სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
მე ვფიქრობ რომ მიქაუტაძე ყველას აჯობებს თავდასხმაში კარზე დაგეშილი ფორვარდია
დიმა
27 მარტი 2021 02:59
0
ასე იქნება მანამ სანამ უცხოური გვარსახელების გაგონებაზე პროვინციულად გაჟრიალებთ.
27 მარტი 2021 00:11
2
სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება,,,,,,,,,,დააწყებინეს უკვე მოწევა???
FEOLA
26 მარტი 2021 19:48
2
ჩემი აზრით ამ ნაკრების მწვრთნელი რეალურად ხიზანა და არაა სანიოლი მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს კაცი უბრალოდ სახეთ არის მოყვანილი რეალურად გადაწყვეტილებებს ხიზანა იღებს სიაც მაგის შედგენილია ფეხბურთელების და ხიზანა კარტანოხბდა თამაშის დროსაც ფეხბურთელებს და ვარჯიშებზეც ხიზანა იყოო და ბარემ პირადაპირ ხიზანა დაენიშნათ ეს კაცი რისთვისღა ჩამოყვანეს ვერ გავიგე.
გიო
26 მარტი 2021 15:15
25
და რატომ ფიქრობ ეგრე? სანიოლზე დიდი ფეხბურთი ითამაშა ხიზანამ? სანიოლს რა ჭირს სამაგისო რომ მას ამოეფაროს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
28 მარტი 2021 00:52
0
არ მომწონს სანიოლის სახე რაღაც მთავარის არ ეტყობა ნეტა ვინაა მთავარი მწვრთნელი ? ისე რა გვაქ სალაპარაკო 40 წლს კაცები გვიგებენ მაშინ პანდევმა გუშინ კი იბრამ გააკეთა მოგება. მერაბ მეგრაელაძის ძველი კადრები თუ არსებობს აჩვენეთ ნაკრების ბავშვებს და ასკიც მიუთითეთ.კვარაცხელიამ როდის უნდა გაიბრწყინოს თუ ვაცადოთ სანამ გიბრალტარს არ შვხდებით?
zurabi
26 მარტი 2021 14:36
25
დადებით რაც დავინაახე ისაა, რომ დაცვის მარჯვენა ფრთაზე მარტო კაკაბაძის იმედათ აღარ ვართ კონკურენცია იმედია ორივეს წაადგებათ, მარცხენა მცველივ გვეღირსა და იმედია თავის გუნდში პრაქტიკა ექნება, კიდევ ერთხელ გამოჩნდა შენგელიას პოტენციალი ამ ბიჭმა და მისმა აგენტებმა მკაცრად უნდა დაუსვან იმ თურქულ კლუბს საკითხი ან ათამაშონ ან გაყიდონ. ბერიძემ ერთხელ მიიღო ბურთი და სასწაული რაღაც გააკეთა მეტი პასი რატომ არ მსცეს ვერ გავიგე, კვარაზე ოფიციალური ითქვა რამე? თუ ტაქტიკური მოსაზრებით შეცვალა? თითქოს თავბრუსღვევა იგრძნოო მარა ოფიციალური კომენტარი ვერსად ვნახე.
jjj
26 მარტი 2021 14:34
0
ნააგდი ევროპული ტაქტიკური და კობინაციური ტამაში იტამაშა ნაკრებმა, სწრაფ ტამაში და პასებს ცდილობდენ, ბევრი ახალი ფეხბურტელი იყო, ჩ
ვენ შემტევი ფეხბურტს კაზახისტანტან და მაგნაირ გუნდებტან ტუ ვიტამაშებტ, შვედეტის ნაირ გუნდებს ტაქტიკურად უნდა ვეტამშოტ, შვედეტი ჩვენ საჯარიმოში ტავისუფლად შემოდიოდა, ჩვენ გვიჩირდა ბურტის მალე წარტმევა და იმატ საჯარიმოში შესვლა, ფიზიკურად გვაჯობეს, ტექნიკიტ გავდივარრტ ფონს და უნდა გამოვიყენოტ ეს ტრინერი ევროპული ტაქტიკა კომბინაციურ ტამაშს ასწავლის ბიჩებს.
simartle
26 მარტი 2021 14:29
6
დიდი ხანია ნაკრები განახლებას საჭიროებს (ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს და ახალი გუნდი მაინც გავაკეთოდ). ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მიეცეს, მიქაუტაძეს, კიტეიშვილს, შენგელიას, ბერიძეს, ზივზივაძეს, ჩაკვეტაძე იმედია ფორმაში შევა, ლოჩოშვილს და ნინუასაც უნდა მიეცეთ შანსი... ქვილითაიას რატომ ათამაშებენ ძირითადში გაუგებარია.
ქომაგი
26 მარტი 2021 14:13
0
ჩვენებსაც თურმე შესძლებიათ მოწინააღმდეგის მოედანზე პრესინგი ( ან პრესინგის მცდელობა) ეთამაშათ და ბურთი დაცვიდან პასებით გამოეტანათ და ჰარი ჰარალოზე არ მოეშორებინათ. ამ თამაშით ერთა ლიგის ფინალში მაკედონიას უშანსოდ დავამარცხებდით.
sssssss
26 მარტი 2021 14:11
1
საქართველოს ნაკრებმა ცონებული ყიფიანის მწვრთნელობის შემდეგ პირველდ ითამაშა ფებურთი. შვედეთს ჩვენ კი რა გერმანიამ ძლივს მოუგო. ესპანეთთან არ წავაგებთ
ლაშა
26 მარტი 2021 13:53
5
სხვა თამაშს კი არ უყურო შენ არ იცი ფეხბურთი მეგობარო
ლშა
26 მარტი 2021 17:30
2
სხვა თამაშს უყურე ეტყობა მეგობარო
თემო
26 მარტი 2021 14:21
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული