საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
ჩემი აზრით კვარაცხელიას გაყვანა არაფრით არ შეიძლებოდა....კვარაცხელიას შემთხვევაში ესპანეთი ასე ვერ შემოგვიტევდა....აი ნახევრ დაცვაში კი იყო ცვლილება საჭირო....ერთი შეცდომა და წაგება...დასანანია...მაგრამ ყველაფერი გამოგვივა....წინ ბიჭები....
ზაზა
28 მარტი 2021 22:21
10
დაიღალაააა
სანამ გაიყვანდა ბოლო 10 წუთი იმ ფლანგზე არც გადაგვქონდა ბურთი,გაუჩერებლად ირბინა,დაცვას 5 იანზე დაეხმარა და დაიღალაა
ხანდახან მგონია რომ პირველად უყურებთ ფეხბურთს
დებილია სანიოლი,რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშე და მთავარი დამრტყმელი ძალა მოეხსნა??????
გურჯი
29 მარტი 2021 00:50
0
გეთანხმები, მაგრამ ცოტა დაიღალა და თავდასხმაში უნდა გადაეყვანა. სანიოლს შეეშინდა და სწორედაც იმიტომ რომ დაგვაჯდნენ. მარცხენა ნახევარმცველი უნდა შემოეყვანა და ხვიჩა წინ წაეწია. თუმცა აქედან იოლია ლაპარაკი. მე ყველა შემთხვევაში ვამაყობ ბიჭებით!
დიმო
29 მარტი 2021 02:53
0
ყველა გამოხმაურება
ბიჭებსაც მადლობას ვუხდი ყ ვ ე ლ ა ს და მწვრთნელსაც, ცხოვრებაში პირველად, წაგების შემდეგ................
სტალინი
28 მარტი 2021 22:18
13
"ეს იყო მოგების ტოლფასი წაგება" - კოტე მახარაძე, 1996 (პერუჯაში იტალიასთან 0-1 დამარცხების მერე)
ოღონდ 'მოგების ტოლფას წაგებაში' 0 ქულა იწერება სატურნირო ცხრილში და მაინც რანაირადაა მოგების ტოლფასი - ბოლომდე ვერ გამიგია.
rasa
28 მარტი 2021 22:45
1
დამეგლიჯა ნერვები ეს რა უიღბლობაა გვჭირს რა არი?!...იქნებ ახლა ვინემ რამე ცუდი დაწეროს ჩვენს ნაკრებზე...დაგლიჯეს ბიჭებმა...საქართველოს გაუმარჯოოოოს!!!
ზესტაფდონი
28 მარტი 2021 22:05
7
ეს ნაკრები თუ არ ჯობდეს ვაისის დროინდელ გუნდს! მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! ხვიჩა საოცრებაა.
დემური
28 მარტი 2021 22:12
2
არიმსახურებს ვილი სანიოლი ჯერჯერობით ლანძღვას არაა
ერორ
28 მარტი 2021 22:11
2
სანიოლს რას ვერჩით, ჩვენი "მკვდრები" ვიტიროთ ჩვენ...
mirosan
28 მარტი 2021 22:38
0
მუდამ უიღბლო არავინ არ არის, რადგან მუდამ უიღბლობა როგორც წესი რაღაცის ბრალია. საქმე არ არის არც სიღარიბეში, არც ჩვენი მოსახლეობის სიმცირეში და არც კლასის ან ნიჭის, ან თუნდაც იღბალის დიდ ნაკლებობაში. საქმეა დამარცხებულ მენტალობაში. მაკედონიელები რომ ევროპის ფინალურის საგზურისთვის ჩამოვიდნენ, გახსოვთ თამაშამდე რა დიდ გულზე იყვნენ? თითქოს იცოდნენ ჩვენი ფატალისტური მენტალობა. დაგვთრგუნეს და მერე მართლაც მოიგეს, არადა კლასით ჩვენზე დაბალი თუ არა ჩვენნაირი გუნდი იყვნენ. ესპანეთთანაც არავინ ითხოვს მოგებას, მაგრამ 0-1-ს რომ იგებ, ეგრევე ეტყობოდათ რომ მაინც იცოდნენ რომ წააგებდნენ ბოლოში. მოეკვეთათ მუხლები და მიაფუჩეჩეს ბოლო წუთები. ასეა სულ. ლომივით უნდა იყვნენ და არა კურდღლებივით, მაგრამ მაგას ვილი სანიოლი კი არა, კარგი სპორტული ფსიქოლოგი ჭირდება.
rasa
28 მარტი 2021 22:17
20
rasa ან თამაშზე არ გიყურებია ან ვერ ერკვევი საერთოდ ფეხბურთში (შეიძლება ზოგადად სპორტში და სპორტსმენებშიც)
დღეს ყველაფერს შეიძლება დააბრალო წაგება ბიჭების მენტალობის გარდა, მეტიც, სწორედ რომ მენტალურად იყვნენ დღეს მაგრად და ბოლომდეც იბრძოლეს ბიჭებმა.
P.S. მადლობა ბიჭებსაც და მწვრთნელსაც
სიმართლე
29 მარტი 2021 02:42
0
გეთანხმები აბსოლუტურად, ერთადერთი ხვიჩა კვარაცხელია არის მოედანზე ვისაც არ ეშინია არცერთი მოწინააღმდეგე გუნდის ,ეს მთელს გუნდზეც ვრცელდება, ის ფაქტიურად პოზიტივის და იმედის წყაროა,მისი გაყვანა წარმოუდგენელი სიბეცეა,სანიოლიმ მაგ ნაბიჯით გუნდის ფსიქოლოგიური სიმტკიცე შეამცირა ,თან ბოლო წუთებზე, ფაქტია ხვიჩა წარმატებისთვის არის დაბადებული და გამარჯვებისთვის ,ასევე, იმედია ჩაკვეტაძე მაგრად გააძლიერებს ნაკრებს,ბერიძე მეტ დროს იმსახურებს აშკარად, უშიშარია ,ლომები იგებენ ბრძოლას!
დევკალიონი
28 მარტი 2021 22:39
0
ყველა გამოხმაურება
Დასანანია ასეთი მარცხი, დღეს იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს, მაგრამ ჩვენს მხარეს იყო თავდადება, თავის არ დაზოგვა და ბოლომდე ბრძოლა უძლიერეს მეტოქესთან, გილოცავთ კარგ თამაშს, ბრძოლას და მომავლის იმედს, ასე გააგრძელეთ ბიჭებო, წარმატება მო ა!
Irakli
28 მარტი 2021 22:08
6
ირაკლიმ დადო ყველაზე სწორი კომენტარი ჩემი აზრით
gio
28 მარტი 2021 22:29
0
გული არ გავიტეხოთ!
მთავარია, გვყავს მწვთნელი, რომელსაც შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და გუნდის გაკეთება. გვყავს მომავალი ვარსკვლავები - კვარაცხელია და ჩაკვეტაძე და ახალგაზრდა იმედისმომცემი ფეხბურთელები. ძნელია ასეთ დატვირთვას გაუძლო და ბოლოს დაიღალნენ. კიტეიშვილიც მშვენიერი, გონიერი ფეხბურთელია. ქვილითაია რითი ჯობია ზივზივაძეს გამოჩნდა - ჩვენს ტაქტიკას ჭირდება ფეხბურთელი, რომელიც დაცვიდან ამოტანილ ბურთზე იბრძოლებს და დაიმაგრებს. ფიზიკური ძალები თუ გვეყო, საბერძნეთს სტუმრად მოვუგებთ.
არჩი
28 მარტი 2021 22:05
12
რეალურად ესპანეთის ნაკრები უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან შესდგება ვიდრე მუდამ " იმედისმომცემ- პერსპექტიული" რუსეთ- უნგრეთ- კვიპროსის მეორე ლიგის "ვარსკვლავებისგან" შემდგარი საქართველოს ეროვნული ნაკრები .რას ერჩით ან ლორიას,ან სანიოლს,ანდა რას ერჩოდით ქეცბაიას თუ ვაისს? რაც გვყავს,ის გვყავს.30- 40 წუთი მოძრავი "ფუტბალისტები".ანდა რატომ ელით რომ გაუბედურებული და გაპარტახებული ქვეყნის ნაკრებს რაიმე შედეგის დადება შესწევს?
ჟორა
28 მარტი 2021 22:15
33
არველაძე გამოდი გიცანით
ეე
28 მარტი 2021 22:16
6
ყველა გამოხმაურება
ჩავარდა ბოლო წუთზე ნახევარდაცვა და მცველებმაც ვერ დააზღვიეს, ლორია ალბათ უკვე გასახდელისკენ მიდიოდა.... მთლიანობაში ცუდად არ ითამაშეს, ცენტრფორვარდი გვჭირდება რომელიც ბურთს მიიღებს და გაანაწილებს შეტევის დროს, საინტერესო იქნებოდა მიქაუტაძის ნახვა ძირითადში, მოძრავი ბიჭი ჩანს
მამუკა
28 მარტი 2021 22:14
3
ქვილითაია არა კაჭარავა კიდე...რა უნდოდა ამ ხალხს ნაკრებში?!თუ მაინცდამაინც "ფეხბურთელი" უნდა ერქვათ იყვნენ თავის კლუბებში.ნაკრებში არაფერი ესაქმება ასეთ მოთამაშეებს.
....
28 მარტი 2021 22:14
11
თუ თამაშს უყურე და მაინც ზივზივაძე გგონია უკეთესი, ხომ არ აჯობებს ხოკეიზე გადაერთო?
ვაი, ვაი!
28 მარტი 2021 22:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული