იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა - ის პირველ მატჩს საქართველს წინააღმდეგ ჩაატარებს

AutoSharing Option
შვედური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანის" 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

მან ნაკრების მთავარ მწვრთნელ იან ანდერსონთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, ის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში საქართველოსთან და კოსოვოსთან დაპირისპირებაში გამოძახებული იქნება.

ანდერსონი ოფიციალურად შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებს, თუმცა ყველა შვედური სპორტული გამოცემა ერთხმად ამტკიცებს, რომ ზლატანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ უასპარეზია. შვედეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 25 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 36 /
სამწუხაროდ, შვედეთის ნაკრები ზლატანის გარეშეც ადვილად მოუგებს საქართველოს ნაკრებს.
სააკაძე
23:31 07-03-2021
3
რის გამქაჩველები ხართ ტრაბახის გარდა არაფერი არ იცით,და ოცნებებში დაფრინავთ.
gogia
17:36 07-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული