საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
დარჩათ რო ჩვენებს ნამდვილი გუშლემატკივარი? 30 წელია ვუყურებ და არაფერი მოუგიათ არასდროს, და რაში უნდა ვუგულშემატკივროდ, წაგებაში?
??????
29 მარტი 2021 12:55
10
ამ გუნდს მინუს კვარაცხელია იგივეა, რაც მაკედონიასთან ვიყავით.
რაგბის ფანი
29 მარტი 2021 10:12
12
კომენტატორმა რომ თქვა უკვე ჩვენი ვილი სანიოლია მაშინ დავითარსეთ.სხვა კომენტატორი არ გვყავს?
დიმა
29 მარტი 2021 01:38
2
შეგნებულად არაფერი არ დავწერე ლორია რომ ვნახე ძირითადში შვედეთთან, მაკარიძე ბევრად უკეთესია და მამარდაშვილიც სჯობია მას, აწი ლორია ვეღარ მოუმატევს, მამარდაშვილი მაღალი კლასის მეკარე უნდა დადგეს, კვარა კოსმისია!!!
სს
28 მარტი 2021 23:56
3
Ოდნავი გამართლება და მოსგები თამაში იყო. 1 Ნახევარ მომენტით მოიგეს.
გამოცდილი Სპორტული Ფსიქოლოგი აუცილებლად ჭირდებათ და ფიზიკაზე ყველამ თავის კლუბში უნდა ივარჯიშოს. 110% მზად რო იქნები ესეთი რამე არ მოხდება. Ფიზიკას ბევრი პროფესორობა არ უნდა, სიზარმაცეს აჯობეთ ბიჭებო და ნაკრებში ისე ჩამოდით აქ მაგის დრო რო არაა ყველამ კარგად იცით. სანამ ჯანი გქონდათ ესპანელებს ყველაფერში ვჯობდით. Კვარა ჩემპიონი იზრდება, ღმერთმა უტრამვო კარიერა მიცეს!
Rag
28 მარტი 2021 23:18
1
არ დაიწყოთ ეხლა ლორიას ბრალია, დაცვის ბრალია... ეს არის მართლა უიღბლობა, თუნდაც შვედეთმა რა გოლი გაგვიტანეს ახმახი იბრაგიმოვიჩის უაზროდ მოქნეული ფეხი მანაც რომარ იცოდა ბურთს სად გზავნიდა საგოლე პასად იქცა, ეხლაც ეს შორეული დარტყმა. არ ვიცი რაა ამ უიღბლობას რა ეშველება, 1 არხზე წამყვანები შეგვეცვალა ვსინჯოთ ერთი იქნებ გვეშველოს. ეს სანიოლი კიდე სად იყო აქამდე, იმ ვაისის თუ ვუისის მაგივრად მწვრთნელად ეს გვყოლოდა მაკედონიას მოვუგებდით კიარა გადავუვლიდით
dinamo
28 მარტი 2021 23:04
1
პროგრესი აშკარაა, ესეთი დაცვა 30 წელია არ გვყოლია.
2 ტაიმი რომ გიბაგუნებს ესპანეთი, საკუთარი მოედნიდან ნახევარ დაცვას ბურთი რომ ვერ ამოაქვს და ორ ძაან შემთხვევით გოლს გაუშვებ, ღირსების მედალი უნდა დაგკიდონ. საღოლ დაცვა განსაკუთრებით კაკაბაძე.
:)
28 მარტი 2021 22:31
0
მერამდენედ უნდა ვტქვათ რომ დასანანია,რომ ვითამაშეთ და წავაგეთ. რო თამაშობ და წააგებ ესაა ცუდი. შეიძლება ამ ბიჭებიდან გუნდის აწყობა ,მაგრამ თამაში არის სასტვენამდე და არ შეიძლება საჯარიმოში იყო შეყუჟული ვინც არ უნდა გიტევდეს. მეტი აგრესია წინ თამაშში.ფაქტია არ გვყავს ბურთის კარგი გამნაწილებელი და დირიჟორი.
ქომაგი
28 მარტი 2021 23:11
0
წავაგეთ და ბედნიერები ვართ გულშემატკივრები ერი ხარობს((( ესპანელებმა მოიგეს და კრახს უწოდებენ თავიანთ თამაშს!! აი განსხვავება მენტალიტეტში!!ხოდა იხარეთ და იბედნიერეთ!! მე პირადათ ესპანეთი კი არა მსოფლიოს ნაკრებიც რომ იყოს იმასთან წაგებაც გულს დამწყვეტს!! ხოდა მაინტერესებს ამ კომენტარების ავტორებს რა გაჟრიამულებთ??
გურამი
28 მარტი 2021 23:01
4
მოგებაზე უნდა ითამაშო რო არწაააგო!! წაიკითხეთ კრუიფის წიგნი
beqa
28 მარტი 2021 22:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული