ბექა მიქელთაძე ბერძნულ "ქსანთიში" გადავიდა

AutoSharing Option
23 წლის თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე საბერძნეთის რანგით მეორე დივიზიონის "ქსანთიში" გააგრძელებს კარიერას, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

მიქელთაძემ "როტორთან" კონტრაქტი ამ თვის დასაწყისში ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, სადაც 90-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

10 ტურის შემდეგ "ქსანთი" 15 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ "ერგოტელისს" 4 ქულით ჩამორჩება.

გუნდის მწვრთნელი ავსტრალიელი ტონი პოპოვიჩია და გუნდში მისი 6 თანამემამულე თამაშობს, მათ შორის, მისი ორი შვილი - კრისტიანი და გაბრიელი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
aman versad ver ivarga,ikneb saberznetis meore ligashi gaamartlos!
qomagi
02:59 23-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული