საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ძალიან მკაცრადაც ალბათ არ უნდა განვსაჯოთ, სცნობილი კინოსი რომ არ იყოს, სად ჩვენ და სად თქვენ, თანაც ახალი ეპოქის პირველი თამაში იყო. იყო ხარვეზები, იყო შანსებიც, არ მინუსები ქვილითაიას, აბურჯანიას, ლობჟანიძემაც ვე დაგვამახსოვრა თავი, თუმცა ქვილითაიას პასი რომ მიეცა 0-1 გახდებოდა უეჭველი. ხვიჩა დაგვაკლდა მეორე ტაიმში, ბერიძის გარღვევა კარგი იყო, მიქაუტაძის მეიმედება, ახალწვეულები დებიუტისთვის არ იყვნენ ცუდები, საუკეთესო კი კაშია და ლორია იყო, რომელთა ძალისხმევით მხოლოდ ერთი გაგვიტანეს. ესპანეთი სამწუხაროდ მეორეჯერ არ დაკარგავს ქულებს ალბათ, მაგრამ უნდა ვითამაშოთ თავისუფლად, თუ ამის საშუალება მოგვცეს.
მინდია
26 მარტი 2021 02:12
2
კანკავა რა ნამუსით გაიყვანე ხიზანიშვილო?!
რაგბის ფანი
26 მარტი 2021 02:01
9
კანკავა იყო ზუსტად გასაყვანი. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნამდვილად არ ჰქონდა საუკეთესო თამაში.
????
26 მარტი 2021 15:27
1
მწვრთნელების ცვლა საქმეს ვერ უშველის,ვერა. ბავშვთა ფეხბურთია მისახედი სრული მოცულობით.ეეხ...ბავშვები სადაა...
გივი-გია
26 მარტი 2021 14:56
2
უკაცრავად რუსოფობია ნუ დაგვემართება ხვიჩას გამო იქნებ აცალოთ მასაც..
ისე ჩვენში დარჩეს ეგ კლეასონი თუ ვიღც გადანაჭერაა კრასნოდარის ფეხბურთელია ოქრიაშვილი და ეგ ერთად ჩაირიცხენ თავის დროზე მანდ.
რუსეთი ოკუპანტია მეც ვაფიქსირებ!
ოღონდაც ფეხბურთელები არ ყავს ოკუპირებული:)
ჩორნა
26 მარტი 2021 13:52
1
გამოჩნდა რომ რადიკალურად განსხვავებული მწვრთნელია სანიოლი ვაისისგან.მისთვის შეუცვლელია არავინაა,რაც სწორიცაა,კანკავა ამ ასაკში არც უნდა იყოს შეუცვლელი.ფლანგის მცველებად ასეთ თამაშში დებიუტანტების დაყენებას გაბედვა უნდა.ჩაბრაძემ კი მოინდომა,მაგრამ აშკარაა ამ ეტაპზე კაკაბაძის დონეს ვერ ქაჩავს.ბევრი შეცდომა ქონდა.ქვილითაია დვალიშვილად გადაიქცა.რატომ ათამაშებენ ვერ ვხვდები.შენგელია რამდენჯერაც ითამაშა იმდენჯერ გაამწვავა თამაში და კარგი მომენტი ქონდა.ბერიძეც კარგად შემოვიდა.ყველაზე სუსტები ქვილითაია,ჩაბრაძე,გიორბელიძე და კვეკვესკირი იყვნენ.საერთო ჯამში კლასით აშკარად დაგვჩაგრეს...
Master
26 მარტი 2021 13:34
4
აქ წერენ გაბედული ცვლილებები გააკეთაო სანიოლმა კვარაცხელია რომ შეცვალეს ეს არის გაბედვა? საერთოდ მეორე ტაიმში ერთი მომენტი ჰქონდა შენგელიას სხვა მხრივ იყო უნიათო თამაში და ვერ ვხედავ რაშია გაბედვის ლოგიკა ეცლია კვარაცხელიასთვის მე 2 ტაიმი საერთოდ ის მე 2 ტაიმს თამაშობს ძლიერად მაგრამ ხიზანიშვილთან და სანიოლთან რა უნდა გააწყო აგერაა და ვნახოთ ესპანეთან
მგელი
26 მარტი 2021 10:16
1
კვარა ხო კარგად არის ტოო? და მერე სანიოლი ტოო?
jigari
26 მარტი 2021 02:01
3
ერთად-ერთი ვინც გამოჩნდა ბერიძე იყო. კი ბატონო კვარა კარგია ხოლმე რუსეთის დონეზე, მაგრამ გუშინ?
ჯაბა
26 მარტი 2021 12:42
4
ეს თამაში არ იყო წასაგები ფრე ლოგიკური იქნებოდა!იყო შეცდომები მაგრამ ვფიქრობ რომ მონდომების და კარგი მუშაობის ხარჯზე გვყავდეს ბრძოლისუნარიანი გუნდი ეს შესაძლებელია!!!წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
ნკ
26 მარტი 2021 10:16
1
ფეხბურთელი რასაც ჰქვია, აი ის თუ არ გეყოლა გუნდში, როგორ მოიგებ. ჯიგარი მაგათ არა აქვთ და სირბილით ძალით დარბიან, აბა ჯარიმები შემოიღეთ ოღონდ ჯერ ფეხბურთელებია მოსაძიებელი, ახალი ორი ნომერი ნორმალური იყო, ხოლო დანარჩენი ...........
??????????????????????????????????????????????????????????????????????
26 მარტი 2021 03:26
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული