საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
მე ასეთი მებრძოლი ჩვენი ნაკრები არ მახსოვს, თანაც ესპანეთთან! დღეს გაცილებით უკეთესად ითამაშეს ვიდრე მაგალითად 2011 წელს ხორვატიასთან თბილისში. ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მხოლოდ "კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ". ეს გაცილებით ძლიერი თამაში იყო ჩვენი ბიჭების! რაღაც ახალი იყო დღეს, ახალი გუნდის დაბადება, ნამდვილად უშიშრის და ნამდვილად მებრძოლის! ასეთი უშიშარი ბრძოლა იყო მსოფლიო გრანდთან და თამაშის უმეტესობა ხომ შევბოჭეთ და ვანერვიულეთ. სულ მომართულები იყვნენ ჩვენები (თუ 15-20 წუთს არ ჩავთვლით) რომ ბურთი აეღოთ და შეეტიათ! გასაქანს არ ვაძლევდით ესპანელებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეხლა რაც შეეხება მომავალს - მთავარია ეხლა არ ჩამოყარონ ყურები. სწორად ეხლა! გააგრძელონ მუშაობა და დაივიწყონ დღევანდელი წაგება. თუმცა ახსოვდეთ, რომ დღეიდან საქართველოსთვის დაუმარცხებელი გუნდები აღარ არსებობენ! ეს მინდა, რომ ბიჭებმა აუცილებლად ირწმუნონ!
gio
28 მარტი 2021 22:37
1
ბერიძე ბერიძე აი 100 % წაგების მიზეზი, არ გეწყინოს ძმაო . ყველა კომპონენტში დაჩაგრეს სისწრაფე დრიბლინგი საჰაერო ბრძოლა, არ უნდა იძახებდენ ასეთ ფეხბურთელებს ნაკრებში
gio gio
28 მარტი 2021 22:35
8
კაი რააა, ერთხელ ხო შეიძლება ბედმა ჩვენც გაგვიღიმოს... ასეთი დასანანი მარცხი არ დაგვიმსახურებია... არადა ყველაფერი კარგად მიდიოდა... სანიოლს დრო რომ ქონოდა და ცოტა ადრე დაენიშნათ დარწმუნებული ვარ დღეს მოიგებდა...
ტორპედოელი
28 მარტი 2021 22:33
0
ქვილითაიას გამოყვანის აზრი ვინმემ გამაგებინეთ რა. დაცვას ვერ ეხმარებოდა, სისწრაფე არ აქვს და ტექნიკა - ბურთს ვერ წაიღებდა ცარიელი სივრცისკენ და ... ფაქტ. 10 კაცი თამაშობდა მაგის შემოსვლის მერე. კონტრშეტევებზე საერთოდ რა საჭირო იყო ასეთი ფეხბურთელი. გოლამდე ასე საერთოდ რატომ ავიდა მთელი გუნდი მარცხენა მხარეს და მოარღვია დაცვის და შუა ხაზიც? უეჭველი იგებდა ქვილითაია ბურთს და ჩვენ გვრჩებოდა? ყველაფერს ლორიას არასწორი პოზიცია დაემატა და ... ძალიან საწყენია ამდენი შრომა რომ წყალში ჩაიყარათ ისევ თავისივე შეცდომით.
???
28 მარტი 2021 22:32
1
მოკლედ ახლა ამოვედით ისევ იმ დონეზე კარგად რომ ვთამაშობთ და ვაგებთ, ნელნელა ფრეზეც ვითამაშებთ და თუ პროგრესი გავაგრძელეთ მოვიგებთ კიდევაც. (ძლიერ გუნდებს ვგულისხმობ) ასე რომ ყველაფერი წინაა.
მ.მ
28 მარტი 2021 22:32
0
ჩემი აზრი ასეთია - ფიზიკურად ვერ გავძელით. ეს არის დღევანდელი ფეხბურთი. ვითამაშეთ მაქსიმუმი, მაგრამ კიდევ გვაკლდა ერთი - გოლის გატანა. მოინდომეს, ყველაფერი გაიღეს, მაგრამ გოლის გატანას ძალა და ღონე უნდა. წინ გავრბოდით ბურთიანად, მაგრამ ძალა აღარ გვყოფნიდა გოლის გასატანად, თორემ იყო მაგის შანსიც. მეკარის შეცდომაც მაგ ფიზიკური გამძლეობის ბრალი იყო. მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარა და ბოლოს ორი ნაბიჯით წინ იდგა. ძალიან მძიმეა უბრალოდ ამდენჯერ იმედი მოგეცეს და ბოლოს მოგიკვდეს.
:)))))
28 მარტი 2021 22:31
0
პროგრესი აშკარაა, ესეთი დაცვა 30 წელია არ გვყოლია.
2 ტაიმი რომ გიბაგუნებს ესპანეთი, საკუთარი მოედნიდან ნახევარ დაცვას ბურთი რომ ვერ ამოაქვს და ორ ძაან შემთხვევით გოლს გაუშვებ, ღირსების მედალი უნდა დაგკიდონ. საღოლ დაცვა განსაკუთრებით კაკაბაძე.
:)
28 მარტი 2021 22:31
0
რამდენი ხანია ვიძახი ჩაანაცვლეთ ლორია მამარდაშვილითთქო და სანამ არ დაღუპა გუნდი არ ქნეს აწი მგონია რო აღარ დააყენებს საბერძნეთთან სანიოლი. ეგ მომწონს სანიოლში რო გარანტირებული არავის აქვს ნაკრები ადრე როგორც იყო
ტოტტი
28 მარტი 2021 22:29
1
Kiteishvili sauketeso iyo
Axali
28 მარტი 2021 22:26
0
მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის. მწვრთნელის ხედვაც გასაგებია და პერსპექტივაც ჩანს. მალე კიტეიშვილი და მიქაუტაძე დაგვემატებიან და თუ მარადიშვილსაც დაითანხმებენ აღარ გაგვიკვირდება ესპანეთთან თანაბარი თამაში. მთავარია თავად ირწმუნონ, რომ არავიზე ნაკლები არ არიან და ლაღად ითამაშონ...შეუძლიათ.
emigranti
28 მარტი 2021 22:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული