ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო... მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.

გუშინ, 21 მარტს, "ანორთოსისის" შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტის ბოლოს 3 შეხვედრაში ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს. მის ადგილს განაცხადში გვილია დაიკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრას გამართავს. ესენი გახლავთ: 25 მარტს შვედეთთან, 28 მარტს ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთთან.

წყარო: legia.net

მკითხველის კომენტარები / 33 /
შოთა, ბიძიკო, მართლაცდა ბჟუტურობ. მაკარიძის გუნდს აქვს მნიშვნელოვანი თამაშები და ჩვენ არა>? მერე რაში წაგვადგება მაგ გუნდის ლა ლიგაში აღზევება, გამაგებინე ერთი, თუ გგონია მაკარიძეს ათამაშებენ, ეგრევე ახალ მეკარეს მოიყვანენ, ისედაც ხშირად ანაცვლებენ მეორე მეკარეს. ჯერ გადავა კი? ერთი ჩვენ ვინ გვითმობს რამეს? ჩათვალე, რომ მეკარე არა გვყავს. თუ, მაინც ვერ გავალთს პონტია. ვაი ჩვენი ცოდვა.
ლევან მაღლაკელიძე
23:33 23-03-2021
0
ხალხო რა კომენტარებს წერთ, ბოლო წლებში და თუნდაც მას შემდეგ რაც კარგი თაობა წავიდა (ასათიანის მერე), ოქრიზე კრეატიული და ბურთის მცოდნე ფეხბურთელი ვინ გვყავდა? ბოლო წლებში, ვიდრე ჩაკვეტაძის გამოჩენამდე (და ისიც 2018 წლის საშემოდგომო სეზონზე მხოლოდ ჭ კლასის გუნდებთან), თუ რამე დასამახსოვრებელი თამაში და ლამაზი ქართული გოლებია, სულ თორნიკეს ანგარიშზე მოდიოდა, და მაკედონიასთანაც მარტო იყო თამაშში, ბურთის გამგორებელი არ ყავდა თორე ის თამაშიც ჩვენ სასარგებლოდ დასრულდებოდა. ბელორუსთან კვარაცხელია ყავდა მსგავსი და გააკეთეს 7 წუთში თამაში... ადამიანური სისუსტეები და დისციპლინა გასაგებია, მარა მსგავსი პრობლემები გაცილებით დიდ სპორტსმენებსაც ჰქონიათ. არ იმსახურებს ოქრიაშვილი ამ კომენტარებს უბრალოდ... მე მაპატიეთ
Irakli Apkhaidze
18:00 23-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული