გიორგი მიქაუტაძე: იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო

AutoSharing Option
20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა და განმარტა, თუ რატომ ვერ დაეხმარება ორ უახლოეს მატჩში საქართველოს ნაკრებს:

"ყველას მოგესალმებით. სამწუხაროდ, ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი მაქვს. ჩემი გეგმები შვედეთთან თამაშის დროს მიღებული ტრავმის გამო შეიცვალა, რის გამოც იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო.

თუმცა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, ჩემი დებიუტით საქართველოს ნაკრებში. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მთელ ჩემს გუნდს და ფედერაციას.

მაგრამ ეს არ დასრულებულა. კიდევ ბევრი ლამაზი სანახაობა გველის ერთად. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ეგრე თქვიო და მეც ეგრე ვთქვი,აბა რა ვუყოო
მიქაუტა
28 მარტი 2021 00:51
3
ვინ დაგვწყევლა?
ტაბუ
27 მარტი 2021 22:32
0
რატომ არავინ არ ახსენებთ ზივზივაძეს? ეს ერთი და მეორე როცა აგებ და ხედავ ქვილითაია ვერ ქაჩავს (ან რომელ თამაშსი გაუქაჩია) რატომ არ ცვლი?ან როდის მიიღო ამ მიქაუტაძემ ტრამვა? თამაშის დროს არ მიუღია დილით უკვე ტრამვა აქო არ გიჩნდებათ ეჭვი? კაროჩე რააა არ გვეშველება არაფერი.
ალეკო
27 მარტი 2021 21:49
2
აუ ამ კონსპირაციების თეორიების მომხრეებმა ხომ გაახურეს საქმე. იქნებ და სინამდვილეს ამბობს. ან ეს რა უბედურებაა რომ 90 წუთი უნდა ეთამაშა. ასე მაგარი რომ იყოს, პირველ დივიზიონში ითამაშებდა, ჯერ 20 წლისაა, ყველაფერი წინ აქვს, მათ შორის გრანდ კლუბში და საქართველოს ნაკრებში თამაშიც.
irakli
27 მარტი 2021 21:18
1
რა მიამიტი ხალხი პოსტავს :) რქტომ გგონიათ, რომ ის უფრო ლამაზი და სწორი იქნებოდა, რომ დაეწერა: ხიზანიშვილი აყენებს სასტავს და ამომაგდოო და თავს ზემოთ ძალა არ არისო? თუ სანიოლმა მითხრა ჯერ არ გათამაშებ ძირითადს არ მომწონხარო? ეს რომ დაეწერა ამას ელოდებოდით? კაცმა ტაქტი იხმარა და ადამიანურად სკანდალის გარეშე წავიდა. ტრავმა რომ ჰქონოდა , ან იმას დაწერდნენ რა მოუვიდა, ან დარჩებიდა რომ საბერძნეთთან მაინც ეთამაშა. ვუშვებ 5 % რომ ტრავმა აქვს, მაგრამ იმდენად გაუგებარი იყო ხვიჩას გამოცვლაც, რომ ესეც აღწრ მჯერა
გადასარევი გიორგი
27 მარტი 2021 18:03
8
ხოდა ახლა მთელ აპრილს რომ არ ითამაშებს მერე რაღას მოიგონებთ საინტერესოა.DDD
fff
27 მარტი 2021 19:26
2
ანუ რაშია საქმე,როგორ გგონია,რატომ შეცვალეს ხვიჩა და რატომ დატოვა მიქაუტაძემ შეკრება?
ბაჩი
27 მარტი 2021 18:57
3
ამას ხო გავუფუჭეთ სანაკრებო კარიერა იქაც-აქაც, ეხლა წიტაიშვილის ჯერია.
საბა
27 მარტი 2021 16:57
9
ვინც უარი თქვა მიწაში ჩავდეთ და ორივე შემთხვევაში შანსი არ ქონდა...
მ.მ
27 მარტი 2021 21:07
0
კარგია რომ მიქაუტაძემ დაწერა ეს ყველაფერი თორემ მე მართლა ვიფიქრე რომ რამე კომფლიქტი ან უსიამოვნება ხომ არ მოხდათქო ზოგადად ბევრი გაურკვევლობები ხდება ხოლმე ჩვენს ნაკრებში ყოველთვის სანაკრებო თამაშები როცა იწყება ყველას მაშინ ეწყება პრობლემები ტრამვები კოვიდი და ასე არ გამოვაა არაფერი
გიორგი
27 მარტი 2021 16:24
2
ჯინიანობას რა აზრი აქვს... ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა ეროვნულში, ვსო სხვა ნაკრებში ვეღარ ითამაშებს... გიჟია საფრანგეთის პერსპექტივაზე უარი თქვა და საქართველოზეც პირველივე თამაშში უარი ეთქვა ეგრევე? DDD
რა მაფიაა?
27 მარტი 2021 14:00
3
წარმატებები ყოველთვის ყველგან ყველაფერში
გიოს
27 მარტი 2021 13:29
0
ჰე სად ხართ პროფესორონათელმხილველებო რომ ამტკიცებდით ეს ბიჭი მხოლოდ 6 წუთის დათმობის გამო გაიქცაო?DDDDDDDDDDDDDDDDD
hhh
27 მარტი 2021 12:27
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული