სანიოლი: მედიაში სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"მატჩის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ ხვიჩამ გვითხრა, რომ თავი სტკიოდა. პირველი ტაიმი ჩაამთავრა, უკეთ არ იყო და აღარ გავრისკეთ. ჩაუტარდა კვლევა და ყველაფერი კარგადაა, ხვალ ითამაშებს. მიქაუტაძემ კუნთის ტრავმა აქვს და მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს.

ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი. ჩაბრაძემ და გიორბელიძემ კარგად ითამაშეს, რთული მისია ჰქონდათ და თავი გაართვეს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ.

დიახ, ვთქვი, რომ შვედეთში
თამაშით ბიჭებით ვამაყობ და ახლაც იგივე პოზიციაზე ვარ. შევხვდი ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ, დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ მაინც. ძალიან მონდომებულები იყვნენ, ჩემი სათქმელის მიტანა მოვახერხე. დისციპლინა აუცილებელია, შვედეთთან კარგად გამოყურებოდნენ. ბიჭები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები იყვნენ და ასეთი ერთადგომა გვჭირდება ესპანეთთან გასამართი მატჩის დროს.

მე და ხიზანიშვილი კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მსგავსი საფეხბურთო გემოვნება გვაქვს. რაც შეეხება მედიის გამოხმაურებას, ყოველთვის სასიამოვნო ამბების წაკითხვას ვცდილობ.

ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელს ვერ იყიდი, თამაში მათზე უნდა ააგო, ვინც გვყავს. დასანანი იყო ოქრიაშვილის დანაკლისი. პირველი ტაიმი შვედეთთან ცოტა რთული იყო, მეორე ნახევარში შევიცვალეთ, შევუტიეთ და ვაჩვენეთ, რომ კარგი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია.

საბერძნეთს უნდა მივულოცოთ, მოედანზე ხასიათი აჩვენეს, კარგად დაიცვეს თავი. მათ კარში ერთხელ დაარტყეს, ბურთს 20%-ს ფლობნენ და თითქოს ნორმალური ანგარიში არ ყოფილა. ესპანეთმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ფავორიტი ყოველთვის ვერ იგებს. ყველაფრის მიუხედავად, ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის.

კოვიდის სიტუაციიდან გამომდინარე, პრობლემებია. სამივე შეხვედრას შეუცვლელად ვერავინ ჩაატარებს. არ ვიცით იქნება თუ არა ცვლილებები, ამას დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ ვნახავთ. თუმცა ვინც მოედანზე გავა, ის თავდაჯერებული და შეხვედრისთვის მზად იქნება.

ვთვლი, რომ შვედეთში მოსაგებად თუ ქულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ, შვედეთმა 1 გოლით გვაჯობა. ესპანეთი სხვა გუნდია, ტაქტიკას მეტოქისა და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობათა გაერთიანებით შევარჩევთ. ფეხბურთელები ნაკრებში მოდიან, ყოველდღე არ ვვარჯიშობთ, მათ უნდა იცოდნენ, რა ფეხბურთს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, ხვალაც ისეთი დისციპლინაბი იქნება, როგორიც შვედეთში იყო".

მკითხველის კომენტარები / 32 /
წარმატება
გია
27 მარტი 2021 21:03
1
ქომაგობა კაია, მაგრამ ზომიერება და რეალური Შეფასებაა საჭირო. ხვიჩა უდავოდ ნიჭიერია,მაგრამ რპლ-ი, სადაც ძირითადათ ყველა თამაში გამაზულია მსაჯიანად, რაც მათთავე მედიაშია გაცხადებული, არაა კრიტერიუმი. ის შეფასება და ხოტბა, უთუოდ აატკივებდა თავს. ლოჩო "ლივერპულს" ეომა, იქით ხოჭოლავა "რეალს" და "ბარსას" უპაექრება და წყნარად,უხმაუროდ არიან, აქ კი "როტორს" ან "ურალს" გაუგორე და კოსმოსი? დიდ გუნდებთან დაგვენახე, კაი 1 არ დაგცალდა, აბა ხვალ, ვიცი მუშაობ და ყველაფერი გამოვა, მაგრამ რეალობას არ უნდა ავცდეთ.
დემნა
27 მარტი 2021 19:48
32
ამ კაცმა თუ იცის როგორი საფეხბურთო ქვეყანა იყო საქართველო და სხვების საბალეშჩიკოდ პანტიანში რომ დადიოდა ხალხი ფეხბურთის სანახავად?????????? ეგ ამბები პლატინიმ იცის და შეეკითხოს. პლატინი ჩამოსული რომ იყო ვიდეო და ფოტო კადრები იქნებ მოიძიოთო პანტიანთან დაკავშირებითო თხოვა ხალხს.......
???????????????
27 მარტი 2021 18:59
5
კაი, დავუშვათ, გაიგო (დაიზეპირა კიდეც) პანტიანში დაჭერილი სიგნალისა და თავგადამკვდარი გულშემატკივრების ამბავი... მერე? რას მოგვცემს ეს? რა ხეირი? უკეთ აათამაშებს ფეხბურთელებს? მესამე ფეხს გამოაბამს ქვილთაიას (ცუდად არ გამიგოთ, დიდ პატივს ვცემ მაგ ბიჭს), თუ ესპანეთს შეულოცავს ავი თვალისას?
თეზან
27 მარტი 2021 20:24
0
კანკავა ბურთს იჭერდა, აკონტროლებდა და სწორ პასებს არიგებდა, ართმევაზეც კარგი იყო და ბურთიც არ დაუკარგავს. მის ნაცვლად შემოსულმა გვილიამ თითქმის ყველა ბურთი დაკარგა, ერთი სწორი პასი ვერ გააკეთა. და ამის მერე მწვრთნელის ეს კომენტარი არის სიგიჟე: "ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო კანკავას შეცვლა. ბურთის მეტი ფლობა გვჭირდებოდა და ამიტომ შემოვიყვანეთ შემტევი ნახევარმცველი".
რაგბის ფანი
27 მარტი 2021 22:00
13
გადაახვიეთ თამაში და ნახეთ რამდენი პასი გააკეთა მთელი თამაშის განმავლობაში კანკავამ წინ? რა პასები არიგა? მებრძოლი ბიჭია მაგრამ შემტევი არ არის.
დათო
27 მარტი 2021 23:11
3
ხვალ ესპანეთს ვუგებთ!!!!!!!!!!
batumi
27 მარტი 2021 22:18
5
ზეგ საბერძნეთს, მაზეგ ისევ ესპანეთს, მაზეგის ხვალ შვედებს.
ასა
28 მარტი 2021 13:03
0
ძაან ველოდები 8 სთ, ვიცი სანერვიულო და ემოციური საღამო გველის, მაგრამ ამ ნერვიულობას ემატება ტელეკომენტატორები! ეს არის ნამდვილი ტერორი ფსიქიკაზე და ცნობიურებაზე, ამათი მსმენელი აღარც ᲗამაᲨი და აღარც არაფერი მინდა.ნეტავ არანაირი რეგულაცია არ არსებობს? წინა Თამაში სილქ-ზე იყო და დღეს საზოგადოებრივმა იქნებ ოდნავ დაგვზოგოს.
vaxo ვი
28 მარტი 2021 13:23
2
ბაზარი არაა, ჩაგეძინება იმენა ,
ამათ კიდევ ნოდარა ჯობია სიმსივე, სისულელე ილაპარაკოს თუნდაც, ემოცია მაინც შემოაქვს
გიორგი
28 მარტი 2021 14:17
2
სანი, უკვე გვაკანკალებს და გვახტუნავებს ლორიას, კანკავას, კაშიას, კვეკვესა და ქვილოს დანახვაზე და დაგვინდე თუ ძმა ხარ
xiiiiii
27 მარტი 2021 23:27
12
საკუთარი სახელით ილაპარაკე, იხტუნავე და იკანკალე პრაფესორ
ტიპი
28 მარტი 2021 00:33
4
მიქაუტაძეზე მაინც არ მჯერა :) მაგრამ ვილი სანიოლის ეს საქციელი ძალიან მოსაწონია, სწორი და ადეკვატური. Respect. წარმატებები ნაკრებს ესპანეთთან!
გადასარევი გიორგი
28 მარტი 2021 00:05
1
რისკიო და დააყენეთ პარუნაშვილი, სულ პრაქტიკააქვს ბიჭს, წლებია უკვე, კვეკვესკირს და კანკავას როგორ ვერ აჯობებს
ლევან მაღლაკელიძე
27 მარტი 2021 23:24
8
ანუ კარგად ვითამაშეთ მაგრამ წავაგეთოო. ძალა აღმართს ხნავსო და წაქცეულ კაცს ქვა აღმართშიც მიეწევაო. წაქცეულების ნაკრები...
sg
28 მარტი 2021 11:00
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული