სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
მოვიგეთ?:))
gurulo
26 მარტი 2021 13:31
3
აშკარად ხიზანიშვილის ხელი ფათურობს ნაკრებში... აცადეთ ამ ადამიანს თავის საქმეს თვითონ მიხედოს.დარწმუნებული ვარ ესპანეთის წინააღმდეგ სულ სხვა ნაკრები გამოვა მოედანზე...
ტორპედოელი
26 მარტი 2021 13:27
2
ფეოლას და ერერას ძახილი არ დაუწყოთ, ახლა
1
26 მარტი 2021 13:22
0
საერთოდ ვერ ვხედავ ოპტიმიზმის საფუძველს, მორიგი საშინელი თამაშით გავხსენით, მორიგი საშინელი ციკლი.
კვარა
26 მარტი 2021 13:01
20
კანკავას მიმართ დიდი პატივისცემისა, ნაკრებს უნდა შეეშვას. გვილიას და ქვილითაიას ფეხბურთის თმაში უნდა აუკრძალო.
xvicha
26 მარტი 2021 12:58
5
კანკავას თავდასხმაში დავაყენებდი, ყოველ შემთხვევაში ვცდიდი. გვილიას კიდევ გამოიყენებს კაცი, აი ქვილითაიაზე კი აბსოლუტურად გეთანხმები. ისე კვარაცხელიას გაყვანა ლოგიკური იყო მაგრამ ცოტა ნაადრევი. 10 წუთს კიდევ ვათამაშებდი
გრიშა
26 მარტი 2021 14:04
3
ე.წ. ბირთვს მადლობა და ნახვამდის! კოსმეტიკამ არ გაამართლა, რადიკალური ცვლილებებია გასაკეთებელი. 4-5 ახალგაზრდას გარდა, "ხელშეუხებელნი" НА ВЫХОД!
ლაშა
26 მარტი 2021 12:54
4
თამაში მომეწონა!

ვფიქრობ ლობჟანიძის ტექნიკურობა და სისწრაფე მაქსიმალურად გამოსაყენებელია! რომელიც კვარას კარგად შეუთამაშდება და ტემპშიც აყვება.

იგივე შემიძლია ვთქვა შენგელიაზეც, იცის როგო და როდის უნდა დაარტყას კარში.

ყოჩაღ დებიუტანტებს
Biannkoneri
26 მარტი 2021 12:52
1
რამდენი ადამიანი ვითხოვთ, გაუშვით ქვილითაია ან შეცლაზე ათამაშეთ ბოლი 5 წუთი. კვიპროსში ბევრი გოლი გაიტანაო, 80 % სხვისი მოპოვებული პენალტები გაიტანა და ელოდეთ სანამ ნაკრებში ვინმე პენალტს არ მოიპოვებს. ყაზაიშვილი არ დააბრუნოთ კუნძების დრო უნდა დამთავრდეს.
David
26 მარტი 2021 12:43
1
ქვილითაიაას მაგივრად მიქაუტაძე უნდა დაეყენებინა.არ დააყენა და ნახეთ რაც ქნა პასი გაეკეთებინა ლობჯანიძეზეე გოლი იქნებოდა
შმაგი
26 მარტი 2021 12:25
0
დაცვის ყველა რგოლმა საშუალოდ მაინც ითამაშა, კაშია იმაზე კარგ ფორმაში ყოფილა ვიდრე ველოდით. ყველაზე დიდი პრობლემა ნაკრებს მაინც ნახევარდაცვაში აქვს, რაც ყველაზე მთავარია ნებისმიერი გუნდისთვის. ნახევარმცველი რომ ხარ , სწრაფად უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს და არა კვეკვესკირი რომ უნდება ერთი წუთი გარკვევას, ვინ სად დგას ან კანკავა თუნდაც. ამიტომ, მგონია, კიტეიშვილი უნდა იდგეს ცენტრში შესაძლოა ჩამშლელად არ ვარგა , მაგრამ უფრო სხვარტი აზროვნება აქვს მოედანზე. აბურჯანიაც ცუდი იყო გუშინ, მაგრამ მგონია ცოტა არასწორი როლი ჰქონდა მოედანზე, არ არის ეგ წინწაწეული მორბენალი ნახევარმცველი, უფრო უკან მდგომი საყრდენია და ამიტომაც უფრო გაუჭირდა.
ის
26 მარტი 2021 12:22
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული