სანიოლი: ფრე კარგი შედეგი არ არის - ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ

AutoSharing Option
შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.

ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ. გერმანიაში თამაშისას ვისწავლე,
რომ როდესაც მოედანზე გადიხარ, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იქ მარტო არ ხარ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდები. ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ.

ყველამ იცის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნდა. ასეთი მოთამაშე სახლში არ უნდა იჯდეს, ის მოედანზე უნდა იყოს. ის ყოველთვის ბევრ გოლს იტანდა. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა. მომწონს იბრა, წარმატებულ დაბრუნებას ვუსურვებ, მაგრამ ხვალ მას გაუჭირდება. გოლის გატანის შანსი ამ კვირის ბოლოს კიდევ ექნება".

მკითხველის კომენტარები / 20 /
მომწონს სანიოლის შემართება, სამწუხაროდ ამ შეხვედრას პრობლემებით ვხდებით განსაკუთრებით დაცვის ცენტრში(ხოჭოლავა,კვირკელია)იმედია ბიჭები თავს არ დაზოგავენ და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ.წარმატებები.
gio gio
10:45 25-03-2021
2
მომწონს ვილის საუბარი. ვაისის მთავარი მინუსი იყო ის, რომ მას თვითონ არ სჯეროდა შედეგის და გუნდის პოტენციალის. ვილის, მსგავსი მიდგომით, შეუძლია მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემატოს ბიჭებს, მეტი თავისუფლება მისცეს. ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუმცა მჯერა, რომ მეტ დადებით ემოციას მივიღებთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ.

ეს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ სათამაშო სტილის და ბირთვის ჩამოყალიბებისთვის, შედეგზე წნეხის არსებობის გარეშე, რომ შემდეგ რეალურად ვიბრძოლოთ ევრო 2024-ზე გასასვლელად.
Just Supporter
13:07 25-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული