ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი ზურა ხიზანიშვილი გახლდათ.

ხიზანიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მარტის თამაშებისთვის ბუდუ ზივზივაძე ნაკრების გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში იქნება.

მისივე თქმით, განიხილება ასევე ბექა მიქელთაძისა და ვატო არველაძის კანდიდატურებიც. ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნულ გუნდს ბევრი კარგი ფორვარდი ჰყავს და გამოძახებული ის იქნება, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია.

ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი მიქაუტაძესთანაც ყველაფერი მოგვარებულია და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვატო არველაძის მოწვევას იმიტომ თუ აპირებთ, ბიძები რომ კარგად თამაშობდნენ, მაგ ლოგიკით მსახიობი მიშა მესხი მოვიწვიოთ, პაპამისმა რომ ითამაშა ფეხბურთი ეგეთი ბევრს არ უთამაშია საქართველოში :)))

ვატო არველაძის ნათამაშები კარგი ფეზბურთი სად ნახა ამ ხალხმა. პოლონეთში თუ თურქეთში? ტეხავს ისევ ეს ძმაკაცობა და ქართულ-ჯიგრული პონტი
პატარა მიშა მესხიც მოვიწვიოთ :))
11 მარტი 2021 23:43
1
თავდასხმაში დიდი არჩევანი გვაქვს? მაგრად ღადაობ ხოიცი... ბუდუ და მიქაუტაძე სხვა თავდამსხმელი მე არ მახსენდება....... რომელ არჩევანზეა საუბარი?
ჰაჰაჰა
11 მარტი 2021 23:23
0
დაიწყეთ ისევ ქართულად ჩახუჭუჭება ?! იმიტომ შეტენეთ ხიზანა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, რომ ვინც გჭირდებათ ისინი გააძვრინოთ ხოლმე ?! არაფერი თქვენ არ გეშველებათ არაააა!!!
S.O.S.
11 მარტი 2021 22:07
2
მიქელთაძის და არველაძის გამოძახება იქნება უნამუსობის პიკი...
Adamiani
11 მარტი 2021 21:49
3
ხომ შეიძლება გულშემატკივრის ჩარევა ამ საკითხში თუ კი ფედერაცია არ კრძალავს უთამაშებეკი ფეხბურთელების გამოძახებას მაშინ მე მაქვს პროტესტი რომ მიწელთაძე და არ ელაძე არ იყვნენ ნაკრებში ამ ეტაპზე
ბაჩი
11 მარტი 2021 21:49
0
ეხლა ეს სანიოლიც უნდათ, რომ თავის ჭკუაზე გადაიყვანონ, რა უნდა ვატო არველაძეს (შოთი უკეთ ითამაშებს) ან მიქელთაძეს ნაკრებში? მით უმეტეს თავდასხმაში დიდი არჩევანი გვაქვსო. არ შეუძლიათ წესივრად მოიქცნენ.
x.x
11 მარტი 2021 20:48
0
იგივე სანაგვეთი დარჩა, აბა ვატოს და მიქელთაძეს რა უნდათ ნაკრებში. ამათ მთლად გაწყვეტილი აქვთ სირცხვილის ძარღვი. რას გეტყვით იცით, მაინც არეულია სიტუაცია და წესიერად მოიქეცით, თორე მოგიწევთ მაგ თბილი სავარძლებიდან ცოცხებით გამოხვეტა. ასე ვატყობ. სტადიონზე რატო არ უშვებთ ხალხს? გინება რომ არ აგიხდეთ? არაფერიც არ გვეშველება ამათ ხელში
ლ.მ
11 მარტი 2021 20:21
5
ეჰ, არ ჰყავს პატრონი გელა ნუგზარაშვილს თორემ სხვებზე ათი თავით მაღლა იდგა სულ
BB
11 მარტი 2021 19:45
5
ბარემ რეზი გამოძახეთ ძმობაში და სიყვარულში. რა იყო, დოსიეს შესავსებად იწვევთ?
: )))))))
11 მარტი 2021 19:39
0
ძალიან დიდ პატივს ვცემთ მთელი ქვეყანა არველაძეებს ამაზე ვთანხმდებით,ბევრი სიხარული მოუტანიათ თუნდ ფეხბურთით და თუნდაც ანეკდოტებით,მაგრააამ????? ვატო არ თამაშობს ყველა ქართველის ყველა წუთს ვამოწმებ მანიაკივით და ალბათ ასე ხართ უმეტესობა ქომაგების,ხოდა ცატო თუ ამხელა კონკურენციის შემტევებში გამოჩდება ის არაფერი თვითონ უნდა შერცხვეს მისი გულისთვის ვიგაც რო დაიჩაგრება და ქვეყანა დაზარალდება,თავის კლუბში არ ათამაშებენ ხალხო იმიტო რო არ ან ვერ თამაშობს ესპანეთს და შვედეთს ვეთამაშებით იმის მაგივრად პოზიტივზე ვიფიქროთ ერთი შტერული გადაწყვეტილება და დაიძაბება გუნდშიც ინტერნეტშიც და რა ეს იქნება კაი,შევიდეს ფორმაში და მობძანდეს კაცო!!!კობი იაშკა უფრო გერმანულად და ევროპულად გთხოვთ რა თქვენი გულისთვის დინამოს ღობეზე რაც მიძრომიალია დამღებრიშვილის ომონის დუბინკაც მომხვედრია გამოფხიზლდით რა ძმებო!!!
Miro
11 მარტი 2021 18:57
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული