გავიდა, რაც მთავარი მწვრთნელი არ გვყავს. ყველაზე მეტად ჩვენ ვართ დაინტერესებულები, რომ ახალი მწვრთნელი დავნიშნოთ.

ეპიდმდგომარეობა პროცესს კიდევ უფრო ართულებს. კანდიდატების გაფართოებული სია გვქონდა, როგორც უცხოელების, ასევე ქართველების. ხელს ისიც გვიშლის, რომ ოფიციალურ მატჩამდე საკონტროლო შეხვედრის გამართვაც ვერ ხერხდება. კანდიდატთა სია შემცირდა. შევეცდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი საზოგადოებას მალე წარვუდგინოთ.
ამ საკითხზე 24 საათი ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ იმის გამო, რომ ნაკრებს მწვრთნელი ჰყავდეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ვერიდებით.

დღევანდელი მოცემულობით, დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც არ არის გამორიცხული. ახალ ციკლამდე საკონტროლო მატჩის ჩატარება ვერ მოესწრება. მწვრთნელს ამისთვის დრო ევროპის ჩემპიონატამდე ექნება. ამაზე ვმუშაობთ და გვინდა, ერთი ამხანაგური შეხვედრა შინ გავმართოთ და ერთი გასვლაზე, სადაც ის გუნდთან დაახლოებასა და გაცნობას მოახერხებს. მაისის ბოლოდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდს ვგულისხმობ.

პირველი მატჩი შინ გვინდა, რომ სრულფასოვანი შეკრება გამოვიდეს. შესაბამის მოწინააღმდეგესაც ვეძებთ. იდეალურ შემთხვევაში წარმოდგენილი გვაქვს მწვრთნელის ყველა კრიტერიუმი – სანაკრებო გამოცდილება, იცნობს თუ არა ქართულ ფეხბურთს, ვითვალისწინებთ მის ინტერესსა და მოტივაციას, ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. სია შევიწროვდა, ზოგიერთმა უარი თქვა. არჩევანი ამ კრიტერიუმებიდან და ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე გაკეთდება", - განაცხადა დავით მუჯირმა.


მკითხველის კომენტარები / 53 /
Nutu martla aseti dabali REPUTACIA gvaqvs? aravis ar unda tavis reputaciis shelaxva ! Mebrdzoli erisgan supris eri gavxdit, rato supris? Magalperdovani sityvebis tqmaja vicit, saqme ki 0.
Emigranti
28 იანვარი 2021 16:58
0
რა მაგრად მიყვარდა ფეხბურთელობისას მუჯირი, მისი ყუმბარისებული დარტყმები..... ეხლა კიდე იმ სიყვარულის 1% აღარ დამრჩა
111
28 იანვარი 2021 16:35
1
რა იყო, შეგიჭამათ საარჩევნოდ ფული კობიაშვილმა?!
მუმუ-ს
28 იანვარი 2021 15:22
3
ვაისა დააბრუნეთ,
გულშემატკივარს კი მოწონს, სულ ყვირიან ფეხბურთელები არ გვივარგა და რა ქნას მაგ პატიოსანმა კაცმაო.
მოკლედ რა ფეხბურთი და ფედერაციაც გვყავს ის არის ჟურნალისტებიც და გულშემატკივარიც.
ფერი ფერსაო :)
las
28 იანვარი 2021 15:21
1
გაცნობებთ, რომ დავინიშნე ეროვნული ნაკრების მწვრთნელად. 2021 წლის 30 იანვარს გიწვევთ პრესკონფერენციაზე, დინამო არენას საკონფერენციო დარბაზში.
სევასტი
28 იანვარი 2021 14:16
0
მწვრთნელსაც ვეღარ ნიშნავთ. რას აკეთებთ საერთოდ? ჩემპიონატის დონე 0. ნახევარ გუნდებს უმაღლესში, სტადიონი არ აქვს. ნაკრებზე საუბარიც არ ღირს. ევროტურნირები ხომ საერთოდ. 5 ჯუჯა სახელმწიფო დარჩა ევროპაში, ვისაც ჯერჯერობით უსწრებს ეროვნული ლიგა რეიტინგით, როცა არასრული 10 წლის წინ 30 -ში ხვდებოდა ევროპაში რეიტინგით. წადით სახლში, მთელი ქვეყანა რომ გაგინებთ ყოველდღე, გსიამოვნებთ?
1
28 იანვარი 2021 14:12
1
ნეტა თუ მომასწრებს ღმერთი იმ დღეს და იმ ფედერაციას გაფუჭებულ საქმეზე პასუხისმგებლობა რო ეკისრებოდეს ვინმეს და მინიმუმ დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ??
ეჰჰ
28 იანვარი 2021 13:54
0
ქართველი მწვრთნელი დანიშნეთ. სანამ უცხოელი ქართველ ფეღბურთელებს გაიცნობს ნახევერი ტურნირი გავლილი იქნება. დრო არ ითმენს...

გულშემატკივარი ისედაც გბრაზებულია. მაკედონიასთან მარცხი ფედერაციის კისერზეა, მარტო უიღბლობა არაფელ შუაშია. 300 კაცი მაინც როგორ არ შეუშვენ სტადიონზე. როგორ გაანიავეს ღვთისგან მოცემული 99% შანსი, დღემდე ვერ ვიჯერებ...
ქომაგი
28 იანვარი 2021 12:10
5
როდის უნდა მორჩეთ ცდების ჩატარებას?! საქმის კეთება შედეგით განისაზღვრება, სპორტში სპორტული შედეგით!!! რაც ფედერაციას ხელმძღვანელობთ, რა სპორტული შედეგი გაქვთ ნაკრების ან საკლუბო დონეზე?! ოღონდ დემაგოგიის და ინფრასტრუქტურული პროექტების (მშენებლები ხომ არა ხართ) გარეშე?! ვეღარ უნდა მიხვდეთ რომ არ გამოგდით ეგ საქმე?!
?!
28 იანვარი 2021 10:35
1
დანიშნეთ ქართველი გამოცდილი მწვრთნელი (გვყავს ასეთები). თანხაც დაიზოგება, საქართველოშიც უკეთ დააკვირდებიან სიტუაციას და საბოლოო ჯამში შეიძლება საქმეც უკეთ შესრულდეს
ლევან
28 იანვარი 2021 10:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული