ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
წყალწაღებული ქვეყნის ნიაღვარწაღებული ნაკრები.
Gogita
17 მარტი 2021 10:58
6
მაკარიძე კლუბმა არ გამოუშვა!!არიცით დალოცვილებო და რატომ აკრიტიკებთ?
ინფორმაციას,თუ არ ფლობთ,კომენტარები მაინც წაიკითხეთ.
კვირკველია და ლოჩოშვილი კიბატონო.
უნდა იყვნენ სასტავში.
რაც შეეხება ხოჭოლავას და თუნდაც ოქრის,ბევრი გვყავს ისეთი ფიზ.ძლიერი მცველი ვისაც უახლოეს წარსულში ჩ.ლიგა აქვს ნათამაშები?
გრიგალავა აუთ.
თანაც ახალი მწვრთნელია,პირველი თამაში აქვს,შეხედა კეპების რაოდენობას და დაუძახა გამოცდილებს.
ხიზანას რო ტენით(ნანახიც არ მყავს..)ის 4 დებიუტანტი(ჩვენი ჩემპიდან)ზუსტად ხიზანას კადრი მგონია
აბა სად მოასწრებდა ვილი ამათ საქმეში ნახვას.
ესპანეთი,შვედეთი და ელადელები.....
მდააა სანიოლის ადგილას ყოფნას არ ვინატრებდი
ჰაიაბუსა
16 მარტი 2021 21:51
3
კირკიტაძეს მეგონა გამოიძახებდა ლოკომოტივიდან
ოთარი
16 მარტი 2021 13:23
3
კარგით რა ბიჭო რა დროს კირკიტაა,კირკიტაა რომ გამოიძახო ვინ უნდა ამოაგდო,კიტე?კვარა?აბურჯანია?შენგელია თუ ლობჟანიძე?რომელზე მაღალ დგას?
ბაჩი
16 მარტი 2021 21:26
0
კაკაბაძე უთამაშებელია და რატომ ან კაშია რატომ . ლოჩოშვილ რატომ არა მაკარიძე რატომ არა . ისევ უთამაშებლები თუ ათამაშეს რა შედეგზე უნდა ილაპარაკო?.. წარმატებები ნაკრებს ნუ დაგვცინით გიპიანი ბიჭებით ახალგაზრდებს მიეცით იმის საშვალება რომ გამოცდილება მიიგონ შვედეთან ესპანეთან .... კვარა მაინც თავის სათქმელს იტყვის და გაგვახარებს
ემიგრანტი
16 მარტი 2021 23:45
1
მე მომწონს ეს შემადგენლობა მაქსიმალურად ის ბიჭები არიან გამოძახებულები ვისაც თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ და გადახალისებულია შემადგენლობა ვინც უნდა იყოს წესით მაგრამ არ არის ალბათ იმიტომ რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ კლუბებში ძალიან მომეწონა რომ ეროვნული ლიგიდან გამოიძახა ფეხბურთელები ეს სტიმულია აქ მოთამაშე ფეხბურთელებისთვის და არიან ისეთი ლეგიონერებიც გამოძახებულები ვისაც ვაისი აიგნორებდა გაუგებარი მიზეზებით წარმატებები ნაკრებს იმედი მაქვს მომავალ თამაშებში სხვებიც დაგვემატებიან ვისაც ახლა ტრამვა აქვს ან უპრატიკოთა ისინიც აღიდგენენ ფორმას ასევე დიდი იმედი მაქვს ამ პერიოდში იქნებ კიდევ ვიღაც ახალგაზრდა გამოჩნდეს როგორც კვარაცხელია და მიქაუტაძე გამოჩნდენ ერთი რაც ვერ გავიგე ისაა რომ ლოჩოშვილი რატომ არ გამოიძახეს იმიტომ რომ ბიჭმა ევროტურნირები ითამაშა და თავის კლუბში სულ ძირითადშია მგონი იმსახურებდა შანსს.
გიორგი
16 მარტი 2021 13:28
5
ბოლო თამაშები კლუბშიც არ ითამაშა ტრამვირებულია.
გიზოგ
16 მარტი 2021 15:09
0
ერთის დამატება მინდა, პირადად ვილი სანიოლს მინდა მივმართო - აუცილებლად, კარგად დააკვირდით ხარაიშვილს! ხშირად არ იძახებდა ვაისი, არადა ეგ ბიჭი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე შეიძლება გახდეს საქართველოს ნაკრების! საოცარი ფეხბურთელია. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა, მგონია რომ ხასიათი აქვს მართალი კაცის, რაც დღეს გუნდში საჭიროა

გადასარევი გიორგი
19 მარტი 2021 02:10
0
Kverkvelia ar aris chamosaweri..makedoniastan dvali chacha ukan tore solomona pandevs ofsaidshi tovebda..solomona mgaria da formashic sheva male
Levani
17 მარტი 2021 11:54
0
ასე არ გამოვა რა, კვირკველია-ლოჩოშვილს ძირითადში ვფიქრობდი და ამან არცერთი არ გამოიძახა. კიტეიშვილი(ტრავმა)-ჯიღაური-პარუნაშვილის გამოძახებას ხარაიშვილი-ნინუა-გვილიას გამოძახება ათასჯერ არ სჯობდა? ეეჰ
Lasha
17 მარტი 2021 11:52
1
მოკლედ თუ რამე შედეგი გვინდა, ეს ძველი უპერსპექტივო და უშანსო ხალხი უნდა მოვაშოროთ ნაკრებს. უთხრატ მადლობა და დაგვანებონ თავი.

დასრულებულია კაშიას, კვერკველიას, ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის სანაკრებო კარიერა.

იმედია ვილი აუღებს მალევე ალღოს სიტუაციას.

მთლიანად ახალაგზრდებზე უნდა დაშენდეს ნაკრები.

ბევრი კრეატიული და მოაზროვნე მოთამაშე გვყავს. არც მთლად ეგრეა საქმე უიმედოდ :)
las
17 მარტი 2021 08:22
2
სადაც ამდენი, ნინუას ადგილი ვერ მოინახა?
ბექა
16 მარტი 2021 13:27
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული