დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

AutoSharing Option
"პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

"სანიოლი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის 21 თებერვალს სუპერთასის შეხვედრასაც დაესწრება.

მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს. სანიოლს ჩვენი ფეხბურთელების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათ შესახებ ინფორმაციასაც იძიებს.

ვილის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს.

ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ ადამიანი,
რომელსაც, ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება გააჩნია. რატომ არ ჩანდა ის 4 წლის განმავლობაში სამწვრთნელო ასპარეზზე, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ და თუ სურვილი ექნება, კომენტარს ალბათ თავად გააკეთებს.

სანიოლს დიდი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს და ძალიან ამბიციური გეგმებით მოდის.

ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო... მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი", - თქვა მუჯირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ᲩამოიყვანეᲗ და აქ იცხოვროს სანამ კონტრაქტი გაუვა.ეროვნულ ლიგას დააკვირდეს,მხოლოდ ᲗამაᲨამდე 1 კვირიᲗ ადრე Ჩამოსვლს აზრი არ აქვს!!! Ჩემი აზრიᲗ Ქვენ,ფედერაციამ ეს "მწვრᲗნელი"ᲨეარᲩიეᲗ Შემდეგი კრიტწრიუმებიᲗ: უნდა ყოფილიყო ცნობილი,ოᲦონდ არის ცნობილი როგორც ფეხბურᲗელი და არა მწვრᲗნელი და უნდა მოეᲗხოვა სხვა კანდიდატებᲗან ᲨედარებიᲗ ნაკლები ხელფასი (სავარაუდოდ სხვა კანდიდატები არც არსებობდნენ). აზრი მრᲩება ფედერაციას აქეᲗ გადაუხადა სანიოლმა ფული მწვრᲗნელობის Შანსის მიცემისᲗვის...
ზურა
17 თებერვალი 2021 13:52
3
კერძო თვითმფრინავი უქირავეთ ფედერაციავ, თორემ სირცხვილია, - კაცმა ჩვენი ხათრისთვის 4 წლის წინ მიტივებულ საქმიანობას მოჰკიდა ხელი და ახლა თავის ხარჯით ხომ არ იფრენს აქეთ-იქით ამ გაგანია პანდემიასა და შეძღუდული მობილობის პირობებში...
მ.ტ.
17 თებერვალი 2021 11:44
3
ასე მგონია, რომ ამ საიტზე ალოგიკურ მაგრამ "ჯიგრრულ" კომენტარებს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დებენ.
აი ასეთს დაახლოებით: ვაცადოთ ვილი სანიოლს :)
გვერდში დადგომა უნდა :)
არ დავახრჩოთ ახლა კაცი:)
იმის მაგივრად რომ კრიტიკულად იყო განწყობილი და ფედერაციას პასუხი მოთხოვო მის ნებისმიერ უსაქციელობაზე, რაღაც გაურკვევლობებს ვბჟუტურებთ ვითომ ჯიგრულ კაცურ პონტში რა.
ბიზნესია ბიძიკო ფეხბურთი დღეს და ვილი სანიოლს ხელფასი შედეგის მიხედვით უნდა გადავუხადოთ. ხომ არ გავიწყდებათ რომ ჩვენ ვიხდით ამ ათეულობით მილიონს ბოლო 30 წელი იმაში რომ ნაკრები ბოლოდან მეორე ადგილზე გაიყვანოს ვიღაცამ
გიორგი
17 თებერვალი 2021 11:36
1
ჩამოსვლის სიხშირემ არა მგონია რამე შეცვალოს.თუ აქ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, მაშინ მათ ჯერ კლუბების დონეზე უნდა დაამტკიცონ,რომ ნაკრებში თამაშის ღირსნი არიან. ვინც დაამტკიცებს ის ისედაც მოხვდება მწვრთვნელის ხედვის არეალში.
რატი
17 თებერვალი 2021 12:07
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული