ვერდიქტი ცნობილია, კანკავა ესპანეთთან ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ესპანეთთან გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დაგვიდასტურეს.

საფრანგეთის ლიგა 1-ისა და ლიგა 2-ის კლუბები გადაწყვეტილება, რომ არ გაუშვან ფეხბურთელები უცხო ქვეყნებში, ევროპულ სახელმწიფოებს არ შეეხება.

აღსანიშნავია, რომ თავად საფრანგეთის ნაკრებს არაევროკავშირის წევრ ქვეყანაში უწევს ჩასვლა და თამაში. ამიტომ, მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში გადაადგილების უფლების მიცემა არალოგიკური იქნებოდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა უმადური კაცი საცოდავია.როგორ უნდა მოგიბრუნდეს პირში ენა ქართველ ქომაგს,რომ ჯაბაზე რამე ცუდი თქვა.
სირცხვილია
09:15 19-03-2021
2
კანკავას შეტევის პოტენციალი ნულის ტოლია
პპპ123
07:28 19-03-2021
17

სიახლეები პოპულარული