ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.
"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.
რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".
გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.
გადაწყვეტილება და მორჩა. აღარ უნდა ეხლა ამას ბოდიალი - უკრაინაში არ ათამაშებდნენ და ამიტომო. მოდის და მორჩა ! შენი შვილია
და მოეფერე საქართველო. მკვდარია მანდ სხვა ბაზარი.
მაგრამ მაინც მიკვირს
ბაბუა მაინცადამაინც უნდა გარდაცვლილიყო შვილიშვილს რაღაც გადაწყვეტილება, რომ მიეღო, რა სანამ ცოცხალი იყო არ იცოდა ბაბუას აზრი?
რატომ გვიყვარს ქართველებს უკიდურესობამდე სიტუაციის მიყვანა და მერე გამოსავალის ძიება.
ახლა ორმაგად და სამმაგად მოუწევს ბრძოლა, თორემ ხომ იცი პირველივე ფეხის დაცდენაზე წამოაძახებენ, სანამ უკრაინელებმა არ დაგახვევინეს არ გინდოდაო.
გისურვებ დაიმსახურო საქართველოს ნაკრებში თამაში, როგორც სათამაშო ფორმით, ისე პიროვნულად!
წარმატებები და კეთილი სურვილები
რაც პატივისცემა მოიპოვეს ფეხბურთელობის დროს, სამწუხაროდ ერთი ათად დაკარგეს ჩინოვნიკობისას!