პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შვედეთთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან 0:1 წააგო.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ
დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძეს გასცდა და 1:0.

სოლნა.“ფრენდს არენა“

შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია


მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარაცხელიამ იქ ითამაშოს სადაც თამაშობს, სირბილი ან ეზარება ან არ შეუძლია, ფიზიკა ფაქტიურად ყველას სჭირდება
kaxa
26 მარტი 2021 01:45
5
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. იგივეს თამაშობენ რასაც ვაისთან თამაშობდნენ
გრიგოლი1408
26 მარტი 2021 01:41
7
აუ ეს კვეკესკირი,ქვილითაია და გვილია გაიტანეთ ნაკრებიდან,გიორბელიძე კარგი იყო,ჩაბრასაც არა უშავდა მთლიანობაში,კვარაცხელიას ცვლილება რა იყო ვერ გავიგე,ბერიძეც კაი მკვირცხლი ბიჭი ჩანს,მთლიანობაში ამ თამაშმა დატოვა ამხანაგურის შთაბეჭდილება,ყველას მისცა შანსი და ყველა გამოსცადა,აუხსენით ეს ოფიციალური თამაშებია
მარაზმი
26 მარტი 2021 01:51
0
არ შეუძლიათ მეტი და თუ გინდა .........
ოეეეეეე
26 მარტი 2021 01:50
0
ქვილითაია საერთოდ რატომ უნდა ათამაშო არ მესმის. კვარა ფიზიკურად ძალიან სუსტია, ეს აბურჯანია რა უბედურებაა, მოკლედ ბევრი ჭე კლასის ფეხბურთელი გვყავს, ხიზანას გუნდია ფაქტიურად და მეტს რას უნდა ელოდო.........
გიორგი
26 მარტი 2021 01:49
1
ძნელია სათქმელად, მაგრამ Ძალიან ცუდი გუნდი გვყავს.
kaxi
26 მარტი 2021 01:49
1
ძალიან ცუდი გუნდი გვყავს. ის რაც გამოგდის " უფასთან" ან "ტამბოვთა" აქ არ Ჭრის.
დომენტის
26 მარტი 2021 01:43
7
მიქაუტაᲫე რისᲗვის ᲩამოიყვანეᲗ?
ვენდი
26 მარტი 2021 01:20
1
აბურჯანიას რატომ არ ცვლის.ან კვეკვესკირი რას აკეთებს. ან მიქაუტაძე და ზივზივაძე რატომღა გამოიძახეს. თუ კვარაცხელიას ტრამვა არ აწუხებს და ისე შეცვლა ხომ საერთოდ გაუგებარია.კაკაბაძეც უფრო შედეგიანი იქნებოდა.
ჯონი
26 მარტი 2021 01:18
1
Aი მე ეხლა ვიკაიფებ.
ZONDERI.
26 მარტი 2021 03:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული