დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

AutoSharing Option
"პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

"სანიოლი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის 21 თებერვალს სუპერთასის შეხვედრასაც დაესწრება.

მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს. სანიოლს ჩვენი ფეხბურთელების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათ შესახებ ინფორმაციასაც იძიებს.

ვილის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს.

ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ ადამიანი,
რომელსაც, ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება გააჩნია. რატომ არ ჩანდა ის 4 წლის განმავლობაში სამწვრთნელო ასპარეზზე, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ და თუ სურვილი ექნება, კომენტარს ალბათ თავად გააკეთებს.

სანიოლს დიდი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს და ძალიან ამბიციური გეგმებით მოდის.

ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო... მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი", - თქვა მუჯირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნუ გამოხტებით ეხლა ზოგიერთი ჟურნალისტი და გულშემატკივარი და პირველივე ინტერვიუზე ნუ მიახვედრებთ ადამიანს,რა შარში გაყო თავი. გვერდში დგომაა საჭირო პირველ რიგში. ერთი ფეხის დაცდენაზე რომ ვახრჩობთ ხოლმე ადამიანს,თითქოს წმინდანები ვიყოთ.წარმატებები ვილის და საქართველოს ნაკრებს!!!
საქართველო
18:53 16-02-2021
6
"მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს"

კონტრაქტში სიტყვა "ხშირად"-ს რომ ჩაწერს, ის იურისტი სამსახურიდან უნდა გაუშვა.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული