შვედეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, შვედეთში მინიმალური ანგარიშით (0:1) მარცხის შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის  ჩვენეულ შეფასებას.

გიორგი ლორია(6.5) - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა, მეტოქის მინიმუმ, ორი ძალიან რთული დარტყმული მოიგერია, გაშვებული გოლის ეპიზოდში კი ნაკლებად  დავადანაშაულებთ, თუმცა აღება შეეძლო. პასების 61%- იანი სიზუსტე კი ბევრი ნამდვილად არაა.

გრიგოლ ჩაბრაძე(6.0) - ბათუმის "დინამოს" მცველი, ნაკრების დებიუტანტის კვალობაზე, ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ჩაბრაძე ცდილობდა აეთვისებინა მთელი ფლანგი და დაეჩაგრა "ვერდერის" მცველი აუგუსტინსონი, რომელიც ნაკლებად დამაჯერებელი იყო. თუმცა, იყო ეპიზოდები, როცა სიტუაცია მარჯვენა
ფლანგიდან მეტად გააქტიურებას ითხოვდა, ჩაბრაძე კი მეტოქის საჯარიმოდან ახლოს იმყოფებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის შეტევებში ჩართვებს შედეგი არ მოუტანია. გაშვებული გოლის ეპიზოდშიც, კაშიასთან ერთად მისი წვლილიც დიდია.

გურამ კაშია (6.5) კაშიამ რამდენჯერმე დასამახსოვრებლად ითამაშა, ერთხელ მშვენიერი ვარდნაც შემოგვთავაზა. გამოცდილ მცველს გოლის დროსა და სხვა ეპიზოდებშიც ჰქონდა შეცდომები, რიგ მომენტებში დაცვა სათანადო გადაწყობას ვერ ახერხებდა. კაშიამ ორთაბრძოლები მოიგო და პასების 78% ზუსტი ჰქონდა.

ლაშა დვალი(6.0) - ეს ნამდვილად არ იყო ლაშა დვალის საუკეთესო შეხვედრა. "ფერენცვაროშის" მცველს უჭირდა ორთაბრძოლების მოგება. 95% პასებისა ზუსტი იყო, მაგრამ გადაცემებიდან მხოლოდ 3 იყო შეტევის წამომწყები.

გურამ გიორბელიძე(6.0) - დებიუტანტი პირველ ტაიმში ზედმეტად ფრთხილი იყო და შეცდომის დაშვებას ერიდებოდა - ბურთს სახით საკუთარი კარისკენ იღებდა და პასს, ძირითადად, უკან აკეთებდა. მეორე ტაიმში თავდაჯერება მოემატა, მაგრამ გრძელ გადაცემებს სიზუსტე აკლდა... ამ პოზიციაზე შექმნილი საკადრო დეფიციტის გათვალისწინებით, მისი თამაში მაინც შექებას იმსახურებს.

ჯაბა კანკავა(5.5) კაპიტანს ბრძოლისუნარიანობა არსად დაუკარგავს, მაგრამ შეტევის წამოწყების კომპონენტს, რაც ამ შეხვედრაში ევალებოდა, რამდენიმე გრძელი პასის გარდა, თავი კარგად ვერ გაართვა, მუდმივად ტემპს ანელებდა. თან, დაცვაში თამაშის დროსაც ჰქონდა შეცდომები.

ნიკა კვეკვესკირი(5.5)- ნიკა კვეკვესკირი ძალიან ჭკვიანი ნახევარცველია, მაგრამ ეს თამაში აშკარად ჩაუვარდა, ამაში თვითონაც დარწმუნებული იქნება. "ლეხის" ნახევარმცველის ასეთ სუსტ ასპარეზობას კლუბში ნაკლები სათამაშო პრაქტიკითა და მისთვის ნაკრებში გამონახული ახალი პოზიციით ვხსნით.

გიორგი აბურჯანია-(6.0) ჩვენ სულ სხვანაირი აბურჯანია გვახსოვს, ის ხომ უკეთესად იწყებს შეტევას. შესაძლოა, განსხვავებული ამპლუის მიზეზითაცაა, "აბუმ" ბურთი რომ ათჯერ დაკარგა. მისი პოზიცია "6 ნომერია" და არა 10, შეტევების დაწყება უკეთ გამოსდის, ვიდრე მისი გაგრძელება. "კარტახენას" ლეგიონერმა ერთხელ კარგი პასი გაუკეთა შენგელიას და მეტოქის კარის აღებასაც ცდილობდა.

ხვიჩა კვარაცხელია(6.0) - მიუხედავად მხოლოდ ერთი ტაიმის თამაშისა, კვარაცხელია ცდილობდა თამაშის გამწვავებას, ხშირად ეხმარებოდა მის ფრთაზე მოთამაშე გიორბელიძეს, რამდენიმე  ართმევაც ჰქონდა. "რუბინის" ლიდერი თითქოს უხასიათოდ იყო და შესვენების შემდეგ შეუძლოდ ყოფნის მოტივით შეცვალეს.

საბა ლობჟანიძე(5.5) "ანკარას" შემტევს აქვს თავისი პლუსები, რომელთა გამოყენების საშუალება ნაკლებად მიეცა. ლობჟანიძე სწრაფია და პოზიციურ შეტევებში ნაკლებად პროდუქტიული. სხვა შეხვედრებში მის მეტ აქტიურობას ვისურვებდით.

გიორგი ქვილითაია(5.0) - "ანორთოსის" ფორვარდი არაერთ ორთაბრძოლაში შევიდა ტანმაღალ შვედ მცველებთან, ბევრიც იბრძოლა, სამჯერ მასზე დაჯარიმდნენ კიდეც. ქვილითაიამ სპრინტის შემდეგ ხეირიანად ვერ დაარტყა და მანამდე ვერც თანაგუნდელი შენიშნა. შეტევის გასაძლიერებლად ვერაფერი შეძლო.

ლევან შენგელია(5.5) - შენგელიამ ნამდვილად გააძლიერა თამაში და შეხვედრის გადარჩენაც შეეძლო , ცოტა უკეთ რომ დაერტყა. იგი ბოლოს ნაკლები სათამაშო პრაქტიკითაა კლუბში, თორემ გაცილებით  პროდუქტიულიც გვინახავს.

გიორგი ბერიძე(6.5) - უნგრეთში მოთამაშე შემტევი ძალიან ენერგიულად ჩაერთო თამაშში, შეტევების გამწვავებას ცდილობდა და 2-ჯერ გამოუვიდა კიდეც.

ოთარ კიტეიშვილი(6.0)- კიტეიშვილს დაეტყო, რომ ტრავმისგან გამოწვეული უქმობამ მას ბევრი დააკარგვინა. კარგ ფორმაში მყოფი "შტურმის" ნახევარმცველი შეტევებს სხვა ელფერს შესძენდა.

ვაკო გვილია(5.5) - იგი ცდილობს გაემწვავებინა თამაში, არუშინდება შეცდომის დაშვებას, ამის გამო ცხრა დაკარგვაც ჰქონდა.ერთიანობაში, მის პროდუქტიულობაზე საუბარი გაგვიჭირდება.

გიორგი მიქაუტაძე - შ.გ. გიორგი მიქაუტაძეს იმდენად ცოტა დრო მიეცა, ნაკლები შანსი ჰქონდა  გამოჩენის და შეფასება გაგვიჭირდება.

ვილი სანიოლი (6.5)- ფრანგ სპეციალისტმა ერთგვარად გარისკა, დაცვის ფლანგებზე დებიუტანტების განმწესებით, მაგრამ მას ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იმედები არ გაუცრუეს. გარდა ამისა, სანიოლი კარგად კითხულობდა თამაშს და ცვლილებაზე გამოსულმა თითოეულმა ფეხბურთელმა თამაში გაამწვავა. საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო სათანადოდ გაერისკა ბოლო წუთებზე და თამაში გადაერჩინა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ქუთაისის ტორპედოს და მერე თბილისის დინამოს გოლკიპერ-მეკარე, კობახიძე მარცხნივ, მალი ცენტრში, ჯიღაური მარჯვნივ (3 მცველი საკმარისია) , შვაში კვეკვესკირი - ჩამშლელი, ცოტა ზემოთ გვილია და აბურჯანია პოლუ აპორნები , ეს უკვე 7 კაცი... მერე შვაში გამთამაშებელი კანკავა, გრძელი რასპასისთვის, მარცხნივ ქვილითაია, სწრაფად გადასვლისთვის კონტრაში ფლანგზე, მარჯვნივ გრიგალავა იგივე მიზნით , ფინტებისთვის რომ პენლებზე წამოიკიდოს ხალხი, და ცენტრფორვარდად არველაძე. ეგ რადგან ფორმაშია, კობახიძე შორიდან რომ დაასვამს მაგას თავით ადვილად დაჩაგრავს რამოსს. შეცვლაზე შემოვა დვალი და შეცვლის აბურჯანიას, რომ ცენტრში ბურთი დავიჭიროთ გატანილი გოლის მერე.ამ შემადგენლობას თუ გამოიყვანთ ზუსტად ასეთი განლაგებით - ფიფიას პოსტერები და ფლაერები სკამებზე უნდა ეწყოს! მარა თუ მაინც ცუდად წავიდა საქმე , მაინც ესპანეთია, მაშინ აუცილებლად ვაქრობთ შუქს და შემორბიან გულშემატკივრები, გვეთვლება 0:3 წაგება და გამოვდივართ დასტოინად
გადასარევი გიორგი
28 მარტი 2021 02:47
3
კობახიძე უნდა გამოეძახებინატ და ლოჩოშვილი არა? შენ მაინც მითხარი ტუ ძმა ხარ
gadasarev giorgis
27 მარტი 2021 19:30
0
სპორტალს ჩემი ბოდიში :) არ გამოაქვეყნეთ თქო, არ ჩანდა ჩემი პასუხი. თურმე ქცემოთ ყიფილა. ამიტომ ბოლოს ნუღა განოაქვეყნებთ სადაც წერია რომ არ გამოაქვეყნეს თქო :)))
გადასარევი გიორგი
28 მარტი 2021 02:12
0
გპასუხობ და არ აქვეყნებენ :) კობახიძეს ადგილი არ მგონია ჯერ მართლაც ნაკრებში არანაირად და ლოჩიშვილზე შეიძლება მოჩხუბარი ხასიათი აქვს და იმიტომ უკავებენ თავს. ეგ გასაგები იქნებოდა, თორე სხვა ახსნა არ აქვს. გამიხარდა მე რომ მომმართე :)
გადასარევი გიორგი
28 მარტი 2021 02:09
0
ყველა გამოხმაურება
კვარაცხელიას 6 იანს ვერ დავეთანხმები. საგოლე პასი გაუკეთა ქვილითაიას და ერთდერთი იყო ვინც წინ წასვლას ცდილობდა. მეორე აშკარად დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდა და ხშირ შემთხვევაში შეტევას უჩერებდა ან უფერხებდა.
ბოკინიო
27 მარტი 2021 18:18
1
არ ვნახო კიდევ წუწუნებდეს ვინმე
“ლობჟანიძე ნაკრებშიო”, რამდენჯერაც გამოიძახეს, ვერაფერ ვერ გააკეთა.

ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბურთს უსწრებს და არ იცის როგორ დაიმორჩილოს.

მოკლედ რაც არ უნდა ვთქვათ,ცუდი თაობა გვყავს, კვარა რომ გამოაკლო სულ უფანტაზიოებო ვართ და ეს მეორე ტაიმმაც დაგვანახა.

იქნებ მომდევნო 5 წელში გამოჩნდეს კოდევ ერთი ორი კვარა და ჩაკვე.

ჩაკვეზე როგორ მწტდება გული.
მენტალისტი
27 მარტი 2021 18:13
9
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ხვიჩას და მიქაუტაძეს! მიქაუტაძესავით რომ იხარჯებოდნენ ქვილითაია და აბურჯანია, გუნდი ვიქნებოდით. თუ ეხლა კობიაშვილის კანტორა (ფედერაციას არა ჰგავს) გზას უკვალავენ ხიზინას, ასეთ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავენ სიცოცხლის ბოლომდე. ხიზანას ხომ წამოსცდა, რომ მტავარ მწვრთნელობას აპირებს... ხვიჩამ და ჟორჟმა ერთად უნდა ითამაშონ!
გია
27 მარტი 2021 18:04
4
ყოჩაღ. აი რაღაც ასეთ რამეზე მეფიქრება მეც და ეს მანერვიულებს, მაგრამ აქ ხალხი რასაც ჩასძახებენ იმას იმეორებს :( იმედი მაქვს მაინც რომ მთლად ასეთი უნამუსოები არ არიან. ვნახოთ, მალევე გამოჩნდება ყველქფერი,მაგრამ მიქაუტაძის წასვლა კი ძალიან დამაფიქრებელი მგონია
გადასარევი გიორგი
27 მარტი 2021 18:22
2
ქვილითაიამ იმ მომენტში რომ ვერ დაარტყა კარგად და არც პასი მისცა ცარიელში მყოფ ლობჟანიძეს, ქვილითაიას მაგივრად მიქაუტაძე ან ზივზივაძე რომ ყოფილიყო გამოიყენებდა ამ მომენტს
geo
27 მარტი 2021 17:39
0
ზუსტად ამიტომ ვერ ვიტანთ გოლებს! მომენტებს ვქმნით მაგრამ რად გინდა ,ერთი შეხებით არ შეუძლიათ პასის მიცემა და ათრევენ უაზროდ ,ამ მომენტში კი მოპოვებული უპირატესობა თვალსადახელს შუა უცებ იკარგება,კარგად გაიხსენეთ ,რამდენი მომენტში შეიძლებოდა თამაშის გამწვავება და ესენი რაღავნაირად იზლაზნებიან მოედანზე,ელოდებიან თითქოს რაღაცა სასწაულს იგონებენ ალბათ....არადა რამდენი დრო ქონდა ქვილის ლობჟანაზე პასის გასაკეთებლად ....იმიტომაც წავაგეთ და ბევრს წავაგეთ კიდევ თუ სირბილს და უბურთოდ მოძრაობებს და დროულად გახსნებს არ ისწავლიან ....საერთოში არაუშავსავით ითამაშენ ....უკეთესიც შეიძლებოდა ....მაგრამ სანიოლი მგონი გამოიტანს სწორ დასკვნებს ამ კვირაში დარჩენილი 2თამაშიდან ...
ემზარ
27 მარტი 2021 19:18
0
„ცვლილებაზე გამოსულმა თითოეულმა ფეხბურთელმა თამაში გაამწვავა“ - ავტორის ეს სიტყვები კვარაცხელია-კიტეიშვილის შემთხვევაში სიმართლეს არ შეეფერება. ყველა დანარჩენი ცვლილება ნამდვილად კარგი იყო.
კვარა მეორე ტაიმში უფრო გვჭირდებოდა!
27 მარტი 2021 16:20
0
როგორ მაინტერესებდა მიქაუტაძე ამ სამ თამაშში. არ გამიკვირდება ხვიჩაზეც რომ თქვან დღეს წავიდა რუბინშიო. თავიდანვე რატომ იყო ასე მოწყენილი ეს ბიჭი? საერთოდ რა ხდება, რა განუკითხაობაა !! ჟურნალისტები რისთვის ხართ ამ ქვეყანაში?? ყველას როგორ გეშინიათ სიმართლის გარკვევის, სულ ყველა რაღაცას როგორ მალავს და ფრთხილობს. გაარკვიეთ ეს ხიზანიშვილი რას აკეთებს საერთოდ იქ? არ მჯერა მიქაუტაძის ტრავმის! უბრალოდ არ მჯერა!!!!! არაფერი ეტყობოდა, დარბოდა მხეცივით . ასეთი რა ტრავმა აიკიდა რომ უკან ბრუნდება ძლივს ჩამოსული კაცი? ეტყობა უთხრეს, რომ არ ათამაშებდნენ ბოლო წუთებზე მეტს და წავიდა :( ხვუჩას მინდა მივმართო - ხვიჩა გული არ გაიტეხო მეგობარო, ამ კორუმპირებულ , უნამუსო და ყიველგვარ სინდის ნამუს გარეცხილ ხალხში, შენ ის იცოდე რომ მთელი ქვეყანა შენნაირი ფეხბურთელევის იმედით უყურებს მოლოდინით ამ მატჩებს და აბა შენ იცი. სამწუხაეოდ არა მხოკო მოწინააღმდეგის, ამ ჩვენების მამაძაღლობის და პრიმიტიუკოვის დამარცხებაც მოგიწრვს, მაგრამ მჯერა შეძლებ!!!
გადასარევი გიორგი
27 მარტი 2021 16:11
13
"მაგი" არა - "ეგ", რემბო! :)
გადასარევი გიორგი
28 მარტი 2021 00:37
0
მაგი კი არა, ტვინი უნდა გაანძრიო, ტვინი. რაღა დროს ეგ არი.
გიორგის
27 მარტი 2021 16:54
7

სიახლეები პოპულარული