ევრო 2024. დიდი მოლოდინი - საქართველოს ნაკრებს მხარდაჭერას პატარა გულშემატკივრები უცხადებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პირველად იასპარეზებს დიდ საერთაშორისო ტურნირზე, რა გასაკვირია, რომ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატისადმი ინტერესი უდიდესია და ყველა უგულშემატკივრებს - ქალი და კაცი, დიდი და პატარა. ფელბერტში ჩვენი გუნდის პირველი ვარჯიში სავსე სტადიონზე გაიმართა.

რამდენიმე ათასი ადამიანი გერმანიაში "ჯვაროსნების" საქომაგოდ გაემგზავრება, რომლებსაც საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებიც შეუერთდებიან. შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი მოპედით გაიარა, ნაკრებს კი ჩვენი ეროვნული დროშა ჩაუტანა, რომელზეც გულშემატკივრების გზავნილები იყო დატანილი. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა
მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეძღვნება! ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეკრანები დამონტაჟდება და მატჩების ჩვენება გაიმართება. თბილისში, ჭავჭავაძის 74-ში ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური მაღაზია გაიხსნა, სადაც ნაკრების ოფიციალური პროდუქციაა წარმოდგენილი. სათამაშო ფორმასთან ერთად მაღაზიაში, საგულშემატკივრო მაისურებისა და ატრიბუტიკის ყიდვაა შესაძლებელი. განახლებულ კოლექციაში საბავშვო ზომებიც არის გათვალისწინებული. სფფ-ის ოფიციალური მაღაზიის პროდუქციის შეძენა აგრეთვე თბილისის და ბათუმის Duty Free-ში, კარფურის თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, ქუთაისის, გორისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში შეგეძლებათ.

ეროვნულ გუნდს ნაკრების ფორმაში გამოწყობილმა პატარა ქომაგებმა მხარდაჭერა „დინამო არენადან“ გამოუცხადეს და ვიდეორგოლიც მიუძღვნეს - „Miu Miu“-ს ფეხბურთის პატარა გულშემატკივრები ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს წარმატებას უსურვებენ ევროპის ჩემპიონატზე! საქართველო, წინ დიდი გამარჯვებისკენ! ჩვენ გვჯერა თქვენი!“

ერთი სიტყვით, მოლოდინი დიდია და იმედია, ჩვენი ფეხბურთელები იმედებს არ გაგვიცრუებენ.

alt"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

altსაქართველოს ნაკრებს განსაკუთრებული სტუმარი ეწვია [VIDEO]

altევრო 2024 | კიტეიშვილი ინდივიდუალურად ვარჯიშობს - ნაკრები თურქეთთან შეხვედრისთვის ემზადება

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე დ-ს იმედი მაქ დიდგორიდან დორტმუნდამდე!!!
ჟორა
21:53 16-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული