საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ერთად-ერთი ვინც გამოჩნდა ბერიძე იყო. კი ბატონო კვარა კარგია ხოლმე რუსეთის დონეზე, მაგრამ გუშინ?
ჯაბა
26 მარტი 2021 12:42
4
ამ კაცისთვის ავტორიტეტები და ხელშეუხებლები არ არსებობენ.თქვენი შემოთავაზებული შემადგენლობა იყო რისკიანი და აქ ვერ დაინახეთ? რომელი მწვრთნელი თუნდაც ქართველი შეცვლიდა კვარაცხელიას ჯაბას ან კიდევ ნიკას? ვინ მოუწყობდა ჩაბრაძე გიორბელიძეს დებიუტს შვედეთში? მეორე ნომრად და კედლებით რო არ ათამაშა გუნდი არაა რისკი?
დათო
26 მარტი 2021 12:26
0
gamodi xizan gicani. marto qvilitaiaa avtoriteti imitom atamashebs yvela mwvrtneli
ccc
26 მარტი 2021 14:21
1
კვარაცხელიასთვის უნდა ეცლია თამაში.ერთ ასპროცენტიან საგოლეს მაიც გააჩალიჩებდა.
ჯ. ჩ.
26 მარტი 2021 11:59
8
ხალხო,იქნებ ვინმემ ამიხსნას,ქვილითაიას ნაკრებში რა უნდა?მე ამ კაცის თამაში ვერასდროს ვერ ვნახე!
ქობულეთიდან
26 მარტი 2021 11:57
2
ქოთანში ჩარგულ ხესავითაა, თუ შეეხები იქცევა თუ არა და დგას...გვილიას რეგრესიც ძალიან გამიკვირდა ერთი ზუსტი პასი ვერ გააკეთა.
gurulo
26 მარტი 2021 12:20
1
მთლიანობაში ცუდი თამაში არ იყო, უბრალოდ კლასის ხარჯზე მოგვიგეს. ხიზანიშვილის მწვრთნელობა არ გაიშვას, რა აბურჯანია რის აბურჯანია ტიპი სად იყო ვერ ხვდებოდა, სასიამოვნოდ გამაოცა კაშიას თამაშმა, ბერიძეც ძალიან კარგად შემოვიდა... აი კიტეიშვილი კიდე ძაან სამწუხაროა... გვილია კიდე დიდი ხანია რაც ნაკრების დონე არაა, მიქაუტაძეზე ისეთი რეკლამა იყო რავიცი... კანკავასაც დიდი მადლობა მაგრამ დაგვიბერდა, უკან პასის გარდა შეიძლება წინაც წახვიდე.
Musenbezi
26 მარტი 2021 11:34
2
იქნებ ჯობდეს ლორიას გარდა ყველა 28-30 -ის ზევით ვინც არის გავაცილოთ და ახალი გუნდის მშენებლობა დავიწყოთ? ასე პერსპექტივა და იმედიც არ არსებობს...
გიორგი 50
26 მარტი 2021 11:29
1
რისკიანი თამაშია როცა 2 საყრდენს მოხსნის და 2 შემტევ ნახევარმცველს შეუშვებ. ძალიან გთხოვთ დაბეჭდეთ!
alexandre
26 მარტი 2021 11:19
0
გოლის გამტანი 85-ე წუთამდე არ ყავდა ნაკრებს და რაზეა საუბარი. კვკვარას, ოქრის, ჩაკვეტაძის, კაკაბას გარეშე ნულია ნაკრების ფასი.
ასა
26 მარტი 2021 11:14
4
ქვილითაია, ლობჟანიძე, კვარაცხელია - ესენი არ არიან გამტანები? შეუძლიათ თუ არა მეორე საკითხია. პაიჭაძე, კალოევი, ბარქაია, გივი ნოდია, მეტრეველი, შენგელია, შოთი - აი მთავარი გოლის გამტანები ქართული ფეხბურთის ისტორიაში. მაპატიე, მაგრამ ბ-ნი სიომას და შოთის გარდა, აქეთ არავინაა. ბარქაია ცოტა შეუძლოთაა, მუხლებში უჭირს, ვერ შეძლებს. შოთის მშობლებს ვიცნობ, შევეხვეწები, იქნებ დაიყოლიონ სათამაშოდ. სხვა ვერ დაგეხმარები ვერაფრით.
alexandre
26 მარტი 2021 12:18
1
უბრალოდ შვედებმა არ მოინდომეს ზედმეტი. თუმცა ამისთვის კინაღამ დაისაჯნენ. კვარა გამოსაცვლელი იყო. ხალხო თუ გინდათ ეგ ბიჭი მაგარი დადგეს, არ არის საჭირო ზედმეტი ქება დიდება. შვედების ნახევარდაცვა პირველ ტაიმში რამდენჯერმე ჩავარდა შეტევისას, სამწუხაროდ ჩვენებმა ეს შანსი გაანიავეს. ან კვარა მატაობდა, ან ყველანი პასს აგვიანებდნენ. აბურჯანიას მაგალითი შეიძლება განვაზოგადოდ, თამაში ესმის, ხედავს, მაგრამ სანამ ბურთს დაამუშავებს სიტუაცია განმუხტულია. ანუ ჩვენები თვითონ ზედმეტი მოძრაობების გამო, თამაშს ვერ ამწვავებენ. მოკლედ, პირველი თამაშის მერე, ნათელია, სადაც ვიყავით იქვე დავრჩით.
pesimisti
26 მარტი 2021 11:05
4
შვედეთის ნაკრები არაფერი გუნდი არ არის. ამ შემადგენლობით და ამ თამაშით ჯგუფიდან ვერ გავა!
aburjga
26 მარტი 2021 10:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული