ეროვნული ლიგის მეორე ტურში "დილამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "სამტრედია".
ანგარიში მე-10 წუთზე ღუდუშაურმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე მეორე გოლი ბუღრიძემ გაიტანა.
"დილამ" ჩემპიონატის სტარტზე ორივე მატჩი მოიგო, "სამტრედიამ" კი - ორივე წააგო.
9 მარტს "სამტრედია" "შუქურას" დაუპირისპირდება, "დილა" კი 10 მარტს -"ლოკომოტივს".