ესპანეთის ნაკრებთანაც ცარიელი ტრიბუნებით - გულშემატკივრებს სტადიონზე არ შეუშვებენ?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ მხარდაჭერის გარეშე დარჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა:

"პირველი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები; პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) - პირველი აპრილიდან".

ასე რომ, სტადიონებზე მაყურებელთა დასწრება 1-ლი აპრილიდან იქნება ნებადართული და შესაბამისად, 28 მარტს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩს ესპანეთთან გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

თუ რა ტრაგიკული შედეგი
მოიტანა საქართველოს ნაკრებისთვის ცარიელ არენაზე თამაშმა, ამას ჩვენი შეხსენება არ სჭირდება. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ რა განაცხადა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა:

"დიდი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს სახლიდან ვუქომაგოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სახლიდან მხარდაჭერით უარესად არ ითამაშებენ".

ფაქტს აღვნიშნავთ - უარესად ითამაშეს და თან, ძალიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ინფიცირებულს ვეღარ პოულობენ ვერც ქვეყანაში და მით უმეტეს თბილისში.რაღა უნდათ ვერ გავიგე.ნიღბებით და დისტანციით რომ დაესწროს მაყურებელი რადაშავდება? რომელი ყოველ წელს ჩამოდის ესპანეთის ნაკრები თბილისში სათამაშოდ?
ნუკრი
22:59 24-02-2021
5
ანუ გამოდის კობიაშვილი კალაძესთვის ჩივაძესთვის მთავრობის წევრებისთვის შეიძლება უბრალო ხალხისთვის არა უნამოსობა
macbook pro
22:48 24-02-2021
7

სიახლეები პოპულარული