იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა - ის პირველ მატჩს საქართველს წინააღმდეგ ჩაატარებს

AutoSharing Option
შვედური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანის" 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

მან ნაკრების მთავარ მწვრთნელ იან ანდერსონთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, ის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში საქართველოსთან და კოსოვოსთან დაპირისპირებაში გამოძახებული იქნება.

ანდერსონი ოფიციალურად შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებს, თუმცა ყველა შვედური სპორტული გამოცემა ერთხმად ამტკიცებს, რომ ზლატანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ უასპარეზია. შვედეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 25 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 36 /
კვირკველიას ფორმა რომ არ დაეკარგა მართლა აიყვანდა ამას, ტაბიძეც შეიძლება მარა არცერთია კარგ ფორმაში. ლოჩოშვილი ვერ გაქაჩავს. კაშომ გამოცდილების გამო თუ შეძლოს რამე, ბოლო ბოლო ყავს იბრა აყვანილი სან ხოსეში რომ იყო, მარა ეგაც არ არის ფორმაში. ბებერო კანაკავა თუ შეჭამს ამას მარა მეორე სართულზე უძლურია, ხოჭოლავას იმედი მაქ.
შენ იცი, ვილი სანიოლ
06 მარტი 2021 18:22
2
რაფერ არაფერში ბედი არა გვაქვს
სანდრო
06 მარტი 2021 16:51
1
ესღა გვაკლდა
sormona
06 მარტი 2021 16:27
2
მცირე იმედიც კი რაც მქონდა ისიც დავკარგე ამის მერე ასაკს რა მნიშვნელობა აქვს იბრასთვის როცა მაგარ ფორმაში სერიას 14 მატჩში 14 გოლი და დიდ წილად მისი დამსახურება მილანის წლევანდელი კარგი შედეგები ჩვენ ხო არასდროს არ გვიმართლის და რაც ყველაზე ცუდია ახლა დაიტრამვა კიტეიშვილი და ახლა არიან უპრაქტიკოდ ჩვენი ცეტრალური მცველები :((
ჯონი
06 მარტი 2021 14:20
4
იბრაგიმოვიჩის გარეშეც ძალიან გაგვიჭირდებოდა შვედებთან თამაში და იბრასთან ერთად ხო საერთოდ, დაცვის ხაზში პრობლემები გვაქვს, გამოჩნდა ეს იგივე მაკედონიასთან და სომხეთთან და იმათან შედარებით შვედეთი ორი თავით მაღლა დგას!! ვნახოთ სანიოლი რას იზამს, საინტერესოა რა შემადგენლობა გავა მოედანზე, ბურთი თუ არ დავიჭირეთ ცოტა მაინც შვედებთან გადაგვირბენენ, შვედებს გარდა სწრაფი ტექნიკური ფეხბურთელებისა, მეორე სართულზეც ექნება დიდი უპირატესობა ჩვენთან. რეალურად ჩვენი ტოლი მეტოქე არის კოსოვო, ბერძნებთანაც შეიძლება ქულების აღება, აი შვედებთან და მითუმეტეს ესპანეთთან ნებისმიერი აღებული ქულა დიდ წარმატება იქნება.
zaza
06 მარტი 2021 21:49
1
მიქაუტაძე და წიტაიშვილზე გამოაცხადოს ფედერაციამ რომ ჩვენს ნაკრებში ითამაშებენ. რა ვერ დაასრულეს მოლაპარაკება...
ჯიმა
06 მარტი 2021 17:38
4
წიტაიშვილი დაივიწყე გაიტრამვა.
hhh
06 მარტი 2021 23:11
1
ნუ კვებავთ საკუთარ თავს ტყუილი ილუზიებით კოსოვოს თუ მოუგეთ დადებითი ბალანსით 2 მაჩის ჯამში მაქსიმუმია. რაციონალურად სანამ არისწავლიტ აზროვნებას და შეფასებას დაარა ურა პატრიოტობით მანამდე .......
beqa
06 მარტი 2021 17:30
4
როცა იბრაზეა საუბარი იქ ასაკის ხსენება ცოტა უხერხულია ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო უმატებს სად იყო მილანი იბრას მისვლამდე და სადაა ახლა. თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო ცენტრფორვარდია.
მესი და რონალდოს შემდეგ ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია.
საჯარიმოშიც და საჯარიმოს გარედანაც ნებისმიერი წერტილიდან ერთი დარტყმით შეიძლება გადაწყვიტოს თამაშის ბედი და მე არმახსენდება იბრას რეგრესი სადაც უთამაშია ყველგან საუკეთესო იყოო და ახლაც უმაღლეს დონეზეა.
მე ისიც გამიკვირდა რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს 2018 ში.
მამუკა
06 მარტი 2021 17:22
3
ჩვენები თუ ყველა ფორმაში იქნება ჩაკვეტაძეც თუ დაგვემატა, ფლანგებიდან მოულოდნელ შოუს მოუწყობენ შვედებს:) შვედეთი ჩვენთვისა კარგი გუნდი თორემ ევროპის მაშტაბით, საშვალო დონის გუნდია, დანია შვეიცარის დონის გუნდია მეტი არა
გოგა
06 მარტი 2021 18:09
10
"საშვალო" განათლება და ქართული ენის ცოდნა გაქვს,თორემ 10 მილიონიან ჩრდილოეთის ქვეყანას,რომელიც მსოფლიოში უახლესი სამხედრო ტექნიკის მე-4 მწარმოებელი ქვეყანაა,რომელიც განათლების დონის მხრივ ევროპაში მხოლოდ ინგლისს თუ ჩამოუვარდება,რომელიც მოსახლეობის ჯანდაცვის სისტემით ალბათ საუკეთესოა მსოფლიოში,რომელიც სპორტის ზამთრის სახეობებში მსოფლიოს ხუთეულში ნამდვილად შედის,რომელიც ..... ალბათ საკმარისია(მთავარი ალბათ ის არის რომ შენს საყვარელ რუსეთს 300 წელი ხარკს ახდევინებდა).ჩემის აზრით საქართველოსთან შედარებით მრავლად მაღალი მიღწევებიც აქვს ფეხბურთში,როგორც საკლუბო,ასევე ნაკრების დონეზე.ასევე უფრო სახელგანთქმული ფეხბურთელებიც ჰყავდა და ეხლაც ჰყავს.
ცოტა აბდაუბდა გამომივიდა,მაგრამ ასეთ "თვითდაჯერებულ",გაუნათლებელ ქოცებს აღარ ვიცი რა შევაგნებინო.გეყოთ რა ფეხბურთზე,რაგბისა თუ რაიმე სპორტის სახეობაზე კომენტარების წერა( თუნდაც წერა-კითხვის უცოდინარობის გამო),ირბინეთ ბიძინიას 5 შაურიან შეკრებებზე,უკარით თაში კალაძესა და ყაველაშვილ-კობიაშვილებს.
მოკლედ,ამოხვედით ყელში.
ჟორა
07 მარტი 2021 22:33
3
კალაძე დავაბრუნოთ კალაძე ორ თამაშს უეჭველი ითამაშებს:)
Miro
06 მარტი 2021 21:05
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული