ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო... მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

გუშინ, 21 მარტს, "ანორთოსისის" შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტის ბოლოს 3 შეხვედრაში ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს. მის ადგილს განაცხადში გვილია დაიკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრას გამართავს. ესენი გახლავთ: 25 მარტს შვედეთთან, 28 მარტს ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთთან.

წყარო: legia.net

მკითხველის კომენტარები / 33 /
ბი ვართ გარედან. Რაუნდა კაცო ფეხბურთის თამაშს?! Აბა მოედანზე გავიდეთ რას გავაკეთებ ვნახოთ. Ასე რომ ლანზგვა და ჭკუის სწავლებას ჩვენი საქმე რაცაა ის ვაკეთოთ :ვუგულშემატკივროთ ბიჭებს ბოლომდე. Კრიტიკა რათქმაუნდა საჭიროა, მაგრამ რაც აქ იწერება ეს კრიტიკა კიარა საშინელებაა. Საქართველოს გაუმარჯოს და წარმატებები
Ნიკა
22 მარტი 2021 15:11
5
ოქრის სისწრაფე და ამტანობა დაკარგული აქვს, მაგრამ სათადაარიგოდან თამაშში ჩართვას და შეტევის გაძლიერებას მაინც შეძლებდა. ლოჩოშვილზე უმეტესობას ვეთანხმები, სანახავი იყო. აი კაშიას გამოძახებას კი მგონი გამართლება არა აქვს. ამ ფეხბურთელის პლუსი მხოლოდ პირველი პასია. არ სისწრაფე არა აქვს, პოზიციურ ბრძოლაშიც ხშირად უშვებს შეცდომებს და პერსონალური დაცვაც არ ეხერხება. დვალი, და გრიგალავაც ჯობია, ტაბიძესა და ხოჭოლავაზე რომ არაფერი ვთქვათ. კვირკველია თუ ფორმაშია, ხომ ყველა ჩამოთვლილს ჯობია. კაკაბაძეც ნაკლებად საიმედოა დაცვაში, მაგრამ უძაღლო ქვეყანაშიო, იტყვიან.
emigranti
22 მარტი 2021 14:52
2
უშეცდომო აბა კაშია და გრიგალაავაა და ნახავ რა დღეც დაგვადგება.DDDD
gio-s
22 მარტი 2021 14:31
3
ადამიანის ტრავმა როგორ უნდა გიხაროდეს და არც მიხარია რა სისულელეა მაგრამ მიმაჩნია რომ ოქრის,ყაზაიშვილის დაკიდევ რამოდენიმეს ადგილი არ არის ნაკრებში,მიმაჩნია რომ ხარაიშვილისთვის უნდა მიგვეცა შანსი.
ოქრის კი თავისუფლად შეეძლო თუნდაც ანორთოსისის ლეგენდად ქცეულიყო რომ არა ის მიქარვები რაც ქვილოთაიასთან მოუვიდა,ამას გულშემატკივარიც ხედავს და ასეთი დეტალებიგან ფასდება ადამიანი.
მე პირადად ასეთი ადამიანი ნაკრებში არ მინდა,წარმატებები მას საკლუბო კარიერაში,
ვერ გაიზარდა კაცად ჯერ კიდევ...
ბაჩი
22 მარტი 2021 14:05
5
აი გვილიას გაკეთებული თამაში ნაღდად არ მახსოვს, შენელებული კადრივითაა!
aburjga
22 მარტი 2021 13:40
9
ავსტრიას გაუტანა გასვლაზე და ქულა წამოვიღეთ ვენიდან.D
hhh
22 მარტი 2021 14:51
0
აქ დაწერილი, ოქრიაშვილის და კანკავას დამამცირებელი კომენტარები ჩემთვის გაუგებარია. მესმის, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არ ყოფილან და დიდი კარიერა არ ჰქონიათ, მაგრამ ათი წელი და მეტია საქართველოს ნაკრებში ესენი თამაშობენ და ვინმე თუ იტყვის იმას რომ რომელიმეს თავი დაუზოგავს. თუ გვყავდა და გვყავს ვინმე უკეთესი, მათ პოზიციებზე, გვეთამაშებინა ისინი, აკრძალა ვინმემ? და თუ არ გვყავდა, ამ ბიჭებს რას ვერჩით, რაც შეეძლოთ ის ითამაშეს და არაერთხელ ძალიან მაგრადაც (ზოგჯერ ეს აისახა გუნდის შედეგებზე და ზოგჯერ ვერა). მათი ლანძღვა იმ საბაბით რომ "მოგვბეზრდნენ", გაუგებარია. წამოვიდეს ახალი თაობა და გადავუხდით მათ მადლობას და გავუშვებთ, ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, მაგრამ დღეს რომ ეს ორი კაცი ნაკრებს არაფერში არ ჭირდებოდეს ეგრე ნამდვილად არაა
valderrama
22 მარტი 2021 13:38
3
Wavida magis dro
Vegar darbis..ver ityvi ro ar indomebs-belarustan gaixa imdeni irbina-magram siswrafe dakarguli aqvs..ver aswrebs mcvelebs.amitomac oqri,kazaishvili,jano,kashia,grigalava-am bichebs madloba unda vutxrat da metjer ar gamovidzaxot
Levani
22 მარტი 2021 13:18
1
არავის ტრამვა არ მიხარია ცხადია, მაგრამ ის რომ, ოქრიაშვილი ნაკრებში არ იქნება ცუდი არ არის, ბოლო წლებია მას ნაკრებში კარგი თამაში არ უჩვენებია, არანაირი დრიბლინგი არანაირი გამწვავება.

როგორც ქეცბაიამ ტთქვა "თუ ადგილზე ვიდექი, მეც ვითამაშებ ისე რომ ბურთს არავის ვანახებო, მაგრამ დღეს სირბილი და სისწრაფეა ფეხბურთი".

ამიტომაც არის კვარა ასე გამორჩეული ამხელა რუსეთში, რომ მაღალ სისწრაფეზე თამაშობს და თუ ვინმე მის თამაშებს უყურებს, ნახეთ დაცვაში რამდენს შრომობს,
რუსმა კომენტატორმა თქვა "არ მჯერა რომ ქართველი 20 ცლის ბიჭები საქართველოში დაცვას ასე ეხმარებოდნენო, სლუცკიმ ასწავლა დაცვის დახმარებაო"
და ასეთი სასიამოვნო საყურებელი იყო ჩაკვეტაძეც, იმედია მალე დაგვიბრუნდება.

ქართველი ბურთს რომ კარგავს სხვას ეჩხუბება დროზე დაიბრუნეო, ასეთია ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი და კიდევ ბევრი...
მენტალიტეტი
22 მარტი 2021 13:01
10
გაფიცებ ყველაფერს სიმართლე თქვი, როდის ნახე ოქრიაშვილი გაჩერებული?!
aburjga
22 მარტი 2021 13:39
5
ესეც შუშის ფეხბურთელად ყალიბდება? რა ამბავია ყოველ თამაშში ტრავმის მიღება?!
!!!
22 მარტი 2021 12:58
3
რაღა ყალიბდება ოქრის იმდენი აქვს გადატანილი
ლშა
22 მარტი 2021 13:32
0
ასაკი ალბათ
არდილეს
22 მარტი 2021 13:09
1
სად გვილია და სად ოქრიაშვილი. გვილია საერთოდ ნაკრებში არ არის გამოსაძახებელი.
gio
22 მარტი 2021 12:17
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული