ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
sistrafe dakarguli kashias, jigaurs da grigalavas ra unda nakrebshi ver xvdebi,roza ar izaxi kverkvelias,gvilias da makaridzes.gulshematkivrebs ufro esmis fexburti vidre amat kvelas)))
qomagi
16 მარტი 2021 16:41
3
როგორც იქნა გვილია, ყაზაიშვილი და კაჭარავა არ გამოიძახეთ. მაგათ რომ ქვილითაიაც მიუმატოთ არ იქნება ურიგო. ნინუა გამოგეძახათ და მიგეცათ შანსი.
David
16 მარტი 2021 16:39
3
არავინაა ღვთისნიერი, რომ სანიოლს ურჩიოს, სანამ ხიზანა და მისი რაზმი არიან არაფერი გვეშველება
???????????????
16 მარტი 2021 16:36
7
კი მაგრამ ვოლფესბერგში მოთხოვნის გაგზავნის დროს გვარები ხომ არ აერიათ? მუდამ ძირითადში ლოჩოშვილია და ამათ გიორბელიძეს დაუძახეს.დდდდდდდ კიდე ბევრი შუტკები გველის ამათგან ვატყობ.დდდდდდდდ
hhh
16 მარტი 2021 16:29
7
ჩემო მეგობარო , მარცხენა მცველი პრობლემა გვაქ და არა ცენტრალური მცველის , ვინები დარჩნენ ვერ ხედავ სიის გარეთ ? , კვირკველია თუნდაც შუა მცველი
ლშა
16 მარტი 2021 17:38
4
იმის ფონზე,რომ შვედეთთან გუნდს ჭირდება ფიზიკურად ძლიერი და ტანმაღალი მცველები ძალიან გამიკვირდა ლოჩოშვილის და კვირკველიას არგამოძახება,მითუმეტეს იმის ფონზე,რომ უთამაშებელი ხოჭოლავა მოხდა განაცხადში,ხოჭოლავა რომელსაც თავად არ ახსოვს როდის ითამაშა ბოლოს შახტარში. ლოჩოშვილი ფიზიკურად ძლიერია,ვოლფსბერგერის ძირითადის მცველია,სათამაშო პრაქტიკა აქვს,პლუს კვირკველია,რომელმაც რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურშიც ითამაშა როტორის სასტარტოში,თან კარგადაც ითამაშა.მათი არ გამოძახებით გამოდის ის რომ გრიგალავა-დვალის ტანდემი ითამაშებს შვედეთთან,ესპანეთთან და საბერძნეთთან. მარჯვნივ კაკაბაძე დადგება,ცენტრში გრიგალავა-დვალი და მარცხვნივ ტაბიძეს დააყენებენ დიდი ალბათობით. უსერიოზულესი დაცვის ხაზი იქნება....ნახევარდაცვას და შეტევას არაუშავს,მეტნაკლებად კარგადაა აქ საქმე,თუ არ ცავთვლით ლეხის სუპერსათადარიგო კვეკვესკირს და კიტეიშვილს,რომელიც როგორ მოხდა განაცხადში ვერ ვხდები.ახალ ტრამვა მოშუშული,უპრაქტიკო ეგრევე განაცხადში შეიყვანეს??რავიცი ... წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!
გიორგი-ბათუმი 97
16 მარტი 2021 16:28
4
მაკარიძეს ძირითადში ველოდი და სულ არ გამოიძახა.დდდ
jjj
16 მარტი 2021 16:22
7
შეეშვით რა. ტიპს ჯერ არ დაუწყია თამაში, უკვე რაღაცეებს უწუნებთ. იმინა საოცარი ქვეყანა ვართ.
დათო
16 მარტი 2021 16:07
11
ეს ჯიღაური ვერაფერს ვერ აკეთებს ნაკრებში და კიდე იძახებენ
geo
16 მარტი 2021 15:49
5
ჯიღაური საქართველოს ნაკრების ლუკას ვასკესია.
პელიდი
16 მარტი 2021 15:44
7
ეგ ჯიღაური რა ჩაუძირავი ავიამზიდი გამოდგა, ყველა მწვრთნელი ნაკრებში რად უძახის, ეგეთი რა ტალანტი აქვს ამ ბიჭს ან იქნებ გამახსენოთ, რომელი თამაში ითამაშა გამორჩეულად კარგად. შემდეგი რაც მაინტერესებს სადაა კვირკველია, ლოჩოშვილი, ყაზაიშვილი?
დათო
16 მარტი 2021 15:39
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული