ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო... მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

გუშინ, 21 მარტს, "ანორთოსისის" შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტის ბოლოს 3 შეხვედრაში ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს. მის ადგილს განაცხადში გვილია დაიკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრას გამართავს. ესენი გახლავთ: 25 მარტს შვედეთთან, 28 მარტს ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთთან.

წყარო: legia.net

მკითხველის კომენტარები / 33 /
აქ დაწერილი, ოქრიაშვილის და კანკავას დამამცირებელი კომენტარები ჩემთვის გაუგებარია. მესმის, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები არ ყოფილან და დიდი კარიერა არ ჰქონიათ, მაგრამ ათი წელი და მეტია საქართველოს ნაკრებში ესენი თამაშობენ და ვინმე თუ იტყვის იმას რომ რომელიმეს თავი დაუზოგავს. თუ გვყავდა და გვყავს ვინმე უკეთესი, მათ პოზიციებზე, გვეთამაშებინა ისინი, აკრძალა ვინმემ? და თუ არ გვყავდა, ამ ბიჭებს რას ვერჩით, რაც შეეძლოთ ის ითამაშეს და არაერთხელ ძალიან მაგრადაც (ზოგჯერ ეს აისახა გუნდის შედეგებზე და ზოგჯერ ვერა). მათი ლანძღვა იმ საბაბით რომ "მოგვბეზრდნენ", გაუგებარია. წამოვიდეს ახალი თაობა და გადავუხდით მათ მადლობას და გავუშვებთ, ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში, მაგრამ დღეს რომ ეს ორი კაცი ნაკრებს არაფერში არ ჭირდებოდეს ეგრე ნამდვილად არაა
valderrama
13:38 22-03-2021
3
არავის ტრამვა არ მიხარია ცხადია, მაგრამ ის რომ, ოქრიაშვილი ნაკრებში არ იქნება ცუდი არ არის, ბოლო წლებია მას ნაკრებში კარგი თამაში არ უჩვენებია, არანაირი დრიბლინგი არანაირი გამწვავება.

როგორც ქეცბაიამ ტთქვა "თუ ადგილზე ვიდექი, მეც ვითამაშებ ისე რომ ბურთს არავის ვანახებო, მაგრამ დღეს სირბილი და სისწრაფეა ფეხბურთი".

ამიტომაც არის კვარა ასე გამორჩეული ამხელა რუსეთში, რომ მაღალ სისწრაფეზე თამაშობს და თუ ვინმე მის თამაშებს უყურებს, ნახეთ დაცვაში რამდენს შრომობს,
რუსმა კომენტატორმა თქვა "არ მჯერა რომ ქართველი 20 ცლის ბიჭები საქართველოში დაცვას ასე ეხმარებოდნენო, სლუცკიმ ასწავლა დაცვის დახმარებაო"
და ასეთი სასიამოვნო საყურებელი იყო ჩაკვეტაძეც, იმედია მალე დაგვიბრუნდება.

ქართველი ბურთს რომ კარგავს სხვას ეჩხუბება დროზე დაიბრუნეო, ასეთია ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი და კიდევ ბევრი...
მენტალიტეტი
13:01 22-03-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული