საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
პასუხისმგებლობის გრძნობა არ გაქვთ ? ჩვენზე უნდა ისწავლოს მწვრთნელობა. გულშემატკივრებმა რა დავაშავეთ.
gaga
15 თებერვალი 2021 22:03
17
წარმატებებს ვუსურვებ!!! 2024 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!!! დაიმახსოვრეთ!!!
tngh
16 თებერვალი 2021 14:47
2
Ეჰ ვილი, რო იცოდე რა გამოცდილება გელის.
Ლუკა
16 თებერვალი 2021 12:25
0
Vaisze chemi azri maqvs-vaisi iyo zarmaci kaci,romelsac gundshi schirdeboda wynari garemo..amitom misma gamocdilma tvalma kargad hsenishna ro oqristan unda hqonoda kai urtiertoba da kashiastan(gasaxdelis liderebtan)
Sastavs kide federacia ki ara 3 asistenti ro yavda imattan atanxmebda da mowinaagmdegis sheswavlazec imat apaxavebda-ase rom dziritadi shemadgenloba ase tu ise normaluri iyo sul(makedoniis garda-xocho skamze,kashia dziritadshi)
Ai roca shecvlebze midgeboda saqme-sadac gamocdilma mwvrtnelma uceb unda tavshi daalagos-rogor shecvalos tamashi-amis gonze ar iyo.. Tipma 5 weli erti kai shecvla ver gaaketa.imizezebda skamze ara myavs uketesio..uketesze ki ar aris shecvla-skamze uketesi grandebsac ara hyavs(uketesi vincaaa dziritadshia) shecvlit gunds emateba dasvenebuli-sxva stilis fexburteli,icvleba taqtika da a.sh.
Shecvlebit midzinebul tamashshi mwvrtnelebi cecxls anteben..es kide gaiyvanda qvilitaias shemoiyvanda igive centrforvard kacharavas.. An gaiyvanda shengelias,shemoiyvanda saba lobjanidzes..
Chinelebi mainc viyot vifiqrebdi saxeze ver gvarchevs da amistvis yvela ertiatqo
Levani
16 თებერვალი 2021 10:16
0
მარტო სანიოლი რას გვიშველის ერთი 5 ფეხბურთელიც რო მოაყვანინათ საფრანგეთიდან იქნებ ვირბინოთ მაინც.
777
16 თებერვალი 2021 09:32
2
ბაიერნის მენტალიტეტი აქვს წესით. ფიზიკას და დისციპლინას ყურადღებას მიაქცევს სავარაუდოდ.
გაგი
16 თებერვალი 2021 02:16
0
ვინც არიცით რატო არმუშაობდა 4 წელი ეს ადამიანი არის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ესიყო მიზეზი თორე დამიჯერეთ არც თუ ისე ცუდი გუნდები წაიყვანდნენ
123
16 თებერვალი 2021 02:12
0
საქმიანობაში 4 წლიანი წყვეტა,ძალიან დიდი ვადაა და აუცილებლად გამოიწვევს,კვალიფიკაციის საგრძნობ დაკარგვას.მანდ მიზეზს, მნიშვნელობა აღარ აქვს
სოსო
16 თებერვალი 2021 17:32
2
ამას ისევ ვაისი ჯობდა, აგერ ნახავთ თუ ასე არ ვიტყვით მალე.
jjj
16 თებერვალი 2021 10:47
17
უდაოდ ავტორიტეტია და სიტყვა ეთქმის. ეს ფეხბურთეკებთან ურთიერთობის დროს კარგია
ლუკიჩა
16 თებერვალი 2021 02:17
0
თუ გავითვალისწინებთ საქართველოს შელახულ რეპუტაციას ალბათ არარის ცუდი ვარიანტი. ამას დრო გვიჩვენებს კარგია თუ ცუდი.
)))
16 თებერვალი 2021 02:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული