გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
რას ქვია დიდებულია ასე და ისე გუშინ არ უნდოდა დღეს უნდა ბაბუის სურვილის გამო თვითონ უნდა ქონდეს სურვილი და არა მოვალეობის მოხდით გამო როცა ერთხელ თქვა არა იქ უნდა დაუსვა წერტილი აიწონა-დაიწონა გვაქ ნაკრებში?
ნოდო
22 თებერვალი 2021 23:32
17
... კარგი გენი და ჯიში ჰქონია ნამდვილად!!! დიდი ქართველი ყოფილა ბაბუამისი, აღსრულების დროს ეს რომ დაიბარა!!! უფალმა განუსვენოს მისი სული!!! ფილმი ,, ფესვები” გამახსენდა და მთელ ტანშო მაჟრიალებს, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა დაიბადო ქართველად!!!
დათო
22 თებერვალი 2021 23:24
2
კვარაცხელია იყო ,დედა ყავს კვარაცხელია.
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:39
0
... მადლობა მეგობარო!!! წიტაიშვილი იყო , თუ დედის მხრიდან ბაბუაა???!!! სახელი და გვარი ამ დიდი ქართველის თუ შეიძლება დაწეროთ!!! მადლობა!!!
დათო
23 თებერვალი 2021 00:23
0
ყველა გამოხმაურება
დიდებულია... ეს ბიჭი, ძალიან კრეატიულია და მაღალი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ძალიან გახარებული ვარ. მარცხნივ ხვიჩა, მარჯვნივ გიორგი და შუაში ჩაკვეტაძე... ახალგაზრდული და ძალიან მზარდი პოტენცისს გუნდი გვყავს! მთავარია, სწორი და მიზანმიმართული განვითარება მიეცეს ნაკრებს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
ვახო...
22 თებერვალი 2021 23:19
2
კაცი რომელიც საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილზე აყენებს მე პატრიოტად არ მიმაჩნია. მირჩევნია ჯანომ ვაკომ და კაშომ ითამაშონ და ჯგუფში ჩავრჩეთ ვიდრე ამათი თამაშით მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ. ლიჟბი გავიმარჯვოთ და მიზანი ამართლებს საშუალებას არაა სწორი მიდგომა. მე ისინი მინდა ვისაც მე ვუნდივარ.
semi
22 თებერვალი 2021 23:07
44
მიტო არი ჯანო დასაფასებელი იმას რუსები ეხვეწებოდენ და საქართველო აირჩია ეს კიდე უცდიდა უკრაინელებს რო არ დაუძახეს ახლა მოინდომა საქართველო
დიმა
23 თებერვალი 2021 01:35
6
... პატარა ბიჭია, შეცდომა ყველას მოდის, მთავარია დროზე გააცნობიერო და გამოასწორო!!! აბა ბაბუა როგორ ნერვიულობდა ხვდები???!!! ყოჩაღ, რომ ბაბუის თხოვნას შეასრულებს!!! წარმატებები!!!
დათო
22 თებერვალი 2021 23:30
1
ყველა გამოხმაურება
vismdzimreb ojaxs mogvianebit. cudia rom misi survili ar iyo tavidanve rodesac tviton ityvis aseve mikautadzec . evropaze 21 clamdelebshi kai shetev agveyoleb atu eqneba citaishvils tamashis ufleba kvara cita mika carmatebebi yoveltvis und agvaxsovdes visi gorisani vart sadac ar unda viyot da gavizardot ...
emgranti
22 თებერვალი 2021 22:58
1
ქართულად წერე!
გიორგი
23 თებერვალი 2021 00:17
2
აბა რა.. მიდით ლომებო...საქართველოსთვის!!!..მისი დიდებისთვის!... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!!!!!
ჯიმა
22 თებერვალი 2021 22:52
0
ხოოო, კარგია, სწორეა, ყველა ქართველი საქართველოსთვის უნდა იხარჯებოდეს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა სკეპტიკურად (უფრო სწორედ გაბრაზებულად) ვარ განწყობილი, სანამ კიევის დინამოში იყო და უკრაინელები მის პერსპექტიულობაზე ლაპარაკობდნენ, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდა და უკრაინისკენ იხრებოდა, ეხლა როდესაც ვერ გამოიჩინა თავი და დინამოდან ვორსლაში გაუშვეს საქართველოს ნაკრებშიც მოუნდა, თან ცოტა არ იყოს სასაცილო მიზეზით, ბაბუას უნდოდა თურმე :) მთავარია შენ გინდოდეს მეგობარო!
გისურვებ დაიმსახურო საქართველოს ნაკრებში თამაში, როგორც სათამაშო ფორმით, ისე პიროვნულად!
წარმატებები და კეთილი სურვილები
გიორგი
22 თებერვალი 2021 22:52
8
არმაქვს ამ ბიჭზე დეტალური ინფორმაცია როგორ თამაშობს გამოგვადგება თუ არა და ა.შ. ვინკეე თუ შეგიძლიათ რო დაწეროს დეტალურად როგორი ბიჭია და გამოგვადგება თუ არა
ქართველი
22 თებერვალი 2021 22:52
0
ორი სიტყვით, რომ გითხრა თუ გაიხსნა შეუჩერებელია .U21 ის ფინალურ ეტაბზე მის თამაშებს ვესწრებოდი პოლონეთში,მაგარია რა ,მე ვფიქრობ რომ მას მხოლოდ ის აფერხებს ,რომ ძალიან მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ, მეორე და ,რომ საქართველოში თამაში არ უნდოდა და სამშობლო არ უყვარს ,ეგ სრული ბოდვაა ,ბევრი პრობლემები ქონდა მის ოჯახს ,მარგამ გიორგი პროფესიონალია და თავის საქმეს გააკეთებს ,ათამაშონ ოღონდ ნაკრებში.
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:02
0
ვენაცვალე ბაბუს, მაგარი კაცი
მეგრელი
22 თებერვალი 2021 22:51
0
ძაან მშვენიერია თუ სიმართლეა! მამარდაშვილიც რომ დათანხვდეს უკვე კარგი გუნდი შეიკრიბება. მარჯვენა მარცხენა მცველების ნატურალიზება და გუნდი იქნება ))
beqa
22 თებერვალი 2021 22:50
3
მარადაშვილი
ბაჩი
23 თებერვალი 2021 01:15
1
ეგ ვინაა? :))
გიორგი
23 თებერვალი 2021 00:14
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული