ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

AutoSharing Option
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი ჩაიბარებს. 

საინტერესოა, როგორი შედეგით ასპარეზობდა ის ერთ დროს საფრანგეთის 21-წლამდელებთან, ასევე - "ბორდოსა" და მიუნხენის "ბაიერნში". 

თავდაპირველად, სანიოლმა საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა, სადაც  8 შეხვედრა გამართა, 6 მოიგო და 2 მატჩი ფრედ დაასრულა.

შემდეგ გადაბარგდა ფრანგულ "ბორდოში", სადაც მთავარი მწვრთნელის სტატუსით 88 შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა 35 შეხვედრა მოიგო, 27 შემთხვევაში მეტოქეს დაუზავდა და 26-ჯერ მისი გუნდი
დამარცხდა. 

2017 წელს "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, რა დროსაც 1 შეხვედრა, როგორც გუნდის თავკაცმა, ისე გამართა და "რეკორდმაისტერი" მეტოქეს დაუზავდა.

altვილი სანიოლი: ჩვენ ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ ფურცელს [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს


მკითხველის კომენტარები / 4 /
ახალგაზრდა მწვრთნელია დიდი ფეხბურთელი იყო და მწვრთნელობის პერიოდშიც ბორდოს დონეზე კარგი შედეგები ქონდა იგივე საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებშიც კარგი შედეგები ქონდა (საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრები ბევრ ეროვნულ ნაკრებს ჯობს)
და ანჩელოტის ასაისტენტიც იყო ბაიერნში ანჩელოტი უნიჭო ადამიანს ასისტენტათ არ აიყვანდა და კაცი ჯერ არ ჩამოსულა ერთი თამაში არ ჩაუტარებია და ახლავე კრიტიკა არამგონია ჯანსაღი იყოს ამ მარტის თამაშებშივე გამოჩნდება მისი სამწვრთნელო ფილოსოფია და ვნახოთ იმედი მაქვს გამართლებს.
მე პირადად მერჩივნა ქართველი მწვრთნელი ყოფილიყო რადგან საქართველოს ნაკრები არ არის ტიპიური ევროპული ნაკრები და აქ სხვა მენტალობა სხვა "გაგება"
და ქართველი მწვრთნელს არ დასჭირდეობა დრო ადაპტაცისთვის რო გაეგო სად ჩამოვიდა.
გელა
13:53 16-02-2021
0
ნეტა გამართლოს ფაქტია რომ ბევრად ტიტულოვანი უცხოელი მწვრთნელები ჩამოსულან მაგრამ ვერაფერს ვერ მიაჰწიეს იგივე ბოლოს ვაისი ჩემი გადმოსახედიდან უფრო გამოცდილი და კარგი მწვრთნელი იყო ფურცელზე მაინც თავისი მიჰწევებით მაგრამ საქართველოს ნაკრები საერთოდ სულ სხვა განზომილებაა
ჯონი
13:37 16-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული