საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
როგორაა ის მივიწყებული ფრაზა. "კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს." დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს არ ხართ კმაყოფილი?
დავით 67
28 მარტი 2021 22:08
39
Დასანანია ასეთი მარცხი, დღეს იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო თავდადება, თავის არ დაზოგვა და ბოლომდე ბრძოლა უძლიერეს მეტოქესთან, გილოცავთ კარგ თამაშს, ბრძოლას და მომავლის იმედს, ასე გააგრძელეთ ბიჭებო, წარმატება მო ა!
Irakli
28 მარტი 2021 22:08
6
ირაკლიმ დადო ყველაზე სწორი კომენტარი ჩემი აზრით
gio
28 მარტი 2021 22:29
0
ეეერთხელ ხო შეიძლება რო ჩვენც გაგვიმართლოს ერთხეელლლლ
ოკ
28 მარტი 2021 22:08
5
მოვითხოვოთ ყველამ მოვითხოვოთ: სიმსივე ნაკრების კომენტატორად,რომელ არხზეც არ უნდა იყოს რეპორტაჟი!
დიმო
28 მარტი 2021 22:08
11
ეგ რაღა შუაშია?
jjj
28 მარტი 2021 22:19
6
მეორე ტაიმის მომგონს გავარტყი
Ika
28 მარტი 2021 22:06
6
თამაშში ერთი სისულელე ყოველთვის უნდა გააკეთოს.
100%
28 მარტი 2021 22:06
9
გული არ გავიტეხოთ!
მთავარია, გვყავს მწვთნელი, რომელსაც შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და გუნდის გაკეთება. გვყავს მომავალი ვარსკვლავები - კვარაცხელია და ჩაკვეტაძე და ახალგაზრდა იმედისმომცემი ფეხბურთელები. ძნელია ასეთ დატვირთვას გაუძლო და ბოლოს დაიღალნენ. კიტეიშვილიც მშვენიერი, გონიერი ფეხბურთელია. ქვილითაია რითი ჯობია ზივზივაძეს გამოჩნდა - ჩვენს ტაქტიკას ჭირდება ფეხბურთელი, რომელიც დაცვიდან ამოტანილ ბურთზე იბრძოლებს და დაიმაგრებს. ფიზიკური ძალები თუ გვეყო, საბერძნეთს სტუმრად მოვუგებთ.
არჩი
28 მარტი 2021 22:05
12
დალაგებული და დაწყობილი ქვეყანაა ნორვეგია,მშვენიერი ქვეყანაა ლუქსემბურგი ეკონომიკის ინდექსებით და ცხოვრების დონით, ამ ორ ქვეყანაზე ჩამორჩენილი და წაქცეული ქვეყანაა ბრაზილია და არგენტინა, ხოდა ნახე აბა ვის რამდენჯერ აქვს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი?!
joras
28 მარტი 2021 23:33
0
არველაძე გამოდი გიცანით
ეე
28 მარტი 2021 22:16
6
ყველა გამოხმაურება
ეგეთ ფრეს წაგება სჯობდა! როგორ ყველა ნერვების მომშლელი აქ უნდა ჩამოიყვანოთ?? კაცი კვარაცხელიას რომ გაიყვანს და გვილიას დატოვებს ის ნაკრები მეტის ღირსია! ქვილითაია ხომ)))))
ზვიადი
28 მარტი 2021 22:05
75
გვილიას შემცვლელი ათენში ინახება კიდეც და კვარას რომ რამე მოუვიდეს მერე? ხომ ხედავ შენგელიას წითელი აქვს უკვე.ეს ერთი ,და მეორე ამ ერთ თამაშში წყდება ყველაფერი? ძალები არ უნდა გაანაწილო? თუ ჩვენებს რომ მოეგოთ ვინმეს რამე ილუზია რჩებოდა რომ ამ გრუპიდან გავიდოდით? ....წინ კიდევ თამაშებია და გუნდია ჩამოსაყალიბებელი.....ხომ არ გავიწყდება ვის ვეთამაშებოდით ...
ემზარ -ზვიადის
28 მარტი 2021 22:13
6
დამეგლიჯა ნერვები ეს რა უიღბლობაა გვჭირს რა არი?!...იქნებ ახლა ვინემ რამე ცუდი დაწეროს ჩვენს ნაკრებზე...დაგლიჯეს ბიჭებმა...საქართველოს გაუმარჯოოოოს!!!
ზესტაფდონი
28 მარტი 2021 22:05
7
ისევ წავაგეთ ფეოლა!!! ეხლა არ დაიწყოთ ესპანეთთან წავაგეთ მერე რა მოხდაო!!! ამოვიდა ყელში ამდენი წაგება და მერე უაზრო ახსნები რატომ წავაგეთ!!! ლორია დიდი ხან არ გქონდა შეცდომა დაშვებული როგორც იცი ხოლმე და დრო იყო უკვე!!!
!!!
28 მარტი 2021 22:04
43
არაა ცუდი მეკარე, მაგრამ რატო იცის ერთი ზასკოკის გაკეთება ყველა მატჩში არ მესმის.გვილია ვერ გავიგე რას აკეთებს,რას თამაშობს,კაპიკის არ გაუკეთებია არაფერი.დვალიც სუსტია ძაან,ჯაბა დაიღალა ბოლოსკენ...ცენტრ.ფორვარდის და ფლეი მეიკერის ნატურაᲚიზება გვინდა აუცილებლად.არ ჩანს ნაკრების შესაფერისი მოთამაშე პესრპექტივაშიც.
კახა ქ.
29 მარტი 2021 02:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული