საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან გამართავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2021 წლის 2 ივნისს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციებს შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური თამაში შედგება. მატჩი რუმინეთში ჩატარდება, შეხვედრის მასპინძელი სტადიონი და თამაშის დაწყების დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან მატჩამდე ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის მარტში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ შეხვედრას გამართავს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი


25 მარტი

შვედეთი - საქართველო
28 მარტი
საქართველო - ესპანეთი
31 მარტი
საბერძნეთი - საქართველო

საერთაშორისო
ამხანაგური მატჩი


2 ივნისი

რუმინეთი - საქართველო

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ ივნისში შესაძლებელია თამაში, და წინა წლებში მართლა ასე იყო, მარტში 6 დღეში სამი თამაშის ჩატარება რა უბედურებაა ან თუნდაც ანალოგიურად სექტემბერში 6 დღეში 3 თამაში, ხოლო ნოემბერში ერთი. ბობოლა ქვეყნებს ეს არ უჭირთ, 23 ფეხბურთელს ადვილად მოძებნიან. ჩვენ 11-საც ვერ შევკრებთ ნორმალურს.
merabi-1960
19:06 03-02-2021
5
რატომ ღელავთ ხალხო, რა აზრი აქვს, ივნისში ითამაშებს ნაკრები, თუ დეკემბერში, წაგება და იმედგაცრუება გარდაუვალია
ზვიადი
20:49 03-02-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული