სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
კვარაცხედლია, კანკავა იმიტომ შეცვალეს რომ 3 დღეში ესპანეთთან გვაქვს სათამაშო, ძალები უნდა გადავანაწილოთ. მიქაუტაძე მეტ დროს იმსახურებს, ზივზივაძე მინიმუმ შანსს. ქვილითაია მაღალქუსლიანებით თამაშობდა თუ რატომ ვერ გაიტანა 1000%-იანი შანსი?
ქუთაისელი
26 მარტი 2021 11:06
1
სამ პასს ვერ აკეთებთ ზედიზედ კუთხური ისე მაგრად გაათამაშეთ ლორიასთვის ბურთის დაბრუნება გახდა საჭირო. ორივრეალური მომენტი გცქონდა და დაბბალი კლასის გამო ვერც ეგ გამოვიყენეთ რა გაიმედებს ვილი ჩვენც გაგვაგებინე ერთი
912
26 მარტი 2021 11:02
5
მწვრთნელმს ფეხბურთელი ხუთი თითივით უნდა ჰყავდეს შესწავლილი და ყველას შესაძლებლობა იმაზე უკეთ უნდა იცოდეს, ვიდრე თვითონ ფეხბურთელმა იცის. სანიოლს კი ფიზიკურად ფეხბურთელები 2-3 დღის წინ გააცნეს. მართალი გითხრათ შთაბეჭდილება დამრჩა, შვედები შესაძლებლობის 70%-ზე მეტს არ თამაშობდნენ. მიუხედავად ყველაფრისა ასეთი თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ (შედეგით კი არა).
ჟორა გაბრიჭიძე
26 მარტი 2021 11:02
3
ვინმემ გამაგებინეთ ხვიჩა რატო შეცვალა?
კრაზანა
26 მარტი 2021 10:48
12
თვითონაც არ იცის, აი მაგაზე პასუხი თუ მოეთხოვა ცოტა აზზე მოვა
.
26 მარტი 2021 11:29
4
ერთი ქართველი ჟურნალისტი როგორ არ ესწრებოდა კონფერენციას რომ კვარაცხელიაზე კითხვა დაესვა, ან როცა ხედავენ რამხელა ინტერესია ამ კაცის მიმართ და გვაინტერესებს ცვლილების მიზეზი ვინმე გამოვიდეს ნაკრების ან ფედერაციის პრესცენტრიდან და გააკეთონ განცხადება
მოსე
26 მარტი 2021 10:46
3
ანუ რას ამბობს, ასე წაგებებით თუ გავაგრძელებთ კარგი მომავალი გვექნება. ყველა მოთამაშით კმაყოფილია და ამაყობს. საოცარი მწვრთნელი დანიშნეს რა
gio
26 მარტი 2021 10:42
14
Kvaracxelia shesacvleli iyo da shecvala kidec araferi gauketebia mteli tamashi....kvilitaias saertod ra unda pexburtshi rato cvalobs es bichi...
Martali
26 მარტი 2021 10:29
9
kvaracxeliam tavad itxova shecvlao...cudad ugrdzvnia tavi...tavbrus xveva qonia da amitom shecvales...
romandro
26 მარტი 2021 10:27
3
წაგებით კმაყოფილი როგორ უნდა იყო ამას ვერ ვგებულობ. შეტევაში ერთი კაცია ვისაც რაღაცის შექმნა შეუძლია, თამაშს აგებ და ამ კაცს ცვლი. ვერც ამას ვიგებ. დანარჩენი ახალი არაფერი ყოფილა, ძველი კინო ვნახეთ.
1
26 მარტი 2021 10:06
6
ძალიან მაგრად ითამაშეს ბიჭებმა განსაკუთრებთ მინდა გამოვყო ქვილითაია,ბოლომდე იბრძოლა,დიდებული რეიდები შეასრულა,ერთი რახეც აქვს სამუშაო ცოტა სისწრაფეს თუ მოუმატებს და კარში ზუსტ დარტყმებსაც გამოასწორებს,საუკეთესო თავდამსხმელი დადგება,ქვილითაია არ უნდა გამოეცვალათ,მინდა ავღნიშნო გვილიას დიდებული თამაში, კაშიაც ძალიან მაგარ ფორმაშია,ფაქტიურად იბრაგიმოვიჩს არ მისცა გაქანების საშუალება და შვედები იძულებული გახდნენ გამოეცვალათ, ჩაბრაძე ცალკე აღნიშნვის ღირსია დიდებულად ჩაატარა მთელი თამაში,მოკლედ ძალია კარგად ითამაშეს,დიდი მადლობა ეკუთვნის სანიოლს და ფედერაციასაც ასეთი კარგი მწვრთნელის მოყვანიათვის.
jaba
26 მარტი 2021 10:03
20
მაგარი, დიდებული და საუკეთესო უნდა ჩაანაცვლო შესაბამისი ანტონიმებით, ისე ცენზურას ვერ გაივლი
jaba ivans
26 მარტი 2021 11:50
1
მართლა გჯერა რაც დაწერე თუ "დიდებულად" სხვა რამე იგულისხმე :).
ivan
26 მარტი 2021 11:27
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული