მიქაუტაძე: ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ walfoot.be-სთან ისაუბრა:

"არჩევანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის? საქართველოდან უფრო მალე მომმართეს. დიდხანს არ მიფიქრია. შემდეგ ვილი სანიოლმა დამირეკა და ვილაპარკეთ. მითხრა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაკვირდება და ჩემი თამაში მოსწონს. კერძოდ: მობილურობა, უნივერსალობა და გოლების გატანა. ამან გამახარა. მთელი ოჯახი ჩემით ამაყობს. ახლა შესარჩევ ციკლში ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

ჩემი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან რთული მატჩები გველის. როგორ შემხვდებიან თბილისში? არ ვიცი, სიმღერა ძალიან არ მიყვარს.

თავის წარმოჩენის შესაძლებლობა
"სერენში" იჯარით თამაშმა მომცა. ეს არჩევანიც შესანიშნავი სეზონის შედეგია. თითებს ვაჯვარედინებ, რათა ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდეთ და პლეი-ოფში ვითამაშოთ. ბოლო 4 მატჩში ქულების მაქსიმალური რაოდენობა უნდა მოვიპოვოთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
სამაგალითო ახალგაზრდაა. წარმატებებს გისურვებ სანაკრებო და კლუბურ კარიერაში. იმედი მაქვს,რომ მინდორზეც სამაგალითო იქნება...
tngh
23 მარტი 2021 12:13
0
შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი ვარ,მაგრამ მჯერა,რომ შვედებთან მოვიგებთ, მინიმუმ არ წავაგებთ.წარმატებები ბიჭებს!!!
ნუკრი
23 მარტი 2021 10:18
0
გენაცვალე გიორგი, აბა შენ იცი, ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატება გიორგი მიქაუტაძეს და საქართველოს ნაკრებს.
x.x
23 მარტი 2021 09:40
0
მოდი ბიჭო აგერ, ნუ იძაბები, დაგხვდებიან ბიჭები ჯიგრულად და თუ დაიმსახურებ ძირითადსაც გამოკრავ ხელს, მანდაა ჯაბა და მოგხედავს, დალშე კიდე შენზეა დამოკიდებული. შენ გოლი გაიტანე, დაფასება და ყურადღება ჩვენ არგვეშლება ჩემო ძმაო. შვედებთან 20 წუთს ითამაშებ და თუ გამოიჩენ თავს ესპანეთთამ მეტი დრო მოგეცემა. ვილის ვებაზრე და ასეა გადაწყვეტილი. ხიზანა ვარ შჩ.
c
23 მარტი 2021 01:52
9
რო ჩამოვა ფესვებს აყურებინეთ და მიხვდება რომ სწორი არჩევანი გააკეთა.. წარმატებები ჟორჟ
Mose
23 მარტი 2021 00:14
0
ჟორა!!!
aburjga
23 მარტი 2021 06:02
1
მეოთხე ლიგა წარმატებულია ნაკრებში..
rotori
22 მარტი 2021 22:35
62
ჰო, უმაღლესი ლიგიდან დვალიშვილი ჯობია, არა?
მინდია
23 მარტი 2021 00:48
0
კარგად მიგიღებენ,ნუ ნერვიულობ,ყველაფერი კარგად იქნება!!!
კახა ქ.
22 მარტი 2021 21:57
2
რო ჩამოვა ფილმი ფესვები გაახსენდება
ტოტტი
22 მარტი 2021 21:42
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული