გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
როგორც მე არ ვარ თბილისელი ისე არ არის გიორგი კიეველი . ძაან სასიხარულო ინფორმაციაა . წარმატებები წიტაიშვილს და მიქაუტაძეს გამახარეს ამ ბიჭებმა
ტოტტი
23 თებერვალი 2021 10:22
0
იმიტომაა ჩვენი საქმე ცუდად ყველაფერს თავის სახელს რომ არ ვარქმევთ.. პატრიოტიზმის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილებაო ვინც ამბობ ცოტა სასაცილოები ხართ... სხვა გამოსავალი არ ქონდა და რო რომელიმე ნაკრებში ეთამაშა. სლენგს ვიხმარ “ ვინუჟდენი” იყო ასე მოქცეულიყო და არა პატრიოტი..
რიგითი
23 თებერვალი 2021 09:45
26
უბრალოდ არასწორი ინფორმაციაა,U21 კაპიტანი უნდა გამხდარიყო უკრაინის ნაკრებში .
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 13:22
0
ახლა ცხონებულ ბაბუას მიაბრალოს , აქაოდა მის ანდერძს ვასრულებო.. თუ ოდესმე საქართველოს ნაკრებში ათამაშებენ ყოველთვის დავუსტვენ ტრიბუნიდან.. შეიძლებ ვინმემ მითხრას არც უკეთესი პატრიოტები გყავს ნაკრებშიო , მაგრამ ამ ახალგაზრდას გაცხადებული ქონდა თუ სად უნდოდა... ასე რო გაყევი უკრაინის გზას ჩვენთან უკვე დაგაგვიანდა..
რიგითი
23 თებერვალი 2021 09:40
21
არა ხარ მართალი მეგობარო, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს შეცდომა, მითუმეტეს ყმაწვილობის ასაკში! არ ვიცი ამ შემთხვევაში რა სიტუაცია იყო, მაგრამ სხვა დროს ბევრჯერ გამიგია, რომ კლუბში მოსაწყობად, ხშირად საჭიროა იმ ქვეყნის მოქალაქეობა, ლეგიონერების ლიმიტის გამო, ან იმ კლუბის ხელმძღვანელების გამო, რომლებსაც ვერც გაამტყუნებ, თავისი ქვეყნისთვის ზრდის ფეხბურთელებს. ალბათ საჭირო იყო იმ დროს ასე ეთქვა, სხვა შემთხვევაში შესაძლოა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელზე გაეკეთებინათ აქცენტი და სხვა შეერჩიათ კლუბში დასატოვებლად. გავიხსენოთ თუნდაც ანანიძეს შემთხვევა, როგორ ექაჩებოდნენ რუსები, ბოლო მომენტამდე სათუო ამბავი იყო. ასეა თუ ისე კაცმა გადაწყვიტა საქართველოსთვის დაიხარჯოს და მადლობის მეტი რა გვეთქმის, წარმატებები და ბევრი გოლი საქართველოსთვის!
ირაკლი
23 თებერვალი 2021 17:20
0
Ღმერთმა გაანათლოს ბაბუა... Ფესვებმა თავისი გაიტანა და მშობლიურ მიწას დაუბრუნდა ნორჩი ნარგავი...
Segestrya
23 თებერვალი 2021 08:11
0
ბევრი და ბევრზე აქვს დასამტკიცებელი გიორგის, როგორც აქ, ისე უკრაინაში. მგონია თავს არ დაზოგავს და ეს კარგია საერთო საქმისთვის. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, პაპის გარდაცვალების გამო.
100%
23 თებერვალი 2021 07:42
0
მადლობა ბაბუას
გიორგი გორგაძე
23 თებერვალი 2021 06:44
0
მამარდაშვილზე იწერება თუ მოქალაქეობას მიიღებს კარგიაო და გამაგებინეთ ვინაა?
ერთი ვიცი ის მეკარეა ლოკომოტივის ძალიან კარგი ბიჭია და ჩვენია ჩვენ ახალგაზდულში თამაშობს
ჩაკვე კვარა
23 თებერვალი 2021 06:05
2
მარადაშვილი ცესკას ერთერთი ლიდერია რუსეთის ჩემპიონატში ერთერთი კარგი ნახევარ მცველი კარგია დაცვასა და შეტევაში არეშინი აორთაბრძოლების
მოსეხონელი
23 თებერვალი 2021 13:40
1
დაიკიდეს უკრაინაში გაუშვეს კიევის დინამოდან ვორსკლაში და ეხლა მოუნდა ძმას ნაკრები აბა ერთი 18 წლის რო იყო მაშინ გეკითხათ
ირაკლი
23 თებერვალი 2021 03:39
22
კარგია, მაგრამ ყველას რომ მარცხენა ფლანგიდზე უნდა თამაში?: ოქრი, ჭანკვეტაძე, კვარაცხელია...წიტაიშვილი ...ორ ფეხიანი ფეხბურთელები აღარ იბადებიან რომ ორივე ფლანგზე ანდ თუ გინდ შუაში რომ ითამაშონ? ან პოზიციები რომ იცვალონ და დააბნიონ დაცვა ცოტა?
niko
23 თებერვალი 2021 03:00
10
კვარაცხელია,მარჯვენა ფეხიანია,მაგრამ მარცხენათიც აქვს გატანილი გოლი.
სოსო
23 თებერვალი 2021 22:15
0
ჩაკვეტაძე ანუ. არ მაქვს ეს ქართული შრიფტი კლავიატურაზე. გუმანით ვწერ:) 19 ცალფეხა ფეხბურთელი გამოჩნდა უკვე კიდევე მეტი მეგონა იქნებოდა.
niko
23 თებერვალი 2021 18:42
0
ყველა გამოხმაურება
არაა სწორი ასეთ დროს აკრიტიკო ახალგაზრდა კაცი. მიიღო პატრიოტული
გადაწყვეტილება და მორჩა. აღარ უნდა ეხლა ამას ბოდიალი - უკრაინაში არ ათამაშებდნენ და ამიტომო. მოდის და მორჩა ! შენი შვილია
და მოეფერე საქართველო. მკვდარია მანდ სხვა ბაზარი.
ჯეკო
23 თებერვალი 2021 02:59
0
ერთი მხრივ მართალი ხარ ჯეკო
მაგრამ მაინც მიკვირს
ბაბუა მაინცადამაინც უნდა გარდაცვლილიყო შვილიშვილს რაღაც გადაწყვეტილება, რომ მიეღო, რა სანამ ცოცხალი იყო არ იცოდა ბაბუას აზრი?
რატომ გვიყვარს ქართველებს უკიდურესობამდე სიტუაციის მიყვანა და მერე გამოსავალის ძიება.

ახლა ორმაგად და სამმაგად მოუწევს ბრძოლა, თორემ ხომ იცი პირველივე ფეხის დაცდენაზე წამოაძახებენ, სანამ უკრაინელებმა არ დაგახვევინეს არ გინდოდაო.

სხვა აზრი
23 თებერვალი 2021 09:59
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული