საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ფანჯრის ფარგლებში 2 ტური გაიმართა, რომლის დაწყებამდეც ევრობასკეტის საგზური 11 გუნდს ჰქონ
მოგეხსენებათ, კოვიდ-პანდემიის გამო თითო ჯგუფის თამაშები თითო ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული ბაბლის სისტემით იმართება და E ჯგუფს, მოგეხსენებათ, საქართველომ უმასპინძლა. იმის გარდა, რომ საქართველოს, როგორც მასპინძელსა და პლუს, ჯგუფის ლიდერს, ევრობასკეტის საგზური განაღდებული ჰქონდა, ჩვენს ჯგუფში გარკვეული არაფერი იყო. შვეიცარია, სერბეთი და ფინეთი თბილისში 2 საგზურის გასანაწილებლად ჩამოვიდნენ და შედეგად მიზანს სერბეთმა და ფინეთმა მიაღწიეს. შვეიცარია ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა და ევრობასკეტის მიღმა დარჩა.
ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. მონაწილე 24 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდება და თითო ჯგუფს თითო ქვეყანა – საქართველო, გერმანია, ჩეხეთი და იტალია - უმასპინძლებს. ანუ თითო ქვეყანას ესტუმრება 5 ნაკრები და ჯგუფში მეექვსე მასპინძელი იქნება.
თითოეულ მასპინძელს თითო მეტოქის არჩევის უფლება აქვს. ეს პრაქტიკა იმ წელსვე დამკვიდრდა, რაც ევრობასკეტის მასპინძლობა ჯგუფური პრინციპით – 2015 წლიდან დაიწყო. ფიბამ ეს იმის გამო გააკეთა, რომ მასპინძლებს საშუალება ჰქონდეთ, ისეთი ქვეყნის ნაკრები ჰყავდეთ ჯგუფში, საიდანაც ქომაგები იოლად ესტუმრებიან და ამ გზით როგორც დასწრებადობა, ისე ფინანსური სარგებელი გაიზრდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას გადასაწყვეტი აქვთ, თუ რომელიც ქვეყანა იქნება ჩვენი ეგრეთ წოდებული პარტნიორი და შესაბამისად, ჯგუფის წევრი. საქართველოს ნაკრების დანარჩენ 4 მეტოქეს მარტში დაგეგმილი ევრობასკეტ 2022-ის კენჭისყრა გამოავლენს.
GBF.GE