საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
ისე გამიხარდა ვისკი-ტეკილას ნაბახუსევი გამიქრა რამდენიმე წუთი
გიორგი გორგაძე
29 მარტი 2021 05:27
1
კომენტატორმა რომ თქვა უკვე ჩვენი ვილი სანიოლია მაშინ დავითარსეთ.სხვა კომენტატორი არ გვყავს?
დიმა
29 მარტი 2021 01:38
2
თუ ვინმე ნაკრების თამაშის უკითესობისკენ სვლას ვერ ხედავს ან მხედველობის პრობლემები აქვს, ან ფეხბურთის არაფერი გაეგება. მარტო ის რად ღირს, რომ უმისამართოთ მოგერიებული ბურთი ერთი მახსოვს მხოლოდ. ბოლოს 12-20 წუთი მაგრად დაიღალნენ, გადაადგილებისათვის აღარ ყოფნიდათ ენერგია და ვერ იხსნებოდნენ დროულად ამოსვლისას, მაგრამ ხომ ცდილობდნენ ამის გაკეთებას უმიზნოთ მოგერიების ნაცვლად. დარწმუნებული ვარ ბევრი სასიამოვნო მატჩი გველოდება. ჰო, მატჩებთან დაკავშირებით. ხუთგუნდიან ჯგუფებში ყოველ ტურში ერთი გუნდი ისვენებს. პრინციპში ისინი არ ისვენებენ, რადგან ამხანაგურ მატჩებს მართავენ. საინტერესოა ჩვენებს რომ მოუწევთ დასვენება ტურში თუ არის დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, ან თუ მიდის ამაზე მუშაობა.
emigranti
29 მარტი 2021 01:32
2
20 წელია ფეხბურთს ვუყურებ და საქართველოსნაირი უიღბლო გუნდი და ნაკრები მეორე არმახსენდება. მართლა ოღონდ იმიტო კიარა რო ქართველივარ და რაღაც გამართლება მინდა ამით ჩვენი უშედეგობის. ეს არის უკვე ზედმეტი და ოდესღაც ხოუნდა დასრულდეს?? ესეთი უიღბლობა არვიცი ჯადოგვაქვს მემგონი
)))
29 მარტი 2021 01:29
0
Კი კვარა საუკეთესო იყო.მაგრამ სადღაც 70 წუთიდაან უკვე ძალიან უჭირდა და დაღლა დაეტყო .და მაგიტომ გაიყვანა სამ დღეშიი საბერძნეთში გვაქ სათამაშო და ბიჭ დაიწვებოდა.ასე რო კვარა გასაყვანი იყოო.ზოგადად ყველა მაგარი ცვლილება გააკეთა.ნო არ გაგვიმართლა
buxrika
29 მარტი 2021 01:20
1
გეთანხმები მეგობარო, აშკარად დაიღალა. არ ვიცი ტელევიზიით გამოჩნდა თუ არა მაგრამ ტრიბუნებიდან დავინახე როგორ თხოვა აუტჩიკს წყალი მოეტანა და იმანაც მიართვა. შემდეგ შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სამწვრთნელო შტაბთან მიირბინა და სავარაუდოდ გამოცვლა სთხოვა.
რატი74
29 მარტი 2021 09:52
0
ცენტრფორვარდის პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას ჩვენს ნაკრებში და ახლა როგორც გამოიკვეთა მეკარისაც დიდი პატივისცემა ლორიას მაგრამ ბოლო წამებზე ასე თამაში არ შეიძლბაა
ჯონი
29 მარტი 2021 01:13
1
წავაგეთ, მაგრამ დაგვრჩა იმედი, არ გაგვიმართლა ცოტა, გადაღლაც იყო უმძიმესი გრაფიკის გამო, მაგრამ გამოჩნდა იმედი, რომ დასვენებულზე ნებისმიერ გუნდთან შეიძლება ღირსეული თამაში. კვარას ფასი მოიმატებს, თავდაჯერებულობაც მოემატება, დაგვემატებიან ბიჭები კიდევ, ღირსეულად ითამაშეს, წარმატებები მომავალ თამაშებში.
მინდია
29 მარტი 2021 01:05
0
3 დღეში კიდევერთი ბრძოლა გველოდება. რთულია მაგრამ ემოციებიდან უნდა ამოვიდეთ და საბერძნეთს ბოლომდე უნდა ვეჭიდაოთ მესამე ადგილისთვის და ერთი ქულაც არ უნდა დავუთმოთ
ტაო
29 მარტი 2021 00:21
0
მორჩა, ესპანეთთან თამაში უკვე წარსულია, 31 ში ბერძნები გველოდებიან. გუნდი გადამწვარია შენგელიამაც ცუდდროს მიიღო წითელიი
რობსონ
29 მარტი 2021 00:19
0
ასე 300 არაგველივით უნდა იბრძოლოთ ბიჭებო. მადლობა ფედერაციას ქართულ ფეხბურთში აღებული სწორი კურსისათვის. მეჩვენება რომ ბატონმა სანიოლიმ გუნდი ბევრად უკეთესი გახადა.მონატრებული ემოცია მქონდა და თვალები სიხარულის ცრემლებში
ბესო
29 მარტი 2021 00:17
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული