ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
კიტეიშვილს და ხოჭოლავას ტრამვები აქვთ და რატომ არიან გამოძახებულები.ან სანაია რატო არ გამოძახა და მერე იტყვიან სასტავს არ აარჩევენ სხვებიო კარგით რა ნამუსი იქონიეთ
gaguuu
16 მარტი 2021 22:34
2
ჩემი აზრით შვედეთთან ეს შემადგენლობა იქნება: ლორია, უშიკაშვილი, კაკაბაძე, ეძგვერაძე, დვალი, კანკავა, კვარაცხელია, შუბითიძე, ასპინძელაშვილი.
მეორე ტაიმში შემოიყვანს მიქაუტაძეს და შათირიშვილს.
16 მარტი 2021 22:29
12
რა თქმა უნდა ამ ეტაპზე ეს სია სფფ ეკუთვნის და გასაგებია, მაგრამ გაუგებარია თუ წინა ხაზს აახალგაზრდავებ, უკან სვლას არა ცართ თუ როგორ.
ოთარი
17 მარტი 2021 09:51
0
მაკარიძე კლუბმა არ გამოუშვა!!არიცით დალოცვილებო და რატომ აკრიტიკებთ?
ინფორმაციას,თუ არ ფლობთ,კომენტარები მაინც წაიკითხეთ.
კვირკველია და ლოჩოშვილი კიბატონო.
უნდა იყვნენ სასტავში.
რაც შეეხება ხოჭოლავას და თუნდაც ოქრის,ბევრი გვყავს ისეთი ფიზ.ძლიერი მცველი ვისაც უახლოეს წარსულში ჩ.ლიგა აქვს ნათამაშები?
გრიგალავა აუთ.
თანაც ახალი მწვრთნელია,პირველი თამაში აქვს,შეხედა კეპების რაოდენობას და დაუძახა გამოცდილებს.
ხიზანას რო ტენით(ნანახიც არ მყავს..)ის 4 დებიუტანტი(ჩვენი ჩემპიდან)ზუსტად ხიზანას კადრი მგონია
აბა სად მოასწრებდა ვილი ამათ საქმეში ნახვას.
ესპანეთი,შვედეთი და ელადელები.....
მდააა სანიოლის ადგილას ყოფნას არ ვინატრებდი
ჰაიაბუსა
16 მარტი 2021 21:51
3
სიაში გრიგალავას რო დაინახავ აზრი აღარ აქვს კითხვის გაგრძელებას.
ხალხმა კიბო და ცე მოიშორა და ეს გრიგალავა რა გახდა
Superman
16 მარტი 2021 21:09
16
ვაისთან შედარებით ვილი მშიშარა არ არის! ეს ოთხ დებიუტანტზეც ეტყობა, რომლიდანაც სამი ვფიქრობ ძირითადში იქნება. უცებ ვერ შეცვლის ნაკრების ყველა ფეხბურთელს! რაც მთავარია გოლის გატანის იმედი ნამდვილად მაქვს! და ამ სამი თამაშიდან ყველას არ წავაგებთ!
ბასკი
16 მარტი 2021 20:50
2
თავდასხმა კატასტროფა, ზოგადად ფეხბურთელების დიდი რაოდენობა კატასტროფა შედეგიც შესაბამისად კატასტროფა იქნება. ფედერაცია მალადეც :(((
ვილი სანიოლი არა იხვის ტოლმა
16 მარტი 2021 20:17
21
Ოქრიაშვილი როდემდე უნდა გამოიძახოონ ნეტავ.ხო ხედავენ რო ნოლია და მეტი არაფერი
buxrika
16 მარტი 2021 18:41
25
ოქრიზე გეთანხმები აფსოლუტურად.პირადად მე მხოლოდ იმის გათვალისწინებით არ გამოვიძახებდი რომ პატივისცემა არ გააჩნია ბომბარდირ თანაგუნდელის მიმართ რომელსაც პენლის დარტყმას არ ანებებს
ბაჩი
16 მარტი 2021 20:59
10
ჭორი მომივიდა ახლახანს.მესის შეუთვლის კლუბის ხელმძღვანელობისთვის,თუ არ გამოშვებით ბარსადან,მოქალაქეობას შევიცვლიო და საქართველოს ნაკრებში ვითამაშებო.რომ ჰკითხეს მიზეზი,უპასუხია რომ საოცარი ქვეყანა არისო, უგუნდო ფუტბალისტებით და 40 წელს მიახლოებული ყოფილი ფეხბურთელებით, უგუნდო მწვრთნელით, აკოწინებენ ნაკრებს ფედერაციაში და ხალხს კიდე რაიმე რეზულტატის იმედი აქვსო.
ჟორა
16 მარტი 2021 18:35
25
მითქვამს და ვიმეორებ, მარტო ის ფაქტი რო "როტორ"-ში ხარ, უკვე უარყოფითად აისახება კარიერაზე. არი მაგაზე ქვევით კლუბები, მაგრამ იქ თამაში ისე დამღუპველი არაა, გირჩევთ "როტორს" თავი დააღწიოთ და სანამ ახალგაზრდები ხართ იმიჯს მიხედოთ. ეს იციან ევროპაში და თქვენ თანაზიარად აღიქმებით კორუფციული სქემებში.
kaxi
16 მარტი 2021 18:27
7
სანიოლმა კი არა ხიზანიშვილმა გამოიძახა ეს ხალხი. სანიოლი ჯიღაურს და გრიგალავას ნაკრებში არ დაუძახებდა
გოგა
16 მარტი 2021 18:19
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული