სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
ვინც ცუდად ითამაშა ეს იყო გვილია სხვები ყველა ნორმალური იყო მეორე ტაიმში. კვარაცხელია ვერ იყო თავის სიმაღლეზე ბერიძე გაცილებით უკეთესი იყო მის პოზიციაზე.ასე რომ აცალეთ მწვრთნელს თავისი საქმე და გამოვა რაღაც
დდ
26 მარტი 2021 12:10
6
ბერიძემ გამაოცა! უძლიერესი თამაში აჩვენა!
aburjga
26 მარტი 2021 14:04
1
ძალიან კარგი მწვრთნელია, შესანიშნავი თამაში აჩვენა ნაკრებმა პირველი 30 წუთი, ორი ასპროცენტიანი შანსის განიავებას ვინ გაპატიებს დღეს? ქვილითაიას რა უნდა ნაკრებში?! ერთი გოლი მაინც რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში იქნებოდა, სივრცეები გამოჩნდებოდა. პრესინგის და პოზიციური თამაშის დროს რა მომენტები შევქმენით, მაგრამ რად გინდა, ქვილითაია დაბორკილივით დარბის, მე მომეწონა სანიოლის სტილი, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი თამაში იყო, მე მჯერა ამ ნაკრების და ამ მწვრთნელის.
q
26 მარტი 2021 12:07
3
ახალგაზრდები მომეწონა. კარგად, ვაჟკაცურად ითამაშა გიორბელიძემ, ეგ ბიჭი ჩემის აზრით დასატოვებელია, კარგი იყო მარჯვენა მცველი ჩაბრაძე, ოღონდ, სამომავლოდ,რაღაცეებზე უნდა იმუშაოს, ეს რა ჯანდაბაა პასი ვერ გააკეთა წესიერი, ისევე როგორც სხვებმა ვერ ივარგეს ამ კომპონენტში, ყველა აუტი მოწინააღმდეგეს ჩააბარა. ხედავ ვერ ღებულობენ ბურთს, წინ მაინც გადააგდე, ყველა აუტი პოტენციალური საფრთხე იყო ჩვენთვის... მერე უკან პასაობა, ეს რა ჯანდაბაა, დაგვიხეთქეს გულები, წინა გადააგდე რა ბურთი, ხო ხედავ ლორიასაც, ხანდახან ტვინი უბნელდება და იბრაჰიმოვიჩთან მატაობას იწყებს, ეს რა გააკეთა, იმ კახელი მეკარესავით ტინგიცი რო დაიწყო,,, ორ ბურტს მაგარს აიღებს, მაგრამ ისეთ რამეს გააკეთებს, რომ აგატირებს, ერთ წამში ყველაფერს წყალში ჩაყარის, მოკლედ... ჩემის აზრით, მეკარე, ნომერი ორი მაინც, მაკარიძე უნდა იყოს...ლობჟანიძე, მჯერა, მომავალში გაიხსნება... რაც შეესხება ქვილითაიას, შე დალოცვილო, ხედავ ისედაც მძიმე თამაშია, მომენტებს თითქმის ვერ ქმნი, ერთი გადმოგვხედა ღმერთმა, რატომ "ღორობ" (ასე არ იტყვიან ხოლმე პარტნიორს ბურთს რომ არ გადააწოდებენ), გაუკეთე რა პასი ლობჟანიძეს (ყველაზე ნაღდი მომენტი დაიკარგა)... კვეკვესკირი, ეს საოცრება, რას ტრიალებდა ციბრუტივით, რომელი რიველინო ეგ არის, ვერ გავიგე... მე მგონი მაგის დაკარგულ ბურთს მოყვა გოლი...ბერიძეც არა უშავს შემოვიდა... დვალი, მაგის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშები მახსოვს, კარგად მატაობდა, პასიც უვარგოდა, ძაან აგრესიული იყო...ახლა რა მოსდის,,,მიქაუტაძეც ვფიქრობ მომავალში უკეთესად გაიხსნება,,,აბურჯანია მხოლოდ ესპანეთში ურტყამს კარის მიმართულებით, როგორც, ჩანს... კიტეიშვილსაც ფორმაში შესვლა სჭირდება,ისევე როგორც შენგელიას... რა ვიცი, მე მგონი ნაკრებში არაბიძეს და დავითაშვილსაც უნდა მიეცეს შანსი... არაბიძე, უთამაშებელიც კი, დარწმუნებული ვარ, ყველაზე პროდუქტიული იქნება...სად არის ლოჩოშვილი ან ბერიშვილი თუ არ ვცედები (როტორში რომ არის), მასაც კარგი მონაცემები აქვს...ისე ამ წაგებების სერიით დავიღალეთ... რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, ქართველებმა ვეცით შვედებს პატივი, რომ ასეთ უნიათოებს დედა არ უტირეთ...ხალხო, დაიხსომეთ, იბრამ უნდა ილოცოს რომ კოსოვოს გადაურჩეს...რავი, სანიოლიზეც რა ვთქვა... ისე ამ პენსიონერმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა არ გამოგვისვეს...მაკედონიასთანაც იმ 120 წლის ფეხბურთელმა არ გაგვიტანა? ვაი, ვაი, ვაი, რა გვეშველება გეკითხებით მეორე " სამო მუშკეტერო" - კობიაშვილო, მუჯირო, იაშვილო...
kachalini
26 მარტი 2021 11:58
5
ქვილითაიას არ უღორია! კარგად ვნახე ის მომენტი. იმ პასის ნორმალურად გაცემა იქ გოლის გატანაზე უფრო მარტივი არ იყო, შვედი მცველი მორბოდა ქვილითაიას და ლობჟანიძეს შორის! რაც შეეხება გოლი რომ ვერ შეაგდო ძალიან მეწყინა, მაგრამ მესი რომ მესია ხანდახან იმასაც ვერ გააქვს! გაიხსენეთ ამ ბოლოს კრიტიკულ მომენტში პსჟ -სთან პენალტი როგორ ვერ გაიტანა?! კარგი ბიჭია ქვილითაია და ამ უზომო შეურაცხყოფებით ფეხბურთის თამაშს თავს ნუ დავანებებინებთ!
aburjga
26 მარტი 2021 14:13
8
ხვიჩა გულშემატკივრებს შეგვინახა დაუღლელი.იფრენს ესპანეთთან!აი ნახავთ
დჭ
26 მარტი 2021 11:56
1
ქვილითაია თამაშამდე დაღლილს ჰგავდა თუ მომეჩვენა? ზოგადად მაგ ფიზიკური კონდიციის მოთამაშე არ უნდა ათამაშო ნაკრებში. კუნთის ნასახი არ აქვს ფეხბურთელს!
გიორგი
26 მარტი 2021 11:55
0
უბრალოდ ქვილითაია და გვილია რომ არ გამოიძახონ ყველაფერი კარგად იქნება
ვაისი
26 მარტი 2021 11:51
1
1.ჩემი აზრით კვარა არ უნდა შეეცვალა.
2.კვეკვესკირი,აბურჯანია და ქვილითაია მინიმუმ სკამზე და მაქსიმუმ ჰაიდა ნაკრებიდან ფორმაში შესვლამდე.
3.განაპირა მცველები მომეწონა.
4.მეორე ტაიმში სანიოლმა დასაწყისიდანვე დაიწყო ტაქტიკის შეცვლა, რაც არ ქონდა ვაისს.

მივცეთ დრო ამ ადამიანს
დათო
26 მარტი 2021 11:27
2
კვარას მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს ნაკრებში, ვისაც გაქცევა და შექმნა შეუძლია მომენტების ის გაგყავს ახსენი მაინც რატომ ქენი ?! ეს საქართველოს ნაკრებია და საქართველოს მოსახლეობის უნრავლესობას მიაჩნია რომ კვარაცხელიას გაყვანა იყო უგუნური გადაწყვეტილება, რა არ მოგეწონა კვარასი? ქვილითაია ერთიერთზე რომ გაიყვანა, თუ რამოდენინე კაცის. მოტყვილება! მერე კიდე გამოიყვანე მიქაუტაძე დროზე რას ელოდები ხედავ რომ ვერ თამაშობს წინახაზი
Lasha
26 მარტი 2021 11:26
7
ესპანეთთან ბუდუ იქნება ძირითადში
wbc
26 მარტი 2021 11:12
0
ქვილითაიას და აბურჯანიას ძირითადში აღარ დააყენებს შემდეგში.ბოლომდე ამიტომ მისცა თამაში. აბურჯანია შეიძლება აღარც გამიძახოს.ასე მგონია
დათო
26 მარტი 2021 11:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული