კაკაბაძემ marca-ს ხეტაფეში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევა გაახსენა

AutoSharing Option
ესპანეთთან მატჩის წინ „მარკა“ საქართველოს ნაკრების მცველს, ოთარ კაკაბაძეს ესაუბრა:

„ესპანეთი უკეთესი გუნდია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს. „ტენერიფეს“ ქართველი ლეგიონერი აღფრთოვანებულია ესპანელთა კაპიტნით, მეტოქის ფავორიტობას აღიარებს, მაგრამ 2016 წელს ხეტაფეში 1:0 გამარჯვება ახსოვს.

ის ესპანეთში 2016 წელს თბილისის „დინამოდან“ ჩამოვიდა. თავის მშობლიურ ქალაქ თბილისში ესპანეთთან პირველად თამაშის იმედი აქვს. 2016 წლის 7 ივნისს, როდესაც საქართველომ ამხანაგურ მატჩში ესპანეთს სძლია, ოთარი სათადარიგო იყო. მსოფლიოს ჩემპიონთან მოპოვებული ერთადერთი გამარჯვება ქართველებისთვის ეპოქალური მოვლენა გახლდათ. 2012 წელს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს თბილისში
ბრძოლა გაუმართა. კასილიასის კარი ძელმა იხსნა, ერთადერთი გოლი კი საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე სოლდადომ გაიტანა. მაშინ კაკაბაძე 17 წლის იყო.

ოთარი ახლა „ტენერიფეში“ თამაშობს და ნაკრებში 38 მატჩი აქვს ჩატარებული. მომავალი შეხვედრის შესახებ საუბრისას თვალები უბრწყინავს: „ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ბოლომდე დავიხარჯებით, ყოველი ბურთისთვის ვიბრძოლებთ, რათა ჩვენი ქვეყანა გავახაროთ. ეს ისაა, რაც 2016 წელს ხეტაფეში გავაკეთეთ, თუმცა ამხანაგური მატჩი იყო. ისიც გვახსოვს, როგორ იწვალა ესპანეთმა თბილისში 2012 წელს“.

ორი გაფრთხილება
დელ ბოსკეს გუნდის შემდეგ თბილისში მალე დაზარალდა საფრანგეთი (0:0), ისევე როგორც დანია 2019 წელს.

იმ მატჩში მნიშვნელოვანი ელემენტი იყო: სავსე სტადიონი და არაჩვეულებრივი ატმოსფერო თავიდან ბოლომდე. „საქართველოს მიზანი მუდამ შემდეგი მატჩია. ჩვენ ჯგუფის უძლიერეს მეტოქეს შევხვდებით და ასევე ჩვენი დონის გუნდებს. სამწუხაროა, რომ სტადიონი სავსე არ იქნება. ჩვენ ჩვენს ხალხთან ერთად დიდ სიმბიოზს ვქმნით, მით უმეტეს, როდესაც ასეთი მატჩები იმართება. პანდემიამ ჩვენთვის ყველაფერი შეცვალა: მოგზაურობის საშუალება, სახლში ახლობლებთან დაბრუნება, ყოველთვის ნიღაბი უნდა ატარო, გულშემატკივრების გარეშე ითამაშო... ძალიან უცნაურია, თუმცა თანდათან ყველაფერს ეჩვევი“, - ამბობს ოთარი.

ანალიზისას „ტენერიფეს“ მცველი ოპტიმისტურადაა განწყობილი: “ჩვენ ძალიან შეკრული და ახალგაზრდული გუნდი ვართ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. ვეცდებით ფრთხილად ვითამაშოთ და შეცდომა არ დავუშვათ. ვნახოთ, რა მოხდება. ესპანეთი ჯგუფში საუკეთესოა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გაიმარჯვებს“.

კაკაბაძემ იცის, ვის უნდა გაუცვალოს მაისურა: „სერხიო რამოსი. უკვე მრავალი სეზონია ის მსოფლიოს საუკეთესო მცველია. თუ დაცვაში თამაშობთ, უნდა ყურადღება მიაქციოთ, ამას სერხიო როგორ აკეთებს“.


მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ახალგაზრდები ყოველთვის თავზე საყრელად გვყავს. მწვრთნელი არ გვყავს პატრონი არ გვყავს
სანჩეს_
22:58 28-03-2021
0
რომელია ახალგაზრდა? ლორია, კაშია,ჯაბა,კვერკვე, ქვილო 30-ს უკაკუნებს, გრიგალა. ახალგაზრდულია ლუქსემბურგი. ისე აღარც შენ ხარ ახალგაზრდა, არც აბუ, არც ოქრი და ვიღა დარჩა? 2-3 კაცი, ვისაც ხანდახან ათამაშებენ?
bijos
23:17 27-03-2021
3

სიახლეები პოპულარული