ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
ილუზიებს თუ არ აყვებით არც იმედგაცრუება იქნება
ზორბეგი
17 მარტი 2021 13:11
1
ნეტა ეს სია ვინ დაუწერა?არ იქნება ჩვენი საშველი რა...
rezi
17 მარტი 2021 12:48
2
ცენტრალური მცველების გარდა სხვა რგოლებზე გასაგებია აზრთა სხვადასხვაობა და არი გარკვეული ლოგიკაც, მაგრამ შვედებთან ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ცენტრ მცველები გვჭირდება, სასურველია კარგ სათამაშო კონდიციებში მყოფები, ვინ გვყავს ასეთები? ვინ და - კვერკველია რომელიც ათამაშდა და ცუდად არ გამოიყურებოდა ბოლო თამაშში და ავსტრიაში მუდამ ძირითადში მოთამაშე ლოჩოშვილი, ამ დროს კი ესენი არ გვეყოლება! აბა ვინ გვეყოლება? ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად საუკეთესო ფორმიდან შორს მყოფი კაშია და მოსუქებული გრიგალავა? მეშლება? იქნებ ვინმემ იცოდეთ რატოა ასე?
bs
17 მარტი 2021 12:31
1
ეს მწვრთნელი აქ საფრანგეტში არაფრის გამკეტებელი იყო და მაინც და მაინც ჩვენი ქვეყნის აკრების მწვრტნელუ გახდა.რომელმა ჭკვიანმა ჩამოიყვა ნეტავ
ლევანი
17 მარტი 2021 01:06
7
Gela nugzarashvili sadaa.. Etyoba Ar yavs patroni
Dato
16 მარტი 2021 15:17
5
ეს რა ხდება? თუ ფეხბურთელი "გაყიდული" არ არის, არ არის კარგი მოთამაშე და ღირსი არ არის საქართველოს ნაკრებში იყოს? ეს ახალი მწვრთნელიც დიდი ბედოვლათი ვინმე იქნება, არ ეს მოუტანს სიკეთეს ქართულ ფეხბურთს კოჭებზე ეტყობა!!!
???
17 მარტი 2021 13:14
5
გრიგალავას და კაშიას ადგილზე რომ ვიყო დავისვენებდი ნაკრებისგან. და სანიოლს ასე მგონია დაუწერეს ვინც უნდა ათამაშოს და კიდევ ერთი, არ მიწყინოთ მაგრამ მგონია რომ ფულს ათეთრებენ.
ლუკა
17 მარტი 2021 01:36
2
Ra Makaridze..... Kaci mesame ligashi tamashobs, ra dros nakrebia.... Magram ar mesmis rom Davitashvili ar daudzaxa, albat cud formashia, rotorshic tadarigshi iqo da ar gamovida.
Dato
16 მარტი 2021 16:59
29
ლოჩოშვილმა რა დააშვა შანსაც რომ არ აძლევთ დაცვაში!?
მწრთვნელი
21 მარტი 2021 20:23
0
xalxo datknardit Sanioli,rom naxavs federaziis mier gamozaxebul fexburtelebs sakmeshi egreve 3,4 kazs sanagveshi moisvris da sxvas mizems shemdeg tamshebshi monatileobis migebas!
Master Sporta
17 მარტი 2021 13:02
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული