ახალი სახეებით - ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის, დებიუტი შედგება.

შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს; საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში
რამდენიმე დებიუტანტია: საფრანგეთში დაბადებული, ბელგიური "სერენის" 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე; თბილისის "ლოკომოტივის" 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი; ბათუმის "დინამოს" 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული "ვოლფსბერგის" მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).

მკითხველის კომენტარები / 123 /
ასე არ გამოვა რა, კვირკველია-ლოჩოშვილს ძირითადში ვფიქრობდი და ამან არცერთი არ გამოიძახა. კიტეიშვილი(ტრავმა)-ჯიღაური-პარუნაშვილის გამოძახებას ხარაიშვილი-ნინუა-გვილიას გამოძახება ათასჯერ არ სჯობდა? ეეჰ
Lasha
17 მარტი 2021 11:52
1
წყალწაღებული ქვეყნის ნიაღვარწაღებული ნაკრები.
Gogita
17 მარტი 2021 10:58
6
სასწაული ხალხი ვართ ქართველები))) ჯერ ვითამაშოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები. ზოგადად,თამაში დაწყებამდე არ უნდა წააგო და თავიდანვე ფრეზე ან დიდი ანგარიშით წაგებაზე არ უნდა კმაყოფილდებოდეთ. ის ბიჭებიც ქართველები არიან და ასე ფიქრობენ ალბათ,იმიტო გვაქვს შედეგი უზარმაზარი. მოედანზე უნდა გავიდეთ და მოგებაზე ვითამაშოთ,რას მიქვია ესპანეთი ან შვედეთი,როცა ფეხბურთელი ქვია. არ მითხრათ ეხლა რო რეალის,ბარსას და მილანის ფეხბურთელები არიანო,კიდევ 1000 სისულელე. აგერ რონალდუ ყავდა იუვეს,მარა პორტუმ ათრია,შარშან მფრინავი ლივერპული უოტფორდმა ათრია და რაღა შორს წავიდეთ,ხოჭოლოვას შახტარმა რეალი ათრია. თუ სწორად ვითამაშებთ და ვიბრძოლებთ,მოგებაც შეგვიძლია. გულშემატკივრის ვალი წუწუნი კი არა,გუნდში განწყობის ამაღლება და ბრძოლისკენ მომართვაა. ვინ ითამაშებს და ვინ არა ეგ მწვრთნელის საქმეა. უანაი სიმონათი და კოჭლი რამოსით მოთამაშე ესპანეთის თუ გეშინიათ,მაშინ პორტუგალიაზე ან საფრანგეთზე საერთოდ ჩააიმასაქნით
ჯერ ვითამაშოთ
17 მარტი 2021 10:01
1
მოკლედ თუ რამე შედეგი გვინდა, ეს ძველი უპერსპექტივო და უშანსო ხალხი უნდა მოვაშოროთ ნაკრებს. უთხრატ მადლობა და დაგვანებონ თავი.

დასრულებულია კაშიას, კვერკველიას, ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის სანაკრებო კარიერა.

იმედია ვილი აუღებს მალევე ალღოს სიტუაციას.

მთლიანად ახალაგზრდებზე უნდა დაშენდეს ნაკრები.

ბევრი კრეატიული და მოაზროვნე მოთამაშე გვყავს. არც მთლად ეგრეა საქმე უიმედოდ :)
las
17 მარტი 2021 08:22
2
რასგადაეკიდეთ ამ გრიგალავას? გამოძახებულ მცველებიდან ყველაზე სტაბილურად და ძირითად გუნდში მოთამაშე მხოლოდ გრიგალავა და ტაბიძეააა...
romandro
17 მარტი 2021 01:37
3
გრიგალავას და კაშიას ადგილზე რომ ვიყო დავისვენებდი ნაკრებისგან. და სანიოლს ასე მგონია დაუწერეს ვინც უნდა ათამაშოს და კიდევ ერთი, არ მიწყინოთ მაგრამ მგონია რომ ფულს ათეთრებენ.
ლუკა
17 მარტი 2021 01:36
2
ეს მწვრთნელი აქ საფრანგეტში არაფრის გამკეტებელი იყო და მაინც და მაინც ჩვენი ქვეყნის აკრების მწვრტნელუ გახდა.რომელმა ჭკვიანმა ჩამოიყვა ნეტავ
ლევანი
17 მარტი 2021 01:06
7
ვკითხულობ კომენტარებს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რამდენი ძალით პროფესორი გულშემატკივრები გვყოლია...ეს რატომ არ გამოიძახა,ის რატომ არ გამოიძახა?გამოიძახა და უთამაშებელია?...ხიზანას სიაა,იაშკას სიააა...თქვე კაი ხალხო სანიოლს სად უნდა ენახა ამდენი ნაკრების კანდიტატების თამაში? დაფიქრდით რა ,ვაა დარწმუნებული ვარ სასწავლო რომ მოხდეს და ამ სამიდან ორი ფრე და ერთიც რომ მოვიგოთ,მაინც უკმაყოფილი იქნება ზოგიერთი....ის რომ გამოეძახებინა მეორესაც მოვიგებდითო.....სამწუხაროდ ყველას გამოძახება არ შეიძლება და მოედანძეც მარტო 11 შე შვება შეიძლება ერთდროულად....მე მაინც იმედიანად ვარ და ალბათ მეორე წრისათვის გამოჩნდეს უნდა თუ რა და როგორი ფორმაციის ნაკრები გვეყოლება.....ღმერთი ჩვენსკენ...
ემზარ
17 მარტი 2021 00:46
6
კაკაბაძე უთამაშებელია და რატომ ან კაშია რატომ . ლოჩოშვილ რატომ არა მაკარიძე რატომ არა . ისევ უთამაშებლები თუ ათამაშეს რა შედეგზე უნდა ილაპარაკო?.. წარმატებები ნაკრებს ნუ დაგვცინით გიპიანი ბიჭებით ახალგაზრდებს მიეცით იმის საშვალება რომ გამოცდილება მიიგონ შვედეთან ესპანეთან .... კვარა მაინც თავის სათქმელს იტყვის და გაგვახარებს
ემიგრანტი
16 მარტი 2021 23:45
1
გელა ნუგზარაშვილის გარეშე ამ ნაკრებს ამ შემადგენლობით პერსპექტივა არ აქვს
გიო
16 მარტი 2021 23:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული